ქრისტინე მიქაძე და მიქაელ მიქაელიანი ჯერ მხოლოდ 15 წლისანი არიან, მაგრამ 24 სექტემბერს უფროსებთან პაექრობაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შეძლეს
ქრისტინე მიქაძე და მიქაელ მიქაელიანი ჯერ მხოლოდ 15 წლისანი არიან, მაგრამ 24 სექტემბერს უფროსებთან პაექრობაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შეძლეს. მოფარიკავეთა საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს დაშნაში გამოვლინდნენ მედალოსნები. ქუთაისელმა მიქაძემ (მწვრთნელი ნათია ჩუბინიძე), რომელსაც თანატოლებში არაერთხელ მიუღწევია წარმატებისთვის, ნახევარფინალში თბილისელ მარიამ ლომიძეს აჯობა 15:12 და გადამწყვეტ პაექრობაში თეონა ბენიძის (ქუთაისი) მძლეველ (15:10) თანაგუნდელს - მარია ზაკირჩენკოს დაუპირისპირდა.

მარია 1996 წელსაა დაბადებული. იუნიორებში საქართველოს 2010 წლის ჩემპიონია. შარშან უფროსებში მეორე ადგილი დაიკავა. ამჯერადაც ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა, ახლოს იყო გამარჯვებასთან: მიქაძესთან მისი პაექრობა დრამატულად წარიმართა: ჯერ ზაკირჩენკო იგებდა, მერე მიქაძე დაწინაურდა - 14:13. მარიამ ანგარიში გაათანაბრა - 14:14. ამის შემდეგ მეტოქეებმა ერთმანეთს ხუთ-ხუთჯერ ერთდროული ჩხვლეტა მიაყენეს - 19:19. ბოლოს მაინც მიქაძემ იყოჩაღა - 20:19 გაიმარჯვა და უფროსებში პირველად ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

უფრო მშვიდად წარიმართა მიქაელ მიქაელიანისა (თბილისი) და დავით არველაძის (ქუთაისი) გადამწყვეტი შეხვედრა. არადა, მიქაელიანმა ნახევარფინალში მძიმე ბრძოლა გადაიტანა რიონისპირელ ირაკლი ამბროლაძესთან - შეხვედრის ბედი ბოლო ჩხვლეტამ გადაწყვიტა თბილისელის სასარგებლოდ - 15:14. ფინალამდე არველაძემ იოლად მოუგო რუსთაველ გიორგი ქაფიანიძეს - 15:9.

მიქაელი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ ფარიკაობის ანაბანას ერევანში ეზიარა, სადაც რამდენიმე წლის წინათ გადასახლდა მისი ოჯახი. წლეულს მიქაელიანები თბილისს დაუბრუნდნენ. 15 წლის მუშკეტერმა (ამჟამად ნოდარ დიდია ავარჯიშებს) გაზაფხულზე ქუთაისში გალაქტიონ ჩიქოვანის თასზე მესამე ადგილი დაიკავა. 24 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის ფინალში არველაძე დაამარცხა და ოქროს მედალი დაიმსახურა.

შაბათს მოფარიკავეთა ეროვნულ პირველობაზე რაპირით მოასპარეზეებმა გაინაწილეს მედლები. მამა-შვილი - ლუდვიგ და ირაკლი ღაღანიძეების შეგირდებმა იყოჩაღეს: ლუკა ღაღანიძემ, რომელიც შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულია, ნახევარფინალში ქუთაისელი ავთანდილ ჭეიშვილი დაჯაბნა - 15:7. ასეთივე ანგარიშით საქართველოს ნაკრების წევრმა არჩილ უგულავამ (თბილისი) ბათუმელ ირაკლი ჭელიძეს აჯობა. ფინალში უგულავამ 15:11 გაიმარჯვა და ჩემპიონობაც მოიპოვა. გოგონებში მსგავს წარმატებას მიაღწია თბილისელმა თეონა გოგლიძემ (მწვრთნელი თეონა ნიშნიანიძე), რომელმაც ნახევარფინალში რუსთაველი მარიამ ცუხიშვილი დაამარცხა (15:4), ფინალში თანაქალაქელ ნუცა იაგორაშვილს (ამ უკანასკნელმა ანა მელიას სძლია - 15:8) დააყრევინა ფარ-ხმალი - 15:10.

"შეჯიბრება, რომელშიც თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, აჭარისა და ოზურგეთის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, საინტერესოდ წარიმართა, - გვითხრა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით სახვაძემ. - განსაკუთრებით, 15-წლიანმა მოფარიკავეებმა - მიქაძემ და მიქაელიანმა გაგვაკვირვეს უშეღავათო პაექრობებით. კარგი ახალგაზრდობა მოდის, რაც გვაიმედებს. 5-7 ოქტომბერს ერევანი რაპირასა და დაშნაში 1996 წელსა და უფრო გვიან დაბადებულთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

ჩვენგან სომხეთის დედაქალაქში იასპარეზებენ: ლუკა ღაღანიძე, გიორგი გელაშვილი, ლაშა გალუაშვილი, თეო გოგლიძე, მარიამ ცუხიშვილი, ანა მელია (ყველა - რაპირა), მიქაელ მიქაელიანი, ირაკლი ფანცხავა, ქრისტინე მიქაძე, მარია ზაკირჩენკო (ყველა - დაშნა). 19-21 ოქტომბერს კი თბილისი მეორედ უმასპინძლებს ხმალში 23-წლამდელთა მსოფლიოს თასის ეტაპს. მანამდე სახელოვანი იტალიელი სპეციალისტი, მსოფლიოს ჩემპიონატისა და გუნდურში ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორის, ლუიჯი ტარანტინოს პირადი მწვრთნელი მარკო სიესტო გვეწვევა. საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანადგომით, მომავალი წლიდან მასთან ხელშეკრულების გაფორმებას და მოხმალავეთა მთავარ მწვრთნელად დანიშვნას აპირებს და სიესტომაც მომავალ შეგირდთა თბილისის ტურნირზე დაზვერვა მოიწადინა...

კვარცხლბეკი

რაპირა

ქალები. 1. თეონა გოგლიძე, 2. ნუცა იაგორაშვილი, 3. ანა მელია (სამივე - თბილისი) და მარიამ ცუხიშვილი (რუსთავი).

ვაჟები. 1. არჩილ უგულავა, 2. ლუკა ღაღანიძე (ორივე - თბილისი), 3. ირაკლი ჭელიძე (ბათუმი) და ავთანდილ ჭეიშვილი (ქუთაისი).

დაშნა

ქალები. 1. ქრისტინე მიქაძე, 2. მარია ზაკირჩენკო, 3. თეონა ბენიძე (სამივე - ქუთაისი) და მარიამ ლომიძე (თბილისი).

ვაჟები. 1. მიქაელ მიქაელიანი (თბილისი), 2. დავით არველაძე, 3. ირაკლი ამბროლაძე (ორივე - ქუთაისი) და გიორგი ქაფიანიძე (რუსთავი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"