რუსმა მარია შარაპოვამ იუარა მოსკოვში "კრემლის თასზე" თამაში, რომელიც 16-24 ოქტომბერს გაიმართება. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის განცხადებით, მარიამ დაასრულა 2010 წლის სეზონი და მომავალ წლამდე არ აპირებს ოფიციალურ ტურნირებში თამაშს.

რუსმა მარია შარაპოვამ იუარა მოსკოვში "კრემლის თასზე" თამაში, რომელიც 16-24 ოქტომბერს გაიმართება. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის განცხადებით, მარიამ დაასრულა 2010 წლის სეზონი და მომავალ წლამდე არ აპირებს ოფიციალურ ტურნირებში თამაშს.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარიას პეკინის ტურნირზე განცდილი მარცხის გამო გაუტყდა გული მიმდინარე სეზონზე. მეორე წრეში თანამემამულე ელენა ვესნინასთან წაგების შემდეგ, მსოფლიოს 21-ე ჩოგანმა დაკარგა წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოსვლის შანსი. შარაპოვა უახლოეს კონკურენტებს - ვიქტორია აზარენკასა და ელენა იანკოვიჩს შესაბამისად 1000 და 1600 ქულით ჩამორჩება.

ვესნინასთან წაგებამ ხაზი გაუსვა მარიას სუსტ თამაშს დიდ ტურნირებზე - პრაქტიკულად ყველგან მან მეოთხედფინალამდე მისვლაც ვერ შეძლო. ერთადერთი გამონაკლისი გახდა ცინცინატი, სადაც შარაპოვა ფინალში გავიდა და იქ ურთულეს ბრძოლაში წააგო კიმ კლაისტერსთან.

შარაპოვამდე კრემლის თასზე გამოსვლა იუარეს რუსმა სვეტლანა კუზნეცოვამ და პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ. თუმცა მოსკოვში მაინც ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბება - სერენა უილიამსი, ელენა იანკოვიჩი, ვერა ზვონარევა და სხვები.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა