25 სექტემბერს კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა მსოფლიოს მესამე ჩოგანის პიროვნება

25 სექტემბერს კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა მსოფლიოს მესამე ჩოგანის - რაფაელ ნადალის პიროვნება. ესპანელი ჩოგბურთელის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები გავრცელდა.

რაფაელ ნადალი, რომელიც ივნისიდან მოყოლებული მუხლის ტრავმის გამო არ თამაშობს, შესაძლოა, სეზონის ბოლოს, დევისის თასის ფინალში ვიხილოთ. ეს შეხვედრა 16-18 ნოემბერს გაიმართება და ჩეხეთი ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

როგორც World Tennis იუწყება, 26 წლის ნადალმა, შესაძლოა, წყვილთა მატჩი ითამაშოს მარკ ლოპესთან ერთად. ამ დუეტს კარიერაში ოთხი ტიტული აქვს მოგებული.

მოგვიანებით კი ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ არ არის გამორიცხული, რაფაელ ნადალმა ვერ მოასწროს ავსტრალიის ღია პირველობისთვის აღდგენა, რომელიც მომავალი წლის იანვარში გაიმართება.

ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში საინტერესოა ნადალის ინტერვიუ, რომელიც მან სააგენტო “როიტერს” გუშინ მისცა.

“ახლა მაქსიმალურად მონდომებით ვმუშაობ. ექიმების ყველა დანიშნულებას ვასრულებ და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მომენტისთვის ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნორმალურადაა. ერთადერთი, შესაძლოა, ბევრი დრო დამჭირდეს სრულად აღსადგენად. უახლოესი რამდენიმე კვირა დავაკვირდებით აღდგენის ტემპებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პრიორიტეტია სრული გამოჯანმრთელება და არა კორტზე სწრაფად დაბრუნება. დავბრუნდები, როცა ვიგრძნობ, რომ ყველაფერი წესრიგშია. რამდენს დაიკავებს ეს საკითხი - ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. ეს შეიძლება იყოს ორი კვირა, ან სამი-ოთხი.

ფიზიკური დატვირთვის მხრივ, ჩოგბურთი ძალიან აგრესიული სპორტია. მუხლებს ძალიან დიდი დატვირთვა ადგება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰარდზე თამაშობ. სწრაფ კორტებზე გაცილებით აგრესიული თამაში მიდის და თუ ამასთან, ცდილობ საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენებას, შენი სხეული მაქსიმალურად დაძაბულია. პირადად მე, ამის გამო მუხლებთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნა; დანარჩენ ჩოგბურთელებს სხვა ტრავმები აწუხებთ.

რეალობა ისეთია, რომ 26 წლის ასაკში, პროფესიულ ჩოგბურთში 10-წლიანი კარიერის შემდეგ, შემიძლია ვიამაყო ძალიან სერიოზული მიღწევებით. მოხარული ვარ, რომ მუხლებმა მრავალი წლის განმავლობაში მაღალ დონეზე თამაშის საშუალება მომცეს. იმედია, როცა კორტზე დავბრუნდები, ისინი ისევ არ დამაღალატებენ”, - თქვა ნადალმა.

ესპანელმა ისიც აღიარა, რომ კორტზე დაბრუნების შემდეგ, მოტივაციის მხრივ, პრობლემა არ ექნება.

“იმედი მაქვს, რომ ისევ ვიბრძოლებ იმ დონეზე, როგორიც ბოლო წლებში და ამ სეზონის პირველ ნახევარში მქონდა. სწორედ ეს მინდა. ამ მიზნისთვის ვმუშაობ და ყოველდღე ვვარჯიშობ. მინდა ისევ მივიღო სიამოვნება ჩოგბურთისგან”, - აღიარა ესპანელმა.

ბოლოს რაფა შეეხო დევისის თასსა და ავსტრალიის ღიაზე სავარაუდო გამოსვლას: “თუ ყველაფერი კარგად წავა, ჯანმრთელი ვიქნები და კაპიტანი მატჩისთვის ამირჩევს, აუცილებლად ვითამაშებ. თუ შემადგენლობაში არ შემიყვანენ, უბრალოდ, მხარს დავუჭერ ბიჭებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ავსტრალიაში მიხილავთ. ამ ეტაპზე ეს არის ჩემი მთავარი მიზანი”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sandro
auuuuuuuuu ra magaria tavidan ewera ro nadali sheidzleba pensiaze gavideso magram ase ar moxda da magaria dzaaan neta rodis gamova nadali kortzee erti sulimaq rodis davinaxav nadals
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია