ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. VIII ტური.

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. VIII ტური.

არგენტინის ჩემპიონატის მერვე ტური რამდენიმე საინტერესო დაპირისპირებით და რაც ყველაზე მთავარია, ლიდერების შეცვლით აღინიშნა

არგენტინის ჩემპიონატის მერვე ტური რამდენიმე საინტერესო დაპირისპირებით და რაც ყველაზე მთავარია, ლიდერის შეცვლით აღინიშნა. “ნიუელს ოლდ ბოისმა” სტუმრად “კოლონს” სძლია და ვინაიდან თავისი მატჩი წააგო “ბოკამ”, ხერარდო მარტინოს გუნდი სათავეში ჩაუდგა “ტორნეო ინისიალს”...

რივერ პლეიტი უკვე გასავარდნ ზონაშია

ტური შაბათს დაიწყო და ყველაზე უხვგოლიანი მატჩიც სწორედ ამ დღეს გაიმართა. დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე “არხენტინოს ხუნიორსმა” “უნიონს” უმასპინძლა და ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა. სანტა ფეს გუნდი ამ ტურამდე ბოლო ადგილს იკავებდა და გარდა ამისა, “უნიონი” 3-წლიან სარელეგაციო ცხრილშიც გასავარდნ ზონაშია. მასპინძლებმა მატჩი რიხით დაიწყეს და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. ორივე გოლი მარკოს ფიგეროამ გაიტანა. ფიგეროა შარშან არგენტინის ჩემპიონატის მესამე დივიზიონში თამაშობდა და იქაც კი არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი იყო, თუმცა ამ ტურში მან ჰეთ თრიქის შესრულება შეძლო. 22 წლის ფორვარდმა მესამე გოლი 55-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 3:1 გახადა. მიუხედავად ამხელა უპირატესობისა, შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა აუტსაიდერისგან ორი გოლი გაუშვეს და საბოლოოდ მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

შაბათსვე კიდევ ერთი გაჭირვებულის, “ინდეპენდიენტეს” მატჩი გაიმართა. ამერიკო გალიეგოს შეგირდები “ოლ ბოისს” მასპინძლობდნენ და ვისთან უნდა მოეპოვებინათ პირველი გამარჯვება, თუ არა ამ გუნდთან, თუმცა არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მარცხსაც კი ძლივს გადაურჩა. “ოლ ბოისი” საუკეთესო ბომბარდირის, ივან ბორგელიოს გოლით დაწინაურდა, მაგრამ მატჩის 84-ე წუთზე მასპინძლები ერნესტო ფარიასმა იხსნა. “ინდეპენდიენტეს” უკვე 15 თამაშია, არ მოუგია (წინა სეზონის ჩათვლით). რა გასაკვირია, რომ ასეთი სტატისტიკის მქონდე გუნდი 3-წლიან ცხრილში ბოლო ადგილზეა. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ: თუ კოპა ლიბერტადორესის 7-გზის გამარჯვებული დროულად არ მოეგება გონს, ამ გუნდს ვერაფერი იხსნის.

სხვათა შორის, სარელეგაციო ცხრილის ქვედა ნაწილში ცვლილებებია: გასავარდნი ზონა დატოვა “სან მარტინმა”, რომელმაც 4:0 გაანადგურა “კილმესი”. როგორც იქნა, გოლი გაიტანა გასტონ კაპრარიმ - “სან მარტინის” საუკეთესო ფორვარდისთვის ამ ტურნირში ეს პირველი გოლი იყო.

სანხუანელთა ადგილი კი გასავარდნ ზონაში... “რივერ პლეიტმა” დაიკავა. მოგეხსენებათ, სარელეგაციო ცხრილში ბოლო 3 წლის განმავლობაში დაგროვებული ქულები ჯამდება და შემდეგ ჩატარებულ მატჩებზე იყოფა. იმის გამო, რომ “რივერი” დებიუტანტია, მისი საშუალო არითმეტიკული ქულის გამოსათვლელად მხოლოდ ამ სეზონის ქულები და ჩატარებული მატჩები ითვლება. რაც უფრო ნაკლებია ქულა (მატჩი), მით მეტი ფასი აქვს თითოეულ მათგანს. “რივერის” შედეგებზე მოგება ან წაგება გაცილებით მკვეთრად აისახება, ვიდრე, მაგალითად, იმავე “ინდეპენდიენტეს” საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.

ადრეც ვივარაუდეთ, რომ თუ “ლოს მილიონარიოსი” ზედიზედ რამოდენიმე მატჩს ჩააგდება, მატიას ალმეიდას გუნდი გასავარდნ ზონაში დაქვეითდებოდა. “რივერმა” სამ ფრეს ორი წაგება მოაყოლა და ახლა არგენტინის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მე-19 ადგილს იკავებს სარელეგაციო ცხრილში.

“რივერის” მორიგი მეტოქე “რასინგი” იყო, ანუ მონუმენტალზე “კლასიკო” გაიმართა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი “რასინგის” მცველმა, მატიას კააისმა გაიტანა. საბოლოოდ 0:1 და “აკადემიამ” (რასინგის მეტსახელია) “რივერი” 2009 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

მატჩის შემდეგ “რივერის” პრეზიდენტმა დანიელ პასარელამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს ის მატიას ალმეიდას დათხოვნას აპირებდეს. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ალმეიდა ჩემოდნებზე ზის და ყოველი მატჩი შეიძლება მისთვის უკანასკნელი გამოდგეს.

ბოკა უკვე მესამე ადგილზეა

“ბოკა ხუნიორსი” ამ ტურში “ლანუსს” სტუმრობდა და იოლი მატჩის მოლოდინში არ იყო. საბოლოოდ სტუმართა შიში გამართლდა და ხულიო სესარ ფალსიონის გუნდი დამარცხდა. გოლები მასპინძელთა მხრიდან ურუგვაის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარიო რეგეირომ და ცვლილებაზე შემოსულმა დიეგო ვალერიმ გაიტანეს. ზოგადად “ლანუსი” “ბოკასთვის” უხერხული მეტოქეა და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ამ მარცხის გამო ფალსიონის გუნდი სატურნირო ცხრილში უკვე მესამე ადგილზეა.

ამ ტურში მეორე კლასიკოც გაიმართა: “სან ლორენსო”-“ველეს სარსფილდი”. გუნდები რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში არიან. ვიგო მორტენსენის საყვარელი “სან ლორენსო” მძიმე მდგომარეობაშია და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, “ველესი” კი კარგად გამოიყურება და “ტორნეო ინისიალის” მოგების ერთ-ერთი კანდიდატია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლოგიკური იყო ის, რომ საბოლოოდ გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, ფაკუნდო ფერეირამ დუბლი შეასრულა და ამ ჩემპიონატში პირველი გოლები გაიტანა. მასპინძელთა მხრიდან თავი ინგლისმოვლილმა დენის სტრაკვალურსიმ გამოიჩინა, მაგრამ მისი გოლი საკმარისი არ გამოდგა.

ჩემპიონატის ახალი ლიდერი კი “ნიუელს ოლდ ბოისი” არის. ხერარდო მარტინოს გუნდი ამ ტურში სენსინი-ბატისტუტას “კოლონს” ხვდებოდა. რობერტო სენსინიც და გაბრიელ ბატისტუტაც “ნიუელსის” აღზრდილები არიან (ისევე, როგორც ლეო მესი), მაგრამ როგორც ჩანს, მათ ხეზე ცოცვა არ ასწავლეს, რადგან გამარჯვება ამ მატჩში სტუმრებს დარჩათ.

“ძველი ბიჭების მხრიდან გოლები იგნასიო სკოკომ (მე-6 გოლი სეზონში) და პარაგვაის ნაკრებში მარტინოს ყოფილმა შეგირდმა, მარტინ კასერესმა გაიტანეს. “ნიუელსი” ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია და მისი ეს სვლა, ალბათ, მომდევნო ტურშიც გაგრძელდება, რადგან ლიდერის მორიგი მეტოქე კრიზისში მყოფი “ტიგრე” არის.

არგენტინა. ტორნეო ინისიალი. VIII ტური.

ბელგრანო-გოდოი კრუსი 1:0

გოლი: კ. პერესი (72-პენ).

ატლ. რაფაელა-ტიგრე 3:0

გოლები: 1:0 კარინიანო (14-პენ), 2:0 ბოვალიო (76), 3:0 მაჩინი (87).

არხენტინოსი-უნიონი 3:3

გოლები: 1:0 მ. ფიგეროა (18), 2:0 მ. ფიგეროა (30), 2:1 დ. ხარა (52), 3:1 მ. ფიგეროა (55), 3:2 ბარისონე (83), 3:3 მანინი (90).

სან ლორენსო-ველესი 1:2

გოლები: 0:1 ფ. ფერეირა (14), 1:1 სტრაკვალურსი (26), 1:2 ფ. ფერეირა (65).

ინდეპენდიენტე-ოლ ბოისი 1:1

გოლები: 0:1 ბორგელიო (68), 1:1 ფარიასი (84).

რივერ პლეიტი-რასინგი 0:1

გოლი: 0:1 კააისი (70).

სან მარტინი-კილმესი 4:0

გოლები: 1:0 კაპრარი (8), 2:0 ოსორიო ბოტელიო (12), 3:0 ხ. ლუნა (43), 4:0 პენკო (80).

კოლონი-ნიუელსი 1:2

გოლები: 0:1 სკოკო (13), 0:2 მ. კასერესი (61), 1:2 მუგნი (72).

ლანუსი-ბოკა ხუნიორსი 2:0

გოლები: 1:0 მ. რეგეირო (33), 2:0 დ. ვალერი (88).

ესტუდიანტესი-არსენალი 2:1

გოლები: 0:1 კარბონერო (20), 1:1 ლისანდრო ლოპესი (23-საკ. კარში), 2:1 მარტინესი (64).

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ნიუელსი 8 5 3 0 10-4 18

2. ველესი 8 5 2 1 12-4 17

3. ბოკა 8 5 1 2 12-10 16

4. ბელგრანო 8 4 3 1 9-5 15

5. რასინგი 8 4 2 2 10-5 14

6. გოდოი კრუსი 8 4 1 3 8-7 13

7. ესტუდიანტესი 8 4 1 3 7-7 13

8. კოლონი 8 3 3 2 11-10 12

9. არხენტინოსი 8 3 3 2 10-12 12

10. ლანუსი 8 3 2 3 7-4 11

11. არსენალი 8 3 2 3 7-10 11

12. არტ. რაფაელა 8 2 4 2 8-7 10

13. კილმესი 8 2 4 2 8-9 10

14. რივერი 8 2 3 3 10-11 9

15. სან ლორენსო 8 2 3 3 6-7 9

16. ოლ ბოისი 8 1 4 3 10-12 7

17. სან მარტინი 8 2 0 6 10-12 6

18. ინდეპენდიენტე 8 0 4 4 4-10 4

19. ტიგრე 8 0 4 4 9-16 4

20. უნიონი 8 0 3 5 7-13 3

ბომბარდირები:

6 - სკოკო (ნიუელსი); 5 - ბორგელიო (ოლ ბოისი); 4 - დ. რამირესი (გოდოი კრუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა

"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა