ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ძიუდოისტები გაისად კიდევ უფრო ძლიერ გუნდს გვპირდებიან

ძიუდოისტები გაისად კიდევ უფრო ძლიერ გუნდს გვპირდებიან

ხორვატულ პორეჩში გამართულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა და ტალინში ჩატარებულ 15-16-წლიან სამბისტთა ევროპის ჩემპიონატს პრესკონფერენცია მიეძღვნა
25 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ერთბაშად ორ ტურნირს - ხორვატულ პორეჩში გამართულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა და ტალინში ჩატარებულ 15-16-წლიან სამბისტთა ევროპის ჩემპიონატს მიეძღვნა.

ჩვენები ორივე შეჯიბრებაში წარმატებით გამოვიდნენ - 7-7 მედალი მოიპოვეს. ძიუდოისტებმა 1 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ირგუნეს, სამბისტებმა - 5 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონი ლევან მატიაშვილი (+100) გახდა, ლერი ჭელიძე (55), ვაჟა მარგველაშვილი (60), ფრიდონ გიგანი (73) და ბექა ღვინიაშვილი (81) ვერცხლს დასჯერდნენ, ლევან გუგავა (73) და გურამ თუშიშვილი (100) კი მესამეზე გავიდნენ. სამბისტთა შორის ამ ასაკში კონტინენტის პირველობა პირველად ჩატარდა და ჩემპიონობა თორნიკე ნაგლიაშვილმა (46), ჯაბა ქურდიანმა (50), გიორგი მეტრეველმა (60), ირაკლი გოგიამ (78) და დავით ოზბეთელაშვილმა (84) მოიპოვეს, მიხეილ ახალაურმა (+84) ფინალი დათმო, ჯემალ ბუჩუნტელი (66) კი ბრინჯაოს დაეუფლა.

პრესკონფერენციას ძიუდოისტთაგან ნაკრების მწვრთნელი გიორგი გუგავა და ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე ესწრებოდნენ, რომელიც პორეჩში მსაჯად იყო მიწვეული. სამბოს კი ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ლიპარტელიანი და ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ემილ რაში წარმოადგენდნენ.

ვინაიდან ლიპარტელიანი სამბოსა და ძიუდოს საზიარო კადრია, პრესკონფერენციაც მან გახსნა, ორივე გუნდს წარმატება მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ეს კარგი თაობა, რაც ამ ტურნირებზეც დადასტურდა, 2016 წლის ოლიმპიადაზე თავის სიტყვას იტყვის. მისივე თქმით, სპორტსმენები ახლანდელი წარმატებისთვის დაწესებულ პრემიებს დაახლოებით ორ თვეში მიიღებენ.

ამ თაობის სახით მომავალი ოლიმპიური თუ სხვა სახის ბატალიებისთვის ეროვნულ გუნდებს კარგი ცვლა რომ ეზრდებათ, ნუცუბიძემაც დაადასტურა. ძიუდოს ახალგაზრდულ ნაკრებზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ ყველა წონაში თითქმის თანაბრად ძლიერად იყო დაკომპლექტებული.

ემილ რაშმა ხაზი გაუსვა, რომ მისი შეგირდების უმრავლესობა პირველად ჭიდაობდა უცხოეთში და ამის მიუხედავად, გუნდი სადებიუტო ტურნირში ფრიად კარგად გამოვიდა. ჩვენებმა გუნდური პირველობა ხომ მოიპოვეს, თურმე რუსებს იმდენი პირადი შეხვედრა მოუგეს, მეორე ადგილიც დააკარგვინეს, ბელორუსმა გაუსწრო.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით გუგავას გავესაუბრეთ.

- ცხადია, ნაკრების ასეთი გამოსვლით კმაყოფილი იქნებით...

- ევროპის ჩემპიონატზე 7 მედლის მოპოვება უბრალო საქმე არაა და ამით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკმაყოფილო ვარ ოთხი წაგებული ფინალით. ეს რომ არა, შედეგი ხარისხობრივად ბევრად უკეთესი იქნებოდა.

მლიანობაში, გუნდი დამაკმაყოფილებლად გამოიყურებოდა და ადრინდელი მინუსი, როცა ფიზიკური მომზადება აკლდათ და დაღლილობის გამო აგებდნენ, ამჯერად გამოსწორებულია და ამ მიზეზით არავის წაუგია. პირიქით - ბოლო წუთებში უფრო უმატებდნენ და ამით იგებდნენ. მათ ასეთი დავალება ჰქონდათ - პირველი 2 წუთი ტაქტიკაზე უნდა ეჭიდავათ, ბოლო 2 წუთში კი უნდა მოემატებინათ, რასაც უმეტესად ასრულებდნენ. შიში იმისა, რომ ვიღაც დაღლილობით წააგებდა, აღარ მქონდა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ შვიდი მედლის გარდა, კიდევ სამმა იჭიდავა ბრინჯაოსთვის. ერთი სიტყვით, გუნდის გამოსვლით კმაყოფილი ვარ.

- ალბათ, ერთადერთ ნაკლად 4 წაგებული ფინალი უნდა მივიჩნიოთ. ამას რითი ხსნით, რატომ დავთმეთ ამდენი ფინალი?

- ეს მართლაც მტკივნეული საკითხია, თითქოს დავითარსეთ. ფინალამდე სულ სხვა ჭიდაობა იყო, იქ კი - განსხვავებული. ფინალს სხვა ჭიდაობა უნდა და, ეტყობა, ბოლომდე მაინც ვერ განეწყვნენ, ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა მაინც იჩინა თავი.

გადაზრდილების თემაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. მაგალითად, რუსებს თვითონაც ეუხერხულებოდათ, იმდენად თვალშისაცემი იყო ეს ფაქტორი, თუმცა ჩვენები ასეთებთან უფრო მეტი აგრესიით ჭიდაობდნენ.

- ვის გამოარჩევთ თქვენი გუნდიდან?

- უპირველესად - მატიაშვილს, რომელიც ჩამოყალიბებული მოჭიდავეა. შეცდომა არ დაუშვია და გდება არ გაუშვია, ისე მოიგო პირველობა. ბიჭი მოსაგებად იყო ჩასული და მოიგო კიდეც. უკლებლივ ყველა შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა. შევალ და ვიჭიდავებო, ასე კი არ გადიოდა ტატამზე, არამედ წინასწარ ჰქონდა დასახული გეგმა, ვისთან როგორ მოქცეულიყო.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ღვინიაშვილი, რომელმაც წინა თვეებში ოპერაციები გაიკეთა და მისგან ამდენსაც არ ველოდი, მაგრამ კლდესავითაა, არაადამიანური ძალის პატრონია. სამწუხაროდ, დიდი ზეწოლა იყო მასზე, რაც კარგად გამოჩნდა თუნდაც რუს ხაიბულაევთან შეხვედრაში - მეტოქე შებოჭა, მაგრამ არ მისცეს, გდებები არ ჩაუთვალეს, თუმცა მაინც აჯობა. ფინალში წააგო ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისთან, მაგრამ არც ის მგონია სუფთა ასაკის - კაცია, რომ შეხედავ. მასთან შეხვედრაში ღვინიაშვილს თითები გაეჭედა, ვერ ხსნიდა.

73 კილოგრამზეც მინდა ვთქვა, სადაც ორივემ მედალი მოიპოვა. გიგანი ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ბიჭია. იმავეს ვიტყვი გუგავაზეც. ორივეს კარგი ნერვები აქვს და ისინი დიდ სპორტს იჭიდავებენ.

ჭელიძეს რაც შეეხება, ვფიქრობ, იმ ფინალის ბედი გადაწყვეტილი იყო და ბელგიელს უნდა მოეგო. თავიდან ეს გააფრთხილეს, მერე კი მიჰყვნენ და ორივეს მისცეს გაფრთხილებები.

- ეს რისი ბრალია?

- ვფიქრობ, იმხელა ძალა აქვს, ვერ აკონტროლებს. ალბათ, წონას იკლებს და ამის ბრალია.

- ანუ მოსალოდნელია ზედა წონაში მისი გადასვლა?

- ვფიქრობ, უნდა იფიქროს ამაზე.

- თქვენ შარშან და შარშანწინაც კარგი გუნდი გყავდათ. ახლანდელი მათ რომ შეადაროთ, რომელია უფრო ნიჭიერი?

- ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ახლანდელი გუნდის უმეტესობა 1995-წლიანია და მათ ამ ნაკრებში ორი წელიწადი კიდევ უწევთ ჭიდაობა. ძალიან პერსპექტიული თაობაა. შარშანდელს თუ შევადარებთ, მაშინ აწ უკვე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გვყავდა. ახლანდელიდან რამდენიმე მაშინაც ჭიდაობდა, მაგრამ წლევანდელი უფრო უკეთესი მგონია. თუმცა გაისად ეს გუნდი კიდევ უფრო ძლიერი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] სრული დომინაციით! საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია

[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] ლუკა მაისურაძე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა

[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...

ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა

"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ

18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე

[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...

თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა

"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო

"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო

[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?

ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა

[VIDEO] უიმედოდ, უგერგილოდ - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან განადგურდა

საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება

ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო

გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია

"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია

[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო

დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება

[VIDEO] მბაპემ უკრაინასთან ეს გააკეთა - კილიანი ცუდ საქციელშია ეჭვმიტანილი

ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს