ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილი ზაქათალის "სიმურგი", ბევრისთვის მოულოდნელად, აზერბაიჯანის ჩემპიონატს ლიდერობს
აზერბაიჯანის ჩემპიონატში ექვსი ტურის შემდეგ ზაქათალის "სიმურგი" ლიდერობს. ჩვენთვის ეს ფაქტი იმით არის საინტერესო, რომ "სიმურგს" გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, თბილისის "ამერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდმა ორჯერ მოიგო საქართველოს თასი.

ჩიხრაძე აზერბაიჯანში რომ წავიდა სამუშაოდ, ჯერ კახა ცხადაძის თანაშემწე იყო ბაქოს "ინტერში", წინა სეზონის ბოლოს კი "სიმურგი" ჩაიბარა.

ზაქათალელების მთავარი ამოცანა აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო და ჩიხრაძის გუნდმა მიზანი აისრულა.

ახლა კი "სიმურგი" ლიდერია.

ჩიხრაძეს აზერბაიჯანში ტელეფონით დავუკავშირდით...

- "სიმურგის" ლიდერობას უმეტესობა, ალბათ, არ ელოდა აზერბაიჯანში. თქვენი გუნდი ახლა პირველ ადგილზე რომ არის, ამას სენსაცია არ შეიძლება რომ ეწოდოს?

- რა გითხრათ, საერთოდ, ცხოვრებაში სენსაციების არ მჯერა. წინა სეზონის შემდეგ ახალი გუნდის შექმნა დავიწყეთ, მოვიყვანეთ ახალი ფეხბურთელები. მწვრთნელებმა, კლუბის ხელმძღვანელობამ, მოთამაშეებმა - ყველამ დიდი შრომა გავწიეთ, ახალი სეზონისთვის სერიოზულად მოვემზადეთ.

რა თქმა უნდა, "სიმურგის" ასეთ შედეგს ბევრი არ ელოდა, რადგან აზერბაიჯანში ბევრია უფრო ტრადიციული კლუბი.

- სიტყვა "სენსაცია" უფრო, ალბათ, იმან მოიტანა, რომ "სიმურგის" ბიუჯეტი განსხვავდება "ხაზარის", "ბაკის", "ნეფთჩის", "გაბალას" თუ "ყარაბახის" ბიუჯეტისგან...

- ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, არის სხვაობა, მაგრამ ამ სეზონში "სიმურგის" კარგი სტარტი დახარჯული ენერგიის შედეგია.

- ენერგია და შრომა ერთია, შესაძლებლობები კი მეორე. როგორ ფიქრობთ, ამ პოზიციის შენარჩუნება რამდენად რეალურია "სიმურგისთვის?

- ეს ძალიან ძნელი იქნება. რაც უფრო წინ მიდიხარ, მით უფრო რთულია პოზიციების შენარჩუნება. ფინანსური შესაძლებლობებითა და კარგი ფეხბურთელების რაოდენობით სხვა გუნდები ჩვენზე წინ არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცის გვეშინია.

- მსაჯობის თემა რამდენად აქტუალურია აზერბაიჯანში? რამდენად არის დამოკიდებული სატურნირო ცხრილი ამ საკითხზე?

- მაშინაც, როცა საქართველოში ვმუშაობდი, მსაჯობაზე ლაპარაკს ვერიდებოდი. შესაძლოა, ამ მხრივ იყოს პრობლემები, მაგრამ მსაჯობა გადამწყვეტი მნიშვნელობის ვერ იქნება.

როცა ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევა, მაშინ უფრო კარგად გამოჩნდება ყველაფერი. ბაქოს "ინტერში" რომ ვმუშაობდი, მაშინ გამოვცადეთ საკუთარ თავზე ეს პრობლემა...

- სატელიტი გუნდები და ასეთნაირად მიღწეული შედეგი - როგორც ვიცით, აზერბაიჯანული ფეხბურთიც აღმოჩნდა ამ პრობლემის წინაშე. ახლა რა ვითარებაა ამ მხრივ?

- აზერბაიჯანში ფეხბურთი ვითარდება და ყველა საკითხის მხრივ შეინიშნება წინსვლა. ინფრასტრუქტურა, კარგი კვალიფიკაციის ლეგიონერები - ბევრი რამე კეთდება. რაც შეეხება კონკრეტულად სატელიტი გუნდების თემას, ამ მხრივ ახლა გაცილებით ნაკლებია პრობლემები.

- "სიმურგი" სეზონის წინ მნიშვნელოვნად გაძლიერდა და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონატი რიხით დაიწყო, რამდენად მოსალოდნელია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ხელახალი გაძლიერება ლეგიონერებით?

- ზამთრამდე ჯერ კიდევ დროა. ახალი წლის შემდეგ ოთხი ტურიღა იქნება დარჩენილი ექვსეულის თამაშებამდე. რეალურად რისი შანსი გვექნება, ამისდა მიხედვით ვიმოქმედებთ.

- "სიმურგში" არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ თამაშობს და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თუ იგეგმება რომელიმე ჩვენებური ფეხბურთელის ტრანსფერი?

- ქართველი ფეხბურთელის დამატება ამ სეზონის წინ გვინდოდა, თუმცა ფინანსური საკითხის გამო ეს ვერ მოხერხდა, ფეხბურთელი კლუბისგან იყო გამოსასყიდი...

- სად უფრო ძნელი გამოდგა მწვრთნელობა - საქართველოში თუ აზერბაიჯანში?

- მწვრთნელობა ყველგან რთული და საინტერესო პროფესიაა. ასეა აზერბაიჯანშიც, სადაც ახალი გამოცდილება მივიღე. თბილისის "ამერში" რომ ვმუშაობდი, მართლაც კარგი კოლექტივი ვიყავით, ყველამ თავისი საქმე იცოდა.

კითხვაზე კი ასე გიპასუხებთ - ყველგან მაქსიმალისტი ვარ, საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჩიხრაძე: ფეხბურთში წვრილმანი არ არსებობს

რატომ ვერ იწვევს გიორგი ჩიხრაძე ზაქათალას "სიმურგში" ქართველებს

fun
ამერის კარგი კოლექტივის რა მოგახსენოთ
ani
როგორც მახსოვს ამერი საკმაოდ წარმატებული გუნდი იყო, რამ გამოიწვია გუნდის დაშლა და ნიჭიერი მწვრთნელის უცხოეთში გამგზავრება. ქვეყნის ინტერსებშია მსგავს ნიჭიერ ადამიანებს ასპარეზი საქართველოში მივცეთ. აქ აშკარად მწვრთელების დეფიციტია. თუმვა ქვეყანაში განვითAრებული მოვლენების შემდეგ არაფერი აღარ მიკვირს, აშკარაა ნიჭიერ და პატიოსან ხალხს სადისტები და ავადმყოფები გასაქანს არ აძლევენ
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა