"კობჰემის" ბაზაზე გასახდელიდან მავანმა ბოროტმოქმედმა ფეხბურთელებს 6 საფულე, 9 მობილური ტელეფონი და ამდენივე საათი მოპარა
"ჩელსიმ" პოლიციას საგანგებო განცხადებით მიმართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ "კობჰემის" ბაზაზე გასახდელიდან მავანმა ბოროტმოქმედმა ფეხბურთელებს 6 საფულე, 9 მობილური ტელეფონი და ამდენივე საათი მოპარა.

ვის ეკუთვნოდა ეს ნივთები, კლუბიც და პოლიციელებიც ამაზე ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებენ.

ეს ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც "ჩელსის" ვარსკვლავებმა ვარჯიშის დასრულების შემდეგ თავიანთი ნივთები ადგილზე ვერ აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ წელს ლონდონელთა ბაზაზე ეს პირველი ინციდენტი არ არის. ქურდობის ფაქტი აკადემიის ფეხბურთელთა გასახდელში უკვე რამდენჯერმე მოხდა.

ამას გარდა, რამდენიმე თვის წინ კლუბის უსაფრთხოების სამსახურმა ბაზა მთლიანად დაცალა მას შემდეგ, რაც სამხედრო დანიშნულების საკვამლე კოჭა აალდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ნივთი ბაზაზე ჯეიკობ მელისმა შეიტანა. კლუბმა ფეხბურთელს კონტრაქტი იმავე დღეს გაუწყვიტა.

ამასთან შედარებით იმის გახსენება, რომ ბაზის თანამშრომლებმა არასანქცირებული ფოტოსესიისას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი დააზიანეს, ცოტა არასერიოზულადაც კი ჟღერს.

წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყო. კლუბმა პოლიციას უკვე გადასცა სათვალთვალო კამერების ჩანაწერი.

"ჩელსის" წარმომადგენელთა მტკიცებით, ქურდი მარტო მოქმედებდა და ის არ უნდა იყოს კლუბის თანამშრომელი.

თუკი ეს ასეა, ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხა მან ბაზის ტერიტორიაზე შეღწევა. გამომძიებელთა განმარტებით, ეჭვმიტანილი მათ ჯერ არ ჰყავთ და შესაბამისად, პრესის ვარაუდები მხოლოდ და მხოლოდ მათი წინასწარი დასკვნებია და მეტი არაფერი.

ტერი სათამაშოდ მზადაა

"გარდიანის" ცნობით, "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი შაბათს "არსენალთან" ლონდონურ დერბიში სათამაშოდ მზად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ კვირაში საფეხბურთო ასოციაციაში ანტონ ფერდინანდთან დაკავშირებული რასისტული სკანდალის გამო სპეციალურ კომისიასთან გასაუბრება ელის.

შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ვარჯიში ვერც მოახერხოს. თუკი დამოუკიდებელი ექსპერტები სამოქალაქო სასამართლოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ლონდონელთა ერთ-ერთ ლიდერს, მინიმუმ, ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის.

ტერი და მისი ადვოკატები ფეხბურთელის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას აუცილებლად გაასაჩივრებენ. ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქმეს წერტილი, ყველაზე გვიან, მომდევნო კვირის დასაწყისში დაესმება.

"ჯონთან მუდმივი კონტაქტი გვექნება. მწვრთნელები, ფიზმომზადების სპეციალისტები და ექიმები მის მდგომარეობას გულდასმით შეისწავლიან "არსენალთან" შეხვედრამდე. ითამაშებს თუ არა, მხოლოდ მათ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული. იმედი მაქვს, ყველაფრის მიუხედავად, კაპიტანი დერბის ოპტიმალურ კონდიციებში შეხვდება," – განუცხადა BBC-ის "ლურჯების" მწვრთნელმა ედი ნიუტონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად