ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა
WTA-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ოთხი კვირაა დარჩენილი და სულ უფრო იძაბება ბრძოლა "საჩემპიონო რბოლის" რეიტინგში. ამ კლასიფიკაციის რვა საუკეთესო წარმომადგენელი ოქტომბრის ბოლოს წლის შემაჯამებელ ტურნირში ითამაშებს.

ამ მომენტისთვის ოთხი ვაკანსიაა დარჩენილი, თუმცა პეტრა კვიტოვას, ანჟელიკ კერბერისა და სარა ერანის პოზიციებს რეალური საფრთხე არ ემუქრება. ყველაზე მეტად მერვე ადგილზე მყოფ ნა ლის უჭირს. მისი დაწევის რეალური შანსი აქვთ - სამანტა სტოსურს, მარიონ ბარტოლისა და კაროლინ ვოზნიაცკის.

ამ მხრივ, ძალიან საინტერესო იყო ნა ლისა და ვოზნიაცკის მერვედფინალი, რომელიც ცენტრალურ კორტზე გაიმართა. შეხვედრა არათანაბარი, გრძელი და შეცდომებით დახუნძლული აღმოჩნდა. იყო ბრძოლა უკანა ხაზზე, სადაც ლი უფრო აქტიური ჩანდა. ამან მას უფრო მეტი "ვინერსი" მოუტანა, თუმცა შეცდომაც მეტი დაუგროვდა - ჯამში 76 ქულა აჩუქა მეტოქეს.

გადამწყვეტ სეტში ბრეიკით ჩინელი დაწინაურდა, შემდეგ ორჯერ წინ კაროლინი გავიდა. ლის შეეძლო ანგარიშის გათანაბრება - მას ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა იმ დროს, როცა მეტოქე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ვოზნიაცკიმ გმირულად შეინარჩუნა უპირატესობა - 4:6, 6:3, 6:4.

თუ დანიელს სურს წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრა, აუცილებლად უნდა განავრცოს ტოკიოში ეს წარმატება. 27 სექტემბერს მეოთხედფინალში მისი მეტოქე ტურნირის მოქმედი ჩემპიონი აგნიეშკა რადვანსკა იქნება, რომელმაც ორ სეტში დაამარცხა ამერიკელი ჯეიმი ჰემპტონი. რაც შეეხება აგნიეშკას უმცროს დას - ურსულას, ის ორი წარმატებული რაუნდის შემდეგ გერმანელ ანჟელიკ კერბერთან 47 წუთში განადგურდა.

მერვედფინალურ ეტაპზე შედგა კიდევ ორი შეხვედრა, რომელშიც "ჩემპიონთა რბოლის" სხვა კონკურენტები უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. დღის პროგრამას ხსნიდნენ მარიონ ბარტოლი და სარა ერანი.

მათ შორის ქულათა სხვაობა დაახლოებით ათასხუთასს შეადგენდა იტალიელის სასარგებლოდ. ასე რომ, ფრანგს აუცილებლად მოგება სჭირდებოდა. თამაში ოდნავ უკეთ ბარტოლიმ დაიწყო, მეორე სეტში კი ერანი იყო მოწოდების სიმაღლეზე. ამასთან, ორივემ ბევრი ბრეიკი გააკეთა. გადამწყვეტ პარტიაში იტალიელმა დაალაგა თამაში თავის მოწოდებაზე და ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა ბარტოლის, თავად კი ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება - 3:6, 6:2, 6:2.

შემდეგ კორტზე გავიდნენ სამანტა სტოსური და დომინიკა ციბულკოვა. ისინი მეცხრე და მე-12 ადგილებს იკავებენ "საჩემპიონო რბოლაში". ციბულკოვასთვის სტამბულში გამგზავრება ძალიან რთული იქნება, მაგრამ მას შეეძლო ავსტრალიელისთვის საქმის გაფუჭება. სამანტას წინა დღეს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ფრანჩესკა სკიავონესთან მატჩში. ამჯერადაც ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ მაინც ორ სეტში მოიგო - 6:4, 7:5.

სეზონის ბოლოს კიდევ ერთი ინტრიგა რეიტინგის პირველი ადგილისთვის ბრძოლაა. მარია შარაპოვას ჯერ კიდევ შეუძლია ვიქტორია აზარენკას დაწევა. 26 სექტემბერს ორივემ ჩაატარა მერვედფინალური მატჩები.

შარაპოვამ წინა დღეს სამსაათიანი მატჩი გადაიტანა ჰიზერ უოტსონის წინააღმდეგ. მისი გუშინდელი მეტოქე ლუსი საფაროვა კი ისვენებდა. თანაც, ამ ჩოგბურთელთა ერთადერთი შეხვედრა ჩეხს ჰქონდა მოგებული.

პირველ სეტში საფაროვამ ძალიან უხარისხო ჩოგბურთი აჩვენა. შარაპოვას ყოველ შეცდომას ის ორით პასუხობდა. განსაკუთრებით ცუდად საკუთარ მოწოდებაზე თამაშობდა და საწყის პარტიაში ვერც ერთი თავისი გეიმი ვერ აიღო. მართალია, ლუსიმ ბოლოს ხუთი სეტბოლის მოგერიება შეძლო, მაგრამ მეექვსე ცდაზე რუსმა წერტილი დაუსვა სეტს - 6:2.

შარაპოვამ მეორე სეტში გააგრძელა წარმატებული თამაში და მისი ექვსგეიმიანი მოგებათა სერია 3:0-ზე შეწყდა. მარია ოდნავ მოდუნდა და საფაროვამ თამაშში გარდატეხა შეიტანა. ამან ის გამოიწვია, რომ ჩეხი წინ გავიდა და სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. და მაინც, მან ვერ გაუძლო დაძაბულობას და შარაპოვას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც რუსი ორი მინი-ბრეიკით დაწინაურდა და საფაროვამ ორჯერ გაათანაბრა ანგარიში. მარია მაინც მივიდა ორმაგ მატჩბოლამდე. ერთი ჩეხმა ეისით მოიგერია, მაგრამ მეორეზე თავად მარიამ ჩააწოდა ეისი - 6:2, 7:6.

შარაპოვას წინ აქვს მატჩი სამანტა სტოსურთან, რომელსაც აქამდე 11-ჯერ შეხვდა და 10-ჯერ გაიმარჯვა.

აზარენკა შარაპოვაზე იოლად მიიწევს წინ. ორი დღის წინ მან მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო ტამირა პაჩეკს, 26 სექტემბერს კი ორი სეტი იკმარა რობერტა ვინჩის დასამარცხებლად. ანგარიშის მიხედვით, ყველაფერი მარტივად მოჩანდა - 6:4, 6:2, მაგრამ მატჩი ასე იოლი არ ყოფილა. პირველი პარტიის შუაში რობერტამ ინიციატივა მოიპოვა და აზარენკას მხოლოდ სამედიცინო ტაიმ-აუტმა უშველა. ამ პაუზის შემდეგ ბელორუსმა ზედიზედ შვიდი გეიმი მოიგო და მატჩის ბედის გადაწყვეტილი იყო.

Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი
1/8-ფინალი

სარა ერანი (იტა, 6)-მარიონ ბარტოლი (საფ, 9) 3:6, 6:2, 6:2; ნადეჟდა პეტროვა (რუს, 17)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 7:6(2), 6:7(1), 6:4; სამანტა სტოსური (ავსტრა, 8)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 12) 6:4, 7:5; ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:1, 6:1; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 16) 6:2, 7:6(5); აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:4, 6:3; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10)-ნა ლი (ჩინ, 7) 4:6, 6:3, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-რობერტა ვინჩი (იტა, 14) 6:4, 6:2.

1/4-ფინალი

აზარენკა (1)-კერბერი (5), შარაპოვა (2)-სტოსური (8), პეტროვა (17)-ერანი (6), ა. რადვანსკა (3)-ვოზნიაცკი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ბასილაშვილმა სონეგო დაამარცხა და ჰალეს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს