საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VII ტური
მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე, მატჩის ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი მოხდა. კარიდან დაახლოებით 30 მეტრში გიგა ბეჭვაიამ მიიღო ბურთი, ერთი მოძრაობით გაისწორა ფეხზე და უძლიერესი დარტყმით იან ჰოსმანის კარის "ცხრიანში" შეაგდო!

თვითონ შეხვედრა, სანახაობის თვალსაზრისით, მაინცდამაინც დიდი ვერაფერი გამოდგა, თუმცა იგი სწორედ გოლებმა გაალამაზეს. საწყისი 10 წუთი ისე მიილია, არც ერთ გუნდს კარისკენ არ დაურტყამს.

პირველად გეწაძემ შეაწუხა სკენდერი, მაგრამ მისი დარტყმული გორელთა ხორვატი კარის დარაჯის იოლი ლუკმა გამოდგა. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი იყო (ამაზე მატჩის შემდეგ კობა ჟორჟიკაშვილმაც ისაუბრა), როცა სტუმართა მიერ დარტყმული ბურთი კარის ჩარჩოში წავიდა.

გიორგი დარასელიას შეგირდთათვის ბურთის კონტროლი დაევალებინა და ისინიც განსაკუთრებით პირველ ტაიმში ცდილობდნენ ამგვარად ეთამაშათ. ტაიმის შუაში კი "დილას" შუახაზელებმა კარგად "დაიჭირეს" ბურთი და მოედნის ცენტრსა თუ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მართლაც ლამაზად შეუდგნენ მის გათამაშებას.

მოედანზე თამაშის კონტროლი შესვენებამდე "დილას" კარგად გამოსდიოდა, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ გორელებს; მეტიც: ანგარიში ისე გაიხსნა, რომ მანამდე ასეთი ეპიზოდი არც კი მოგვენიშნა რუსთაველების კართან.

გოლი კი დავით კვირკველიამ შორეული საჯარიმო დარტყმით შეაგდო - 1:0. ვფიქრობ, რომ ასეთ დროს სტუმართა მეკარეს უფრო უკეთ რეაგირება მართებდა დარტყმულზე.

იქვე, სტადიონიდან 50 მეტრში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ელოდებოდნენ იუსტიციის სახლის გახსნაზე. იგი ზუსტად იმ დროს მივიდა შენობასთან, გორელები კვირკველიას გოლს რომ ზეიმობდნენ და პრეზიდენტის ესკორტმაც სტადიონისკენ გადმოუხვია.

ბატონი სააკაშვილი დაახლოებით 15 წუთით ტრიბუნებზეც გაჩერდა "დილას" ფანების სიახლოვეს და მალევე დატოვა ტრიბუნა.

ამასობაში "მეტალურგის" ფეხბურთელები უქმად არ მდგარან. დიმიტრი ტატანაშვილი ცდილობდა პრობლემები შეექმნა მეურვეთათვის და არაერთხელ გამოსდიოდა კიდეც. აღსანიშნავია, რომ ბურთის მოსაპოვებლად იგი ხშირად ჩადიოდა უკან, თუმცა მოპოვებულით ხიფათის შექმნას, ძირითადად, ინდივიდუალურად ცდილობდა.

რამდენჯერმე დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა სახიფათოდ დარტყმაც მოახერხა, მაგრამ თანაგუნდელთა დარად, სიზუსტემ ამ დღეს მასაც უმტყუნა.

რუსთაველთაგან აღსანიშნავი რევაზ გეწაძის აქტიურობა გახლდათ მარცხენა ფლანგზე. 30-ე წუთზე მის გარღვევას და საჯარიმოში ჩაწოდებას ტატანაშვილი რომ რიგიანად გამოხმაურებოდა (ბურთის მიღებისას წაიქცა), ვფიქრობთ, სკენდერს გაუჭირდებოდა გუნდის გადარჩენა.

შესვენების შემდეგ "დილამ" უფრო პრაგმატულად გარჯას მიჰყო ხელი. გორელებმა თამაშის სათავეები ერთგვარად დათმეს და შეეცადნენ, მეტოქის შეცდომებით მაქსიმალურად ეხეირათ.

47-ე წუთზე თავდამსხმელის პოზიციაზე გასული არზიანის დევნაში ჰოსმანი წაიქცა და გურულს სულ მცირედი დააკლდა ანგარიშის გასაზრდელად.

ორ წუთში შეცვლაზე შემოსული სიხარულიძე ფლანგურ ჩაწოდებას თავურით გამოეხმაურა, მაგრამ მცირედ ააცილა კარს.

მე-60 წუთზე ირაკლი მოდებაძემ მოედნის ცენტრიდან მისივე წამოწყებული კომბინაცია გოლად აქცია - 2:0. მას ცოტა ხანში კიდევ ერთხელ შეეძლო ეხეირა, თუმცა ძალიან კარგ სიტუაციაში მყოფმა თავი ვერ დაუხვედრა ჩამოწოდებულს.

მეორე ტაიმის შუაწელში "მეტალურგს" ორჯერ სახიფათო სტანდარტულის დარტყმის საშუალება მიეცა, მაგრამ ისინი ისევ არაზუსტად შესრულდა.

ბოლოს ბედს შეგუებული, მაგრამ პრესტიჟის გოლის გატანაზე მზრუნავი რუსთაველები ბეჭვაიამ როგორც "დაამშვიდა", ზემოთ მოგახსენეთ.

გიორგი დარასელიას შესანიშნავი დებიუტი აქვს - ჩემპიონატის სამი ფავორიტი ("დინამო", "ზესტაფონი", "მეტალურგი") დაამარცხა, თან ისე, რომ ბურთი არ გაუშვიათ გორელებს!

მატჩის შემდეგ:

კობა ჟორჟიკაშვილი ("მეტალურგი"): "დილას" ზედიზედ ორი ისეთი შეხვედრა ჰქონდა მოგებული, რომ შესაშურ განწყობაზე ხვდებოდნენ ჩვენთან მატჩს.

ჩვენ ორი ფეხბურთელი (მიქაბერიძე, მაისურაძე) გვაკლდა, რამაც შეტევით პოტენციალზე ცუდი ზეგავლენა იქონია.

პირველ ტაიმში მოწინააღმდეგე აკონტროლებდა ბურთს, მეორეში კი ჩვენ გამოვიჩინეთ თავი, მაგრამ სამწუხაროდ, მასპინძელთაგან განსხვავებით, კარისკენ დარტყმისას სიზუსტე ძალიან გვაკლდა".

გიორგი დარასელია ("დილა"): "არც ერთი მატჩი ერთმანეთს არ ჰგავს და დღეს კიდევ ერთი განსხვავებული თამაში ვითამაშეთ. ახლა კიდევ სხვაგვარი პოტენციალი დავინახე ჩემი ფეხბურთელებისა.

მიყვარს ფეხბურთის შემტევი სტილი და ვცდილობ, ჩემმა გუნდმაც ლამაზად ითამაშოს. ბურთის კონტროლი პირველ ტაიმში კარგად გამოგვდიოდა, მთელი შეხვედრის განმავლობაში კი საგოლე მომენტები მეტოქეზე მეტი შევქმენით და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ.

ბეჭვაიას გოლზე კი რა უნდა ვთქვა - უბრალოდ, ულამაზესი იყო".

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VII ტური

26. 09. გორი. თ. ბურჯანაძე. 3000 მაყურებელი

დილა-მეტალურგი 3:0

გოლი: 1:0 კვირკველია (21), 2:0 მოდებაძე (60), 3:0 ბეჭვაია (86)

დილა მეტალურგი

4-2-3-1 4-5-1

სკენდერი ჰოსმანი

შაშიაშვილი ჯაფარიძე

გ. ონიანი გავაშელიშვილი

თომაშვილი მახვილაძე

კვირკველია სუხიაშვილი

ბეჭვაია დობროვოლსკი

გოგუა რაზმაძე

კახელიშვილი თექთურმანიძე

არზიანი განუგრავა

ს. გურული გეწაძე

მოდებაძე ტატანაშვილი

მწვრთნელები:

გ. დარასელია კ. ჟორჟიკაშვილი

დილა

62. კახელიშვილი - კლიმიაშვილი

65. არზიანი - ხოჯავა

84. მოდებაძე - ახალკაცი

სათადარიგოები: შეყრილაძე, გორელიშვილი, ჯიშკარიანი, კაშია

მეტალურგი

46. განუგრავა - სიხარულიძე

69. დობროვოლსკი - ქავთარაძე

69. თექთურმანიძე - ლობჯანიძე

სათადარიგოები: ბათიაშვილი, გურეშიძე, ინწკირველი, ჯანელიძე

გაფრთხილება: მახვილაძე (44),

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე