ქართველი ფორვარდის "სიენამ" სერია A-ს პირველ მატჩში "ბრინდისის" უმასპინძლა და იოლი გამარჯვება მიითვალა - 92:65
ვიქტორ სანიკიძემ იტალიის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნა. მისმა გუნდმა "სიენამ" "ბრინდისის" უმასპინძლა და იოლი გამარჯვება მიითვალა - 92:65.

სიენელებს მეტოქე პირველ ტაიმში გაუძალიანდათ. დიდი შესვენებისთვის სანიკიძის გუნდი მხოლოდ 1 ქულას იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში სრულ უპირატესობას დაეუფლა და მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა.

გამარჯვებაში თავისი წვლილი სანიკიძემაც დაიდო. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა (27 წუთზე მეტი სიენელთაგან არავის უთამაშია).

სანიკიძემ საბოლოოდ სიენელებს 9 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ვიქტორმა 3-ივე ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

სარგებლიანობის კოეფიციენტის (16) მიხედვით, ქართველი კალათბურთელი "მონტეპასკიში" მე-3 გახლდათ და მხოლოდ ბენჯამინ ეზეს (12 ქულა, 11 მოხსნა) და დევიდ მოსს (15 ქულა, 4 პასი, 3 ჩაჭრა, 3 მოხსნა) ჩამორჩა.

გამოსარჩევია ბობი ბრაუნის ასპარეზობაც (18 ქულა).

სერია A-ში მომდევნო მატჩს "სიენა" 30 სექტემბერს სტუმრად, "რეჯიო ემილიას" წინააღმდეგ გამართავს.

www.gbf.ge

ასევე იხილეთ:

იტალიის სუპერთასი ქართული სცენარით - მარკოიშვილმა სანიკიძეს აჯობა [VIDEO]

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა