ფრანკფურტის „აინტრახტის“ სენსაციური სვლის (4 მოგება, 1 ფრე, მეორე ადგილი) ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 21 წლის უნიჭიერესი საყრდენი ნახევარმცველი სებასტიან როდეა
ფრანკფურტის „აინტრახტის“ სენსაციური სვლის (4 მოგება, 1 ფრე, მეორე ადგილი) ერთ-ერთი მთავარი მიზეზი 21 წლის უნიჭიერესი საყრდენი ნახევარმცველი სებასტიან როდეა, რომელმაც ბუნდესლიგის პირველ ტურებში მთელი საფეხბურთო გერმანიის ყურადღება მიიპყრო.

შესაბამისია მიუნხენის „ბაიერნის“ რეაქციაც: ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, რეკორდმაისტერი ამ ფეხბურთელით სერიოზულად დაინტერესდა.

ცნობა „ბაიერნის“ სებასტიან როდეთი დაინტერესების შესახებ 27 სექტემბერს „მიუნხენერ თაგესცაითუნგმა“ საიდუმლო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. მართალია, ბავარიელებმა ზაფხულში ხავი მარტინესის სახით უძვირფასესი საყრდენი ნახევარმცველი გადაიბირეს და ამ ტრანსფერის შემდეგ რეკორდმაისტერის შუა ხაზში უდიდესი კონკურენციაა, მაგრამ გამოჩნდა ახალგაზრდა გერმანელი, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს და არცაა გასაკვირი, „ბაიერნს“ ამ შანსის ხელიდან გაშვება რომ არ უნდა.

გასაკვირი არც ისაა, რომ გაიგეს რა „ბაიერნის“ დაინტერესების შესახებ, „აინტრახტის“ ხელმძღვანელებმა როდესთან კონტრაქტის ნაადრევად გაგრძელება მოისურვეს. გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრს ფრანკფურტულ კლუბთან ხელშეკრულება 2014 წლამდე აკავშირებს. თუმცა იდეა პირველივე დღეს ჩიხში შევიდა - სებამ ამ ეტაპზე მოლაპარაკებების წამოწყება იუარა.

„როდემ გვითხრა, რომ ახლა არ სურს ახალ კონტრაქტზე ლაპარაკი, რადგან ეს ფაზა მის კარიერაში უმნიშვნელოვანესია და უნდა, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იყოს კონცენტრირებული. ჩვენთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია,“ - აცხადებს „აინტრახტის“ სპორტული დირექტორი ბრუნო ჰიუბნერი გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

მიუხედავად ამისა, ჰიუბნერი 21 წლის ტალანტის ნაადრევ ტრანსფერს გამორიცხავს - როდეს ჩვენთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ფაქტია, რომ ამ ორ წელიწადში მის გაშვებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და არანაირ კომპრომისზე წასვლას არ ვაპირებთო.

თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ფულის შეთავაზების შემთხვევაში „აინტრახტი“ უპრობლემოდ დანებდება. სხვა საქმეა, უღირს თუ არა „ბაიერნს“ როდე ძვირად ახლა, როცა ბასტიან შვაინშტაიგერის, ხავი მარტინესის, ლუის გუსტავოსა და ანატოლი ტიმოშჩუკის სახით 4 კარგი საყრდენი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ პოზიციაზე თამაში ტონი კროოსსაც შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა