საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე წლეულს ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე პარიზული "მაისდან", სადაც ამ გუნდის მწვრთნელის ჩათვლით ხუთი ქართველი ირიცხება...

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე წლეულს ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე პარიზული "მაისდან", სადაც ამ გუნდის მწვრთნელის ჩათვლით ხუთი ქართველი ირიცხება, ელიტური, პირველი დივიზიონიდან ფინანსური პრობლემების გამო დაქვეითებულ "მონტობანში" გადაბარგდა. "მწვანეებს" იმდენად სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, რომ მეორე დივიზიონის ნაცვლად ნახევრად სამოყვარულო, ფედერალ 1 დივიზიონში გადაასკუპეს.

აქედან გამომდინარე, ცოტა უცნაურიც კი იყო ქართველი მეორეხაზელის ამ კლუბში გადასვლის ამბავი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დიდი სარაგბო ტრადიციების მქონე ამ პატარა ქალაქში რაგბიზე ხელი არ აუღიათ. "მონტობანი" ამჟამად B ჯგუფის ლიდერია და ელიტაში დაბრუნებისთვის იბრძვის. საკლუბო და სანაკრებო კარიერაზე სასაუბროდ გიორგი ნემსაძეს, რომელსაც ახლახან ვაჟი შეეძინა, საფრანგეთში დავუკავშირდით.

- გიორგი, საინტერესოა, როგორ მოხდა, რომ ბოლო წლებში საკმაოდ სტაბილური გუნდი "მასი" დატოვეთ და ფინანსური პრობლემებით ცნობილ "მონტობანში" გადახვედით?

- "მონტობანს" მართლაც სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ეს გასულ სეზონში იყო, როცა ელიტურ, პირველ დივიზიონში გამოდიოდა. ამჟამად გუნდი ფედერალ 1 დივიზიონში ასპარეზობს და ამ დივიზიონის პირობებს ყველანაირად აკმაყოფილებს. "მონტობანის" მწვრთნელები სატრანსფერო ფანჯრისას თვითონ დამიკავშირდნენ, როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემ თაობაზე აზრი გოდერძი შველიძეს ჰკითხეს.

ახლა ყველანაირად ცდილობენ, ელიტაში დაბრუნდნენ, ფედერალ დივიზიონში დაყოვნებას დიდხანს არ აპირებენ. მეც მინდა, წინ წავიდე, რანგით უფრო მაღალ დივიზიონში ვითამაშო. ასე დაემთხვა ჩემი და "მონტობანის" მიზნები, ასე გადაიკვეთა ჩვენი გზები.

- ჰო, მაგრამ, ელიტაში აღზევებას "მასიც" უკვე რახანია ცდილობს, წინსვლა იქ შეუძლებელი იქნებოდა?

- "მასის" ფინანსურად გაუჭირდა, ძველებურად ყოჩაღად ვეღარ არიან. გუნდს მოტივაცია აღარ აქვს. მასელებისთვის ახლა მთავარია, ფედერალ 1 დივიზიონში ადგილი შეინარჩუნონ. ჩემთვის ეს მთავარი არ არის. მინდა, წინ წავიდე. რაც უფრო უკეთს გუნდში, რანგით მაღალ დივიზიონში ვითამაშებ, მით უკეთესი ჩემთვის და ჩემი სანაკრებო კარიერისთვის, კარგ გუნდში ხომ უფრო კარგად მოვემზადები და ნაკრებშიც ბევრად უკეთესად ვითამაშებ.

- "მონტობანი" ამჟამად გათამაშების ლიდერია, არადა, გუნდი ძალიან ბევრმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. ვინც მათ ნაცვლად დაიმატეს, საკმარისად სერიოზული მოთამაშეები არიან? შეძლებენ, გუნდს დასახული მიზნის მიღწევაში დაეხმარონ?

- გუნდში ბევრი ახალი მოთამაშეა, ერთმანეთს კარგად არც კი ვიცნობთ, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ, ერთ მუშტად შეკრულ გუნდად ვყალიბდებით.ბევრი უცხოელი ვართ, ჩემ გარდა "მონტობანის" ღირსებას ორი ინგლისელი, თითო სამოელი, ირლანდიელი და არგენტინელი იცავს. ჩვენს გუნდში თამაშობს რუსეთის ნაკრების ყოფილი ლიდერის, მეორეხაზელ სერგეი სერგეევის შვილიც. ერთი სიტყვით, ჩვენი მიზანი ელტურ, მეორე დივიზიონში გადასვლაა და საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ.

- "მონტობანს" სერიოზული პრობლემები ჰქონდა ქალაქის მერიასთან. კლუბს სწორედ ამის გამო გაუჭირდა ფინანსურად, რის გამოც ელიტის დატოვებამ მოუწია. ახლა როგორი ვითარებაა?

- მერიასთან პრობლემები წარსულს ჩაბარდა. ახალი პრეზიდენტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთავრობის კაცია. ქალაქის მერი ყველა თამაშზე დადის, მატჩის მერე გასახდელშიც შემოდის გამარჯვების მოსალოცად. მონტობანი პატარა ქალაქია, მაგრამ დიდი სარაგბო ტრადიციები აქვს. აქ რაგბი ძალიან უყვართ, რაგბით ცხოვრობენ. ქომაგები გვერდში გვიდგანან, მიუხედავ იმისა, რომ დაბალ დივიზიონში ვთამაშობთ, მატჩებზე მინიმუმ 6 000 კაცი მუდამ მოდის.

- წეღან ნაკრები ახსენე და, მოდი მასზეც ვისაუბროთ. ახლახან ჩვენს ეროვნულ გუნდში მწვრთნელთა შტაბი მთლიანად შეიცვალა. რა აზრის ხართ ამის თაობაზე?

- რომ ვთქვა, ძალიან გამიხარდაო-მეთქი, არ იქნება მართალი. ვნახოთ, რა იქნება, რიჩი დიქსონზე ბევრი კარგი მსმენია, მაგრამ თამაშები წინ არის და როცა მასთან მუშაობის საშუალება მექნება, კომენტარის გაკეთებაც უფრო გამიადვილდება.

- საქართველოს ნაკრებს ნოემბერში ორი ტესტმატჩი აქვს. კლუბი პრობლემას ხომ არ შეგიქმნით?

- არა, პრობლემა არ შემექმნება. წლეულს ამის გამო რამდენიმე გუნდს საკმაოდ სარფიან კონტრაქტზე ვუთხარი უარი. ისინი ითხოვდნენ, ნაკრებში არ მეთამაშა. "მონტობანისგან" ეს პრობლემა არ იქნება. ჩემთვის მთავარი ნაკრებში თამაშია და ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, პრობლემა არავის შევაქმნევინო. ცხადია, თუ ნაკრების მწვრთნელების სურვილიც იქნება, რომ ეროვნული გუნდის კვართით ვითამაშო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო