ტოკიოს "პრემიერ" კატეგორიის ტურნირზე 27 სექტემბერს ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
ტოკიოს "პრემიერ" კატეგორიის ტურნირზე 27 სექტემბერს ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ბრძოლას ჩამოშორდნენ პირველ და მეორე ნომრად განთესილი ჩოგბურთელები.

ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი რუს მარია შარაპოვასა და ავსტრალიელ სამანტა სტოსურს შორის გაიმართა. 27 სექტემბრის შეხვედრის წინ, ურთიერთშეხვედრებში ანგარიში იყო 10:1 რუსის სასარგებლოდ. სამანტამ მარია ერთადერთხელ შარშან, წლის შემაჯამებელ ტურნირზე დაამარცხა, სადაც შარაპოვა ტრავმით ჩავიდა. ამჯერად სტოსურმა დაამტკიცა, რომ ის წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა.

პირველი სეტი (ისევე, როგორც მთელი მატჩი) თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. შარაპოვამ პირველმა აიღო მეტოქის მოწოდება, მაგრამ მომდევნო გეიმშივე დაკარგა საკუთარი, რითაც სამანტას ანგარიში გაათანაბრებინა - 4:4. პარტიის ნერვულ ენდშპილში უფრო ძლიერი სამანტა აღმოჩნდა. მან ორი დაფარული სეტბოლი მოიგერია, შემდეგ კი აქტიური თამაშით რამდენიმე შეცდომა დააშვებინა მეტოქეს - 6:4.

მეორე პარტიაში მარიამ უკვე მესამე გეიმში გააკეთა ბრეიკი და ისევ ვერ შეძლო უპირატესობის განვრცობა. მან რამდენიმე შეცდომა დაუშვა მეოთხე გეიმში და ანგარიში ისევ გათანაბრდა. მსგავსი პრობლემები ჰქონდა რუსს ჰიზერ უოტსონთან შეხვედრაში, როცა ბრეიკის განვრცობა ვერ შეძლო. შარაპოვამ ცუდად ჩაატარა მერვე გეიმი და "მშრალი" ანგარიშით დათმო საკუთარი მოწოდება. თუმცა მატჩზე ჩაწოდებისას სტოსურმა ინერვიულა და ასევე ნულზე დათმო თავისი გეიმი.

საბოლოოდ, ყველაფერი ტაი-ბრეიკში დასრულდა. სტოსურმა ვერ გამოიყენა ოთხი მატჩბოლი, თანაც ყოველთვის ბადეს არტყამდა ბურთს. ამ შეცდომების გამო სამანტამ მეტოქეს სეტბოლები მისცა, მაგრამ ვერც რუსმა გამოიყენა შანსი. მეხუთე მატჩბოლზე მარია შეცდა - 10:12. არ განმეორდა ხუთი თვის წინანდელი შეხვედრა, როცა შარაპოვამ მატჩბოლი მოიგერია და ისე დაამარცხა ავსტრალიელი.

სტოსურს მეოთხედფინალში კიდევ ერთ რუს ჩოგბურთელთან - ნადია პეტროვასთან მოუწევს თამაში. პეტროვა ტოპ-ათეულის ახალწვეულს სარა ერანის ხვდებოდა. იტალიელი ვალდებული იყო, გამარჯვებით დაესრულებინა ეს შეხვედრა. პირველი სეტის მოგების შემდეგ ერანი მეორეში 4:1 დაწინაურდა და ერთი ბურთი აშორებდა მეხუთე გეიმის მოგებასთან, მაგრამ აქედან მოყოლებული, პეტროვამ ინიციატივა მოიპოვა და ერანი მხოლოდ თვალს ადევნებდა იმას, თუ როგორ გაუფრინდა ხელიდან თითქმის განაღდებული გამარჯვება.

პეტროვა სეზონში მესამედ გავიდა WTA-ს ტურნირის ნახევარფინალში, თუმცა უფრო შორს წასვლა ჯერ ვერ შეძლო. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსმა 2010 წლის ზაფხულის შემდეგ პირველად მოუგო ტოპ-ათეულის წევრს.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ ანჟელიკ კერბერი და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი აგნიეშკა რადვანსკა. კერბერმა მეოთხედფინალის ბარიერი უბრძოლველად გაიარა, რადგან მისმა მეტოქემ - ვიქტორია აზარენკამ თავბრუსხვევის გამო უარი თქვა კორტზე გასვლაზე. თუმცა მისი უარი მოულოდნელი არ ყოფილა. წინა დღეს, რობერტა ვინჩისთან მოგებულ მატჩში ჩანდა, რომ ბელორუსი თავს ცუდად გრძნობდა.

რაც შეეხება რადვანსკასა და კაროლინ ვოზნიაცკის მეოთხედფინალს, ის არანაკლებ დაძაბული იყო, ვიდრე შარაპოვასა და სტოსურის დაპირისპირება. უკვე მესამე გეიმში პოლონელმა ბრეიკი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ თამაში ვოზნიაცკის კონტროლით მიმდინარეობდა, მაგრამ დანიელი ვერ ახერხებდა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას. პარტიის შუაში რადვანსკამ კონცენტრაცია დაკარგა, რის ხარჯზეც ვოზნიაცკიმ დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა. მაგრამ მწვრთნელის დახმარებით პოლონელმა თავი ხელში აიყვანა და სეტი გამარჯვებით დაასრულა.

მეორე პარტიაში თამაშის სცენარი დიდად არ შეცვლილა. მალე ორივეს დაღლილობა დაეტყო და ჩოგბურთელებმა შეცდომების დაშვება დაიწყეს. ამასთან, ყველა ბურთზე ბოლომდე იბრძოდნენ. უფრო მეტი "სიჯიუტით" რადვანსკა გამოირჩეოდა, რომელიც კარგად იცავდა თავს და ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ხუთი მოიგერია.

ვოზნიაცკიმ კი სამჯერ წააგო საკუთარი მოწოდება, მათ შორის, ბოლო - მეცხრე გეიმში. 5:3-ზე პოლონელმა მიღებაზე ორმაგი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ დანიელმა ეს საფრთხე კარგი მოწოდებითა და ბადესთან წარმატებული თამაშით მოიგერია. თუმცა იქვე ვოზნიაცკიმ ჯერ აუტში გაუშვა ბურთი, შემდეგ კი წარუმატებელი მოკლე დარტყმა შეასრულა.

Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

1/4-ფინალი

ნადეჟდა პეტროვა (რუს, 17)-სარა ერანი (იტა, 6) 3:6, 7:5, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 8)-მარია შარაპოვა (რუს, 2) 6:4, 7:6(10); ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1) უარი; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10) 6:4, 6:3.

1/2-ფინალი

კერბერი (5)-ა. რადვანსკა (3); სტოსური (8)-პეტროვა (17).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე