ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

მორაგბეთა ჩემპიონატი: ვინ დაითარსება მე-13 ტურში?

მორაგბეთა ჩემპიონატი: ვინ დაითარსება მე-13 ტურში?

საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა, მე-13 ტურმა შესაძლოა, უმაღლესი ლიგის ხელმოცარულის ვინაობა გამოავლინოს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ბოლო ტურისთვის გადაიდოს...
საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა, მე-13 ტურმა შესაძლოა, უმაღლესი ლიგის ხელმოცარულის ვინაობა გამოავლინოს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ბოლო ტურისთვის გადაიდოს. ამ შემთხვევაში პირველ ლიგაში გავარდნისგან თავის დასაღწევად ურთიერთობის გარკვევა უშუალო კონკურენტებს "აკადემიას" და "ბათუმი XV"-ს ერთმანეთთან დაპირისპირებისას მოუწევთ.

ბევრი რამ არის გასარკვევი სატურნირო ცხრილის ზედა ნახევარშიც. მოწინავე ოთხეულმა პლეი ოფში თამაშის უფლება კი მოიპოვა, მაგრამ დასადგენია, ვინ ითამაშებს შესარჩევ და ვინ გასავარდნ ფინალში.

თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე აქტუალური ხელმოცარულის ვინაობის გარკვევაა. ამიტომ ყველაზე ცხოველ ინტერესს სწორედ იმ გუნდების მატჩები იწვევს, რომლებიც უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვიან.

აუტსაიდერი, ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "ბათუმი XV" გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტ ქუთაისის "აიას" მასპინძლობს. პირველი წრისგან განსხვავებით, ქუთათურები მეორე წრეში არასტაბილურად თამაშობენ. უცნაურია, მაგრამ "აიამ" ლიდერებს, "ლელოსა" და "ვისოლი\ყოჩებს" მოუგო (თანაც ორ-ორჯერ) და აუტსაიდერებთან, რუსთავის "ხარებთან", "აკადემიასთან" და "არმაზთან" ზედიზედ სამი თამაში წააგო.

წინა, მე-12 ტურში "აიამ" ფოთში, ნეიტრალურ სტადიონზე ქვეყნის ჩემპიონისა და თასის მფლობელ "ლელოს" დამარცხებით სამმატჩიანი წარუმეტებელი სერია შეწყვიტა, რითაც პლეი ოფში ადგილი დაიბევა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ქუთათურებს ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდათ.

"ბათუმი XV" წლეულს თავის თავს არ ჰგავს. შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტმა წლეულს მხოლოდ ორი თამაშის მოგება შეძლო და უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატია. ბათუმელებმა "ოვალური მზის ქვეშ" ადგილი რომ შეინარჩუნონ, ბოლო ორი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგონ, თანაც უშუალო კონკურენტმა "აკადემიამ" ორივე უნდა წააგოს, მათ შორის ერთი, ბოლო ტურში "ბათუმი XV"-სთან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმელებმა აკადემიელებს ექვს ქულაზე მეტი სხვაობით უნდა მოუგონ, რადგან პირველ წრეში ამ მეტოქესთან 14:20 წააგეს შინ.

ამოცანა "ბათუმი XV"-სთვის საკმაოდ რთულია, თანაც ყველაფერი მასზე დამოკიდებული არ არის.ზღვისპირელებისთვის "აია" ყოველთვის პრინციპული მეტოქე იყო და ამ გუნდების თამაში მუდამ დაძაბული, უშეღავათო იყო. ასე იქნება ამჯერადაც, მით უფრო, რომ მასპინძლებისთვის უმაღლეს ლიგაში ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება.

პირველ წრეში "აიამ" შინ დაძაბულ ბრძოლაში შეძლო მეტოქის დამარცხება - 37:27. "ლელოს" პროგნოზით, მცირე სხვაობით ამჯერად ზღვისპირელები მოიგებენ.

ბათუმელთა უშუალო კონკურენტს თბილისის "აკადემიას" ბოლოსწინა ტურში არანაკლები გამოცდა ელის. მეტოქე ბოლო წლების ქართული რაგბის ლიდერი თბილისის "ლელოა". ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი წლეულს შარშანდელზე უარესად ასპარეზობს. ლელოელებმა მიმდინარე გათამაშებაში ოთხი მატჩი წააგეს, თუმცა, "აიასგან" განსხვავებით, მათი მძლეველები ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ. "ლელო" აუტსაიდერებთან არ აგებს.

ამდენად, აკადემიელებს ძალების მაქსიმალურად მობილიზება და პოტენციალის მთლიანად ამოქმედება მართებთ. მით უფრო, რომ "ლელომ" ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო და ძნელი წარმოსადგენია, მესამეც მიაყოლოს.

"აკადემიას" საბედისწერო მარცხი მე-12 ტურში რუსთავის "ხარებმა" აგემა - 13:18, შედეგად, აკადემიელთა მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. გუნდს საკმაოდ მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს და ამ პრობლემას ტრავმიანობაც დაემატა. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ "აკადემია" ყოველთვის ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა და ფარ-ხმალის დაყრა არ სჩვევია. ეჭვს არ იწვევს, რომ ისინი ბოლმდე თავდადებით იბრძოლებენ.

"ლელოსთან" გამარჯვების შემთხვევაში "აკადემია" ბოლო ადგილზე გასვლის საფრთხეს აიცილებს, თუმცა ეს უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია არ იქნება, რადგან ბოლოსწინა ადგილზე გასულს პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

პირველ წრეში "ლელომ" მეტოქეს 20:6 მოუგო. ვფიქრობთ, ამჯერადაც გამარჯვება ჩემპიონებს დარჩებათ.

ბოლო ადგილზე გასვლა და პირველ ლიგაში გადაბარგება აღარ ემუქრებათ რუსთავის "ხარებსა" და თბილისის "არმაზს", თუმცა მე-13 ტურში მათ შორის დამარცხებული შესაძლოა, საბოლოოდ ბოლოსწინა ადგილზე აღმოჩნდეს და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად პირველლიგელთან პლეი ოფში მოუწიოს თამაშმა.

თუ "ხარებმა" მოიგეს, ისინი უმაღლეს ლიგაში ადგილს იბევებენ, "არმაზს" კი, შესაძლოა, გამარჯვების შემთხვევაშიც ათუოდ ჰქონდეს საქმე. ბევრი რამ სხვა მატჩების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

რუსთაველები მეორე წრეში შესანიშნავად თამაშობენ. გუნდი კარგად აწყობილი საათის მექანიზმივით მუშაობს და ბოლო ხუთ მატჩში ოთხი მოიგო. "ხარებმა" პლეი ოფში უკვე გასული გუნდებიდან "ვისოლი\ყოჩების" გარდა ყველას მოუგო.

საკმაოდ კარგი და ბრძოლისუნარიანი გუნდია "არმაზიც", რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან თამაშში შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება.

პირველ წრეში "არმაზმა" შინ მოიგო - 25:10. არმაზელები ამჯერადაც, ფაქტობრივად, შინ თამაშობენ. რუსთავის სტადიონის დისკვალიფიკაციის გამო "ხარები" მეტოქეს ვარკეთილის მეურნეობის სარაგბო მოედანზე ხვდებიან. მატჩი ძალიან მძიმე იქნება, თამაშს დაღი შეიძლება ცუდმა ამინდმაც დაასვას.

"ლელო" ამ თამაშის პროგნოზისგან თავს იკავებს.

დიღმის მასივში, "ლოკომოტივის" სარაგბო ბაზაზე ერთმანეთს ძველი მეტოქეები, "ლოკომოტივი" და "ვისოლი\ყოჩები" დაუპირისპირდებიან. რკინიგზელები ამჟამად სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე არიან და ამ მატჩში გამარჯვებით შესარჩევი ფინალისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ. "ლოკომოტივმა" პირველ წრეში 15:22 წააგო და ამისთვისაც რევანში აქვს ასაღები.

ამასობაში კი, სანამ ზოგიერთი კონკურენტი აუტსაიდერებთან აგებდა, ზოგიც კი ლიდერებს ქულებს ურიგებდა, "ვისოლი\ყოჩები" სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა და ჩემპიონობაზე აცხადებს სერიოზულ პრეტენზიას. რამდენად საფუძვლიანია მათი ამბიცია, ყველაზე უკეთ სწორედ "ლოკომოტივთან" მატჩში გამოჩნდება.

"ლელოს" პროგნოზით, ხუთი ქულით "ლოკომოტივი" მოიგებს.

XIII ტური

ხარები-არმაზი, ლოკომოტივი-ვისოლი\ყოჩები, ბათუმი XV-აია, აკადემია-ლელო.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ყოჩები 12 8 1 3 +73 17

2. აია 12 8 0 4 +64 16

3. ლელო 12 8 0 4 +140 16

4. ლოკომოტივი 12 8 0 4 +77 16

5. ხარები 12 5 0 7 -119 10

6. არმაზი 13 4 1 7 -101 9

7. აკადემია 12 3 2 7 -32 8

8. ბათუმი XV 12 2 0 10 -102 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა

[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში

საქართველო 5:0 ესტონეთი

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა

პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია

[VIDEO] "ნაპოლის" მესამე უგოლო მატჩი და მარცხი "ბოლონიასთან"