"მონპელიეს" შერკინების პირველხაზელს საკლუბო კარიერისა და მომავალი გეგმების შესახებ სასაუბროდ საფრანგეთში დავუკავშირდით

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონპელიე" დიდი ხანია, ქართველი მორაგბეების ერთ-ერთი ნავსაყუდელია.

მათი წვლილი დიდია იმაში, რომ საშუალოზე დაბალი დონის ეს ერთი გუნდი ბოლო სამი სეზონია, ლიდერთა მარაქაში გაერია და 2011 წელს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

იმ ქართველთაგან ერთ-ერთი შერკინების პირველხაზელი გიორგი ჟღენტია, რომელიც როცა მოედანზეა, "მონპელიეს" შერკინებას უდრეკი ფოლადივით ადუღაბებს.

მონპელიელებმა წლევანდელი სეზონი ყოჩაღად ვერ დაიწყეს. გუნდმა ექვსი თამაშიდან სამი მოიგო და ამდენივე წააგო. შედეგად 14 ქულა დაუგროვდა და მე-8 ადგილზეა.

გიორგი ჟღენტი ბოლო ორი თამაშია, "მონპელიეს" განაცხადში არ ჩანს. გუნდის ოფიციალური ვებგვერდი მშრალ ინფორმაციას გვაწვდის - ტრავმირებულია.

ამიტომ საკლუბო კარიერისა და მომავალი გეგმების შესახებ სასაუბროდ გიორგის მონპელიეში დავუკავშირდით.

- საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში არ გითამაშიათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრავმირებული ხართ...

- დიახ, ასეა. ფეხის კუნთი მაქვს გაჭიმული და სამი კვირა გამიცდა. ახლა ყველაფერი კარგადაა. მომავალ მატჩში შინ "კასტრთან" აუცილებლად ვითამაშებ.

ისე მოხდა, რომ მე გამოვჯანმრთელდი და მიხეილ ნარიაშვილი დაშავდა. მას ერთი თვე დასჭირდება სამკურნალოდ. მამუკა გორგოძე ჯანზეა და ორივე ძირითად შემადგენლობაში ვიქნებით.

- წლევანდელი სეზონის დასაწყისს წარმატებულს ვერ დავარქმევთ. რა არის ამის მიზეზი?

- ძირითადი შემადგენლობის ექვსი მოთამაშე გვაკლია. ჩვენი არგენტინელი თანაგუნდელები ოთხი ერის გათამაშებაში "პუმების" შემადგენლობაში ირჯებიან.

ამის გამო ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა. გუნდში გარკვეული გადაადგილებები მოხდა, რამაც თითქმის ყველაფერი არივდარია.

თანაც, არ გვყავს კარგი დამრტყმელი. "მონპელიეში" ამ ფუნქციას არგენტინელი ბუსტოს მოიანო ასრულებს. ახლა ახალგაზრდა ფრანგი მორაგბე მოიყვანეს დამრტყმელად, მაგრამ ისეთი ვერ არის, ჩვენ რომ გვჭირდება.

- შარშანდელ სეზონს თუ გავიხსენებთ, მაშინაც იდენტური სიტუაცია იყო...

- შარშან ბევრად უარესად ავიღეთ სტარტი. არგენტინელების გარდა, ფრანგი და ქართველი თანაგუნდელებიც გვაკლდნენ, რომლებიც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ასპარეზობდნენ.

მაშინ ექვს თამაშში ხუთი ქულა გვქონდა. მერე ყველა მოთამაშე რომ დაგვიბრუნდა, მეორე წრეში ზედიზედ შვიდი თამაში მოვიგეთ და პლეი ოფში გავედით.

ახლა ვითარება საგანგაშო არ არის; პირიქით, შარშანდელზე ბევრად უკეთესია. წინ კიდევ მთელი სეზონია და მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია.

- შარშან პლეი ოფში გახვედით. წლეულს რა გეგმები გაქვთ?

- წლევანდელი სეზონი რაღაც არეულად დაიწყო, ვერ გაიგებ, ვინ რას თამაშობს. გეგმაში გვაქვს, რომ ექვსეულში, ანუ პლეი ოფში მოვხვდეთ. იქ კი, თუ ტრავმებმა არ შეგვაწუხა, ბოლომდე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.

- მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ ასისტენტად ცნობილი არგენტინელი მორაგბე მარიო ლედესმა მოიყვანა, რომელიც შერკინების მწვრთნელია. ლედესმამ თამაში შარშანდელი სეზონის დასრულებისთანავე დაამთავრა. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ გუნდში მისი მიწვევა?

- ცუდი არ არის, მაგრამ ვინც მანამდე გვწვრთნიდა - ერიკ ბეშუ - ჩემთვის უფრო მისაღები იყო. ის არ უნდა გაეშვათ. ბეშუს არყოფნა გუნდს აშკარად დაეტყო.

თანაც, შერკინებაში პრობლემები იმან გამოიწვია, რომ წესები შეიცვალა. მსაჯები უაზროდ სტვენენ, ვეღარ გავიგეთ, რა არის წესის დარღვევა და რა არა. ვითომ თამაშის დინამიკა გაზარდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მოთამაშეები ხშირად ჯარიმდებიან. ეს კი თამაშს აყოვნებს.

ისე, ლედესმამაც შეძლო თავისი ხელის დატყობა. ის შერკინების კვაჭი იყო და დერეფანში თამაში დაალაგა. ამ კომპონენტში პრობლემა, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს.

- "მონპელიეში" თითქმის უცვლელად გიწევს თამაში. იმდენად ხშირად ხართ ძირითად შემადგენლობაში, რომ შეუძლებელია, არ იღლებოდეთ. თანაც, არსებობს წესი, რომლის მიხედვითაც, მორაგბემ, რომელიც ზედიზედ შვიდ მატჩს ითამაშებს, მერვე მატჩი აუცილებლად უნდა გამოტოვოს, რათა დაისვენოს და ძალები აღიდგინოს...

- ის ფაქტი, რომ ბევრს მათამაშებენ, ცხადია, კარგია, თუმცა ეს დალხინებული ცხოვრებით არ არის გამოწვეული. სხვა დიდ გუნდებში სხვაგვარადაა. მათ ყველა პოზიციაზე ორ-ორი ერთნაირი დონის მოთამაშეები ჰყავთ. ჩვენთან ასე არ არის.

- "მონპელიე" არ არის დიდი გუნდი?

- რა თქმა უნდა, დიდი გუნდია. მე მხედველობაში მაქვს ის გუნდები, რომლებიც ფინანსურად უფრო ძლიერები არიან და საშუალება გააჩნიათ, გრძელი სათადარიგო სკამი ჰქონდეთ.

მაგალითად, "ტულონს", "კლერმონს" და "ტულუზს", ფაქტობრივად, ორ-ორი შემადგენლობა ჰყავთ. ვინც არ უნდა ითამაშოს ამა თუ იმ პოზიციაზე, გუნდის სიძლიერეს ეს არ ეტყობა.

ჩვენთან ასე არ არის. შარშანდელ ჩემპიონატში, მეორე წრეში პლეი ოფში რომ გავსულიყავით, თავი არ დაგვიზოგავს, მაგრამ მერე, ნახევარფინალში აღარაფრის თავი აღარ გვქონდა. მთლიანად გამოფიტულები ვიყავით იმიტომ, რომ მოკლე სკამი გვაქვს.

- შარშანდელი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ქართველი შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ის პირველ ნომრად მოთამაშეთა შორის საუკეთესოდ დაასახელეს. თქვენ სამი ნომრის პოზიციაზე ასევე შესანიშნავი სეზონი გქონდათ. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მოხვდით სიმბოლურ გუნდში?

- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ვასილ კაკოვინმა ეს დაიმსახურა. მიმაჩნია, რომ მისი დარი მაღალი დონის შერკინების ბურჯი სულ ორი-სამია.

2011-12 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნეს პირველხაზელების საუკეთესო ათეული, რომელშიც კაკოვინი მე-3 ადგილზე იყო, მე კი მე-5-ეზე. ათეულში სულ ორი ქართველი ვიყავით.

- ამის შემდეგ ლოგიკურად ისმის კითხვა, რატომ არ ხართ საქართველოს ნაკრებში?

- მსოფლიოს თასის გათამაშებამდე ნაკრებში არ მიძახებდნენ. არც ახალ ზელანდიაში წამიყვანეს.

ამის შემდეგ, წლეულს ევროპის ერთა თასის გათამაშებაში გამომიძახეს და ოჯახური პრობლემების გამო ვერ ჩამოვედი.

მითხრეს, არა უშავს, თუ ახლა ვერ ჩამოხვალ, რუსეთის ნაკებთან სათამაშოდ ხომ შეძლებო. ცხადია, თანხმობა მივეცი, მაგრამ მერე დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ მწვრთნელმა გადაწყვიტა, ნაკრებში ამჯერად არ გამოგიძახოსო.

კი ბატონო, ეს საწყენი არ არის. მწვრთნელია და მისი გადასაწყვეტია, ვინ გამოიძახოს და ვინ არა. ნაკრებში თამაშზე უარი არასდროს მითქვამს.

- ნოემბერში "ბორჯღალოსნებს" ორი სერიოზული მატჩი ელით იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან. თუ ნაკრების მწვრთნელი გამოგიძახებთ, ჩამოხვალთ?

- თუ ტრავმა არ მექნება და ხელს არაფერი შემიშლის, რატომ არ უნდა ჩამოვიდე? კლუბი პრობლემას არ შემიქმნის. თანაც, ფიჯისა და იაპონიის ნაკრებებთან თამაში კარგი გამოცდილება იქნება გუნდისთვის.

ორი ქართველი საუკეთესო ათეულში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნები" და ტესტ-მატჩების უპრეცენდენტო პროგრამა IRB-ისგან

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე