2010 წლის ტურ დე ფრანსი არა საფრანგეთში, არამედ ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში პროლოგით დაიწყო. სხვათა შორის, ამ ქვეყანამ ბოლო ორ წელიწადში ერთგვარი ჰეთ-თრიკი შეასრულა...

2010 წლის ტურ დე ფრანსი არა საფრანგეთში, არამედ ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში პროლოგით დაიწყო. სხვათა შორის, ამ ქვეყანამ ბოლო ორ წელიწადში ერთგვარი ჰეთ-თრიკი შეასრულა: შარშანდელი ვუელტა და წლევანდელი ჯირო დ'იტალია სწორედ "ტიტების ქვეყანაში" დაიწყო, ახლა კი ჯერი ფრანგულ ველომარათონზე მიდგა.

შაბათს გამართული პროლოგი ერთგვარ ლატარიად იქცა, რადგან წვიმამ ბევრ ფავორიტს შეუშალა ხელი საუკეთესო თვისებების გამოვლენაში.

პროლოგი განცალკევებით რბოლა იყო და აქ იკითხებოდა ერთი აშკარა დუელი: შვეიცარიელი ოლიმპიური ჩემპიონი ფაბიან კანჩელარა გერმანელი ტონი მარტინის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ, შვეიცარიის ტურზე ტონი მარტინი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც კანჩელარა ბოლო სამი წლის განმავლობაში განცალკევებით რბოლაში დაამარცხა. თავად შვეიცარიელი აღიარებდა, რომ ახალგაზრდა გერმანელი უნდა გამხდარიყო ტურ დე ფრანსზე მისი მთავარი კონკურენტი. თუმცა მათ დუელში ამინდი ჩაერია. საერთო ჯამში, მარტინსა და კანჩელარას კარგ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუწიათ გამოსვლა, თუმცა ტონის ოდნავ სველი ასფალტი შეხვდა, ფაბიანს - მშრალი.

ტონი მარტინმა ერთ-ერთმა პირველმა აიღო სტარტი და დამაჯერებელი ლიდერობა იგდო ხელთ, რითაც თავისი მაღალი კლასი დაამტკიცა. ამის შემდეგ გერმანელის შედეგს დიდი ხანი ვერავინ მიუახლოვდა - ყველაზე ახლოს მასთან ბრიტანელი დევიდ მილარი აღმოჩნდა ათწამიანი ჩამორჩენით.

უნდა აღვნიშნოთ Gარმინ-ის სპრინტერის ტაილერ ფარარის კარგი პროლოგი, რომელმაც მეშვიდე შედეგი აჩვენა. საერთო ჯამში, ტოპ-ათეული ლოგიკური აღმოჩნდა.

და ამის შემდეგ სტარტზე ფაბიან კანჩელარა გავიდა. შვეიცარიელს გაუმართლა, რომ ტრასა მშრალი იყო, თუმცა განცალკევებით რბოლაში ფაბიანის ოსტატობას ისედაც ვერავინ უარყოფდა. უკვე პირველ საშუალედო ფინიშზე აშკარად ჩანდა, რომ კანჩელარა პირველობას არ დათმობდა. მისი უპირატესობა ექვს წამს შეადგენდა, რომელიც ფინიშის ხაზზე ათ წამამდე გაიზარდა.

სხვათა შორის, კანჩელარასთვის ჰოლანდია გახდა მეექვსე ქვეყანა, სადაც მან ტურ დე ფრანსის ლიდერის ყვითელი მაისურა მოირგო. ასეთი რამ ტურის ისტორიაში პირველად მოხდა. გარდა ამისა, შვეიცარიელმა მეხუთე ქვეყნის ტერიტორიაზე მოიგო ფრანგული ველომარათონის ეტაპი. მანამდე ეს ბელგიაში, ინგლისში, საფრანგეთსა და მონაკოში მოხდა.

ტურის მთავარი ფავორიტი ალბერტო კონდატორი უკმაყოფილო უნდა დარჩენილიყო პროლოგით. მოქმედმა ჩემპიონმა მართალია მხოლოდ ხუთი წამი, მაგრამ მაინც წააგო მთავარ კონკურენტ ლენს არმსტრონგთან, რომელმაც ბევრისთვის გასაკვირად მეოთხე ადგილი დაიკავა, კონტადორი კი მეექვსე აღმოჩნდა. ასე რომ, ესპანელმა ამერიკელთან პირველი მინი-დუელი წააგო.

პროლოგი

როტერდამი (8,0 კმ)

1. ფაბიან კანჩელარა (შვეიც, შახოBანკ) - 10,00; 2. ტონი მარტინი (გერ, Hთჩ-ჩოლუმბია) - +0,10; 3. დევიდ მილარი (ბრიტ, Gარმინ) - +0,20; 4. ლენს არმსტრონგი (აშშ, ღადიოშჰაცკ) - +0,22; 5. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, თეამ შკყ) - +0,23; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, Aსტანა) - +0,27; 7. ტაილერ ფარარი (აშშ, Gარმინ) - +0,28; 8. ლევი ლაიპჰაიმერი (აშშ, ღადიოშჰაცკ) - +0,28; 9. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, თეამ შკყ) - +0,32; 10. ლინუს გერდემანი (გერ, თეამ Mილრამ) - +0,35...

I ეტაპი

როტერდამი-ბრიუსელი (223,5 კმ)

1. ალესანდრო პეტაკი (იტა, Lამპრე) - 5.09,38; 2. მარკ რენშოუ (ავსტრა, Hთჩ-ჩოლუმბია) - იგივე დრო; 3. ტორ ჰუშოვდი (ნორ, ჩერველო თესტთეამ) - იგივე დრო; 4. რობი მიკიუენი (ავსტრა, თეამ Kატუსჰა) - იგივე დრო; 5. მეტიუ ლანაგიუ (საფ, Fრანცაისე დეს ჟეუხ) - იგივე დრო; 6. დანიელ ოსი (იტა, Lიქუიგას) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ფაბიან კანჩელარა (შვეიც, შახოBანკ) - 5.19,38; 2. ტონი მარტინი (გერ, Hთჩ-ჩოლუმბია) - +0,10; 3. დევიდ მილარი (ბრიტ, Gარმინ) - +0,20; 4. ლენს არმსტრონგი (აშშ, ღადიოშჰაცკ) - +0,22; 5. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, თეამ შკყ) - +0,23; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, Aსტანა) - +0,27...

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"იბერია" "ლარნესთან" მატჩის გადადებას ითხოვს - თბილისური კლუბი ბრიტანეთში კერძო თვითმფრინავით გაფრინდება
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
გრანდიოზული წვეულება და მოწვეული ვარსკვლავები - როგორი იქნება რონალდოსა და ჯორჯიანას ქორწილი
ერთ დღეში დახურული ორი ტრანსფერი - "იუვენტუსმა" გაძლიერება დაიწყო
ინფანტინო დანებებას არ აპირებს - ფიფას პრეზიდენტს დონალდ ტრამპის იმედი აქვს
ლუკაკუს "ნაპოლის" დატოვება და კარიერის MLS-ში გაგრძელება სურს
გადაწყდა - პსჟ საფრანგეთის ნაკრების გარემარბს დაიმატებს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო