"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, რომ კარლოს ტევესთან კონფლიქტი უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელი იყო...
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, რომ კარლოს ტევესთან კონფლიქტი უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელი იყო. შეგახსენებთ: პრემიერლიგის ბოლო ტურში, ისტლენდელთა და "ნიუკასლელთა" შეხვედრის შესვენებისას იტალიელსა და არგენტინელს შეხლა-შემოხლა მოუვიდათ. სხვები შუაში რომ არ ჩამდგარიყვნენ მწვრთნელი და ფორვარდი შეიძლება ფიზიკურადაც შეხებოდნენ ერთმანეთს. მანჩინი გინებაზე გაფიცხდა, თუმცა დღეს, დამშვიდებული ასე ამბობს:

"ის, რაც ჩვენს გასახდელში მოხდა, ყველგან ხდება და სხვათაშორის, ცუდი არ არის. "ნიუკასლთან" შეხვედრის პირველ ტაიმში "სიტის" აშკარად ეძინა. ფეხბურთელები ჩემი და ტევესის ჩხუბმა გამოაფხიზლა. მინდა გითხრათ, რომ ინგლისში იტალიისგან განსხვავებით, მოთამაშეებს პერიოდულად გამოფხიზლება სჭირდებათ.

ტევესთან ჩემი კონფლიქტი ძალიან უსიამოვნო იყო, თუმცა შედეგი გამოიღო. მეორე ტაიმში სულ სხვა ფეხბურთი ვითამაშეთ. რაც შეეხება ურთიერთობას, ჩვენ ყველაფერი შესვენებაზევე მოვაგვარეთ, თამაშის მიწურულს კი ხელიც ჩამოვართვით ერთმანეთს".

სხვათაშორის, ტევესმა იმ შეხვედრაშიც გაიტანა გოლი, ოღონდ ჩხუბამდე, პირველ ტაიმში, პენალტით. მანჩინიმ კონფლიქტის მიუხედავად ტევესი შეაქო:

"მას გოლები პრინციპულ შეხვედრებში გააქვს. აქ, პრემიერლიგაში ტევესი მაღალ მცველებს ებრძვის, ტოლს არავის უდებს და ნამდვილად განსაკუთრებული თავდამსხმელია. ძალიან მინდა ის მრავალმხრივ განვითარდეს. მარტო გოლების გატანას არ ვგულისხმობ, განვითარებას ბევრი ასპექტი აქვს".

ზემოთ მანჩინის გოლი რომ ვახსენეთ, მიმდინარე სეზონში მისთვის მეხუთე იყო. იმ დღეს, "ნიუკასლმა" ანგარიში გაქვითა, შესვენების შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა ადამ ჯონსონმა გამარჯვებისა გაიტანა.

როგორც მოგახსენეთ, ადამ ჯონსონი შეცვლაზე შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მანჩინიმ ის სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა. ამბობენ, რომ ამან ჯონსონი ძალიან გაანაწყენა. რატომ არ ათამაშა მწვრთნელმა იგი "ნიუკასლთან" თავიდანვე? საქმე ის გახლავთ, რომ მანჩინიმ ჯონსონი წინა შეხვედრაში "ბლექბერნთან" შეცვალა და ფეხბურთელმა უკმაყოფილება გამოხატა. როგორც ჩანს, მწვრთნელის შემდეგი ნაბიჯი მოთამაშის დასჯა იყო.

"ადამი ახალგაზრდაა და ჯერ ბევრი რამ აქვს სასაწავლი - თქვა იტაიელმა - "მან უნდა გაიგოს, რომ ერთი და იმავე მოწინააღმდეგის ექვსჯერ მოტყუება სულაც არ ნიშნავს კარგად თამაშს. მოწინააღმდეგეს რომ მოატყუებ, მერე ან საგოლე პასი უნდა გადააწოდო ან თავად შეაგდო, როგორც ეს თავად ჯონსონმა გააკეთა "ნიუკასლთან" შეხვედრაში. მჯერა თუ არა ადამის შესაძლებლობების? რომ არ მჯეროდეს ამასთან ასე არც ვიმუშავებდი".

მიმდინარე სეზონში მანჩინის ხშირად აკრიტიკებენ, რომ გუნდს ულამაზო ფეხბურთს ათამაშებს. თავად, თავდასხმაში მარტო მიტოვებული ტევესიც უკმაყოფილოა, რომ ისტლენდელები დაცვას ზედმეტ ყურადღებას აქცევენ.

მანჩინი თავს ასე იმართლებს:

"ადებაიორი ახლა მოშუშდა, ბალოტეელი ჯერაც მკურნალობს. ვერ თამაშობენ სწრაფი განაპირა მცველები, ბოატენგი და კოლაროვიც, რომელთა გარეშე ბურთის თავდასხმაში სწრაფი გადატანა ძალიან ძნელია".

და ბოლოს, შეეგუა თუ არა რობერტო მანჩინი ინგლისს?

"ოჯახი ინგლისში გადმოვიყვანე და ჩვეულებრივი ინგლისური ცხოვრებით ვცხოვრობთ. სხვა რა შემიძლია გითხრათ, ამ ქვეყანას ერთადერთი ამნდი თუ დაეწუნება. სხვა ყველაფერი ჩინებულია".

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი