ევროპის ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელების მე-10 კონგრესზე "ფურია როხას" დამრიგებელს 50 ქვეყნის თავკაცი ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი ოვაციით მიეგება
ვარშავაში, უეფას მიერ მოწყობილ ევროპის ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელების მე-10 კონგრესზე ვისენტე დელ ბოსკეს 50 ქვეყნის თავკაცი ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი ოვაციით მიეგება.

პრინციპში, ამაზე დიდი ჯილდო მწვრთნელისთვის ალბათ არ არსებობს.

სამშობლოში დაბრუნებულ 61 წლის მარკიზს "მარკა" გაესაუბრა:

- როგორ მიიღეთ ასეთი დაფასება კოლეგებისგან?

- კარგად, რადგან არ მივიჩნევ, რომ ის ოვაცია მხოლოდ მე მეკუთვნის პერსონალურად - ის ჩვენი გუნდისა და მთლიანად ესპანური ფეხბურთის დამსახურებაა.

- როცა თქვენი კოლეგები თქვენზე საუბრობენ, ყველაზე ხშირად ჯენტლმენს ახსენებენ...

- მადლიერი ვარ პიროვნული და სპორტული დაფასებისთვის. როცა ფეხბურთი გიყვარს და იქცევი სამართლიანად, ბევრიც დაგაფასებს. ვინც ამას არ აკეთებს, არა მგონია, პატივისცემა დაიმსახუროს.

- როცა სხვადასხვა კულტურის, ასაკისა და მენტალიტეტის ადამიანები გაფასებენ, კაპელო, ჰოჯსონი, ვან გაალი...

- მოხარული ვარ, თუმცა ერთი წუთითაც არ მავიწყდება, რომ თუკი მსურს ეს გაგრძელდეს, უნდა ვიშრომოთ, მოვიგოთ თამაშები, შევინარჩუნოთ მაღალი დონე.

- კოლეგებს რას ეუბნებით, როგორ მუშაობთ ეროვნულ ნაკრებში?

- არ არსებობს უნივერსალური ტიპის ფეხბურთი, არ შეიძლება ყველამ ბურთის გორებით მიაღწიოს შედეგს, ზოგჯერ ძალიან ეფექტურია შორეული პასებით და მიზანმიმართული შეტევებით თამაში. ვამბობ, რომ უნივერსალური რეცეპტი არა მაქვს, ჩვენი მეთოდი არც ერთადერთია და არც საუკეთესო.

- თქვენ ხელში წიგნი შევნიშნეთ, რას კითხულობთ?

- "ორის ცხოვრება". იცით ვისი დაწერილია? პიკეს მამის - ფანტასტიკურია!

- შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მომავალში ესპანეთისა და კატალონიის საფეხბურთო დაპირისპირება?

- არა, არ შემიძლია. ეს ის საკითხია, რომელზე საუბარიც არ მსიამოვნებს, მაგრამ მინდა ვთქვა ერთი რამ - ვცდილობ, გავუგო კატალონიელებს.

მათ თავიანთი თავისუფლება აქვთ, მათ შეუძლიათ თავიანთი იდეალების დაცვა აგრესიის გარეშე.

მე რომ ძალაუფლება მქონდეს, რაც არ გამაჩნია, ყველაფერს გავიღებდი, რომ ესპანელებსა და კატალონიელებს შორის თუნდაც ოდნავ მაინც უკეთესი ურთიერთობა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კატალონია რომც გამოეყოს ესპანეთს, "ბარსელონა" მაინც ლა ლიგაში ითამაშებს

ჟოან ლაპორტა: "ბარსელონას" პრეზიდენტად დაბრუნება დამოუკიდებელ კატალონიაში მინდა

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა