28 სექტემბერს, ტოკიოში გაიმართა "პრემიერ" კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალები
28 სექტემბერს, ტოკიოში გაიმართა "პრემიერ" კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალები. ნადია პეტროვამ და აგნიეშკა რადვანსკამ იოლ გამარჯვებებს მიაღწიეს და დღეს, ფინალში წარსდგებიან ერთმანეთის წინააღმდეგ.

ერთ-ერთი წინა მიმოხილვის დროს ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ ამ ტურნირს ავსტრალიელი სამანტა სტოსურისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ის "ჩემპიონთა რბოლაში" მეცხრე ადგილზეა და ცდილობს მერვე პოზიციაზე გადასვლას, რაც მას წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრის საშუალებას მისცემს.

სამანტამ ტოკიოში მერვე ადგილზე მყოფ ნა ლიზე ორით მეტი წრე გაიარა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, ამიტომაც, სტოსური პეტროვას წინააღმდეგ მაქსიმალურად მობილიზებული გავიდა კორტზე.

რუსმა შესანიშნავად დაიწყო შეხვედრა და პირველივე გეიმში ბრეიკი გააკეთა. ამის შემდეგაც, მას არაერთხელ ჰქონდა მეტოქის მოწოდების აღების შანსი, მაგრამ ამის გაკეთება ვეღარ მოახერხა, სამაგიეროდ, თავის გეიმებში ითამაშა ისე, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა ავსტრალიელს და სეტი 6:4 მოიგო.

მეორე სეტში თამაშის სურათი არ შეცვლილა. პეტროვა დამაჯერებლად მოქმედებდა თავის მოწოდებაზე, მესამე გეიმში კი ბრეიკი გააკეთა. მალე მისი უპირატესობა ორმაგ ბრეიკამდე ავიდა და 5:2-ზე რუსი მატჩზე ჩასაწოდებლად გაემზადა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლო სტოსურმა მიღებაზე ბრძოლის გამართვა და სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ პეტროვამ სამივე მოიგერია და 6:4, 6:2 გაიმარჯვა.

მეორე ნახევარფინალი კიდევ უფრო გამანადგურებელი ანგარიშით დასრულდა. წინა დღეს, აგნიეშკა რადვანსკას რთული მატჩი ჰქონდა კაროლინ ვოზნიაცკისთან, ანჟელიკ კერბერმა კი უბრძოლველად გაიარა მეოთხეფინალის ბარიერი, რადგან მისმა მეტოქემ - ვიქტორია აზარენკამ ვერ შეძლო ავადმყოფობის გამო კორტზე გასვლა. როგორც აღმოჩნდა, გერმანელს ერთდღიანმა დასვენებამ უპირატესობა ვერ მოუტანა.

აშკარა იყო, რომ პოლონელი უკეთეს სპორტულ ფორმაში იმყოფება. მან სწრაფი ბრეიკი გააკეთა, თუმცა ანჟელიკმა შეძლო იქვე პასუხის გაცემა. თითქოს კორტზე დაძაბული ბრძოლა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ პოლონელმა მალე აღადგინა უპირატესობა და შემდეგ, მატჩი მთლიანად მისი კარნახით წარიმართა.

აგნიეშკამ პირველი სეტის განმავლობაში მხოლოდ ერთი უნებლიე შეცდომა დაუშვა, მისმა მეტოქემ - 14. ასე რომ, ანგარიში - 6:1 სრულად ასახავდა კორტზე ძალთა თანაფარდობას.

მეორე პარტიაში კერბერმა ორი ეისის დახმარებით მოიგო სასტარტო გეიმი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო სეტში მისი ბოლო წარმატება. არადა, გერმანელმა შეცდომებსაც უკლო და უფრო აქტიურად დაიწყო თამაში, მაგრამ აგნიეშკა კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა.

მატჩის შემდეგ, პოლონელს ფანტასტიკური სტატისტიკა ჰქონდა - 20 "ვინერსი" და მხოლოდ ოთხი უნებლიე შეცდომა. მეორე სეტი მან ასევე 6:1 მოიგო.

Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

1/2 ფინალი

ნადეჟდა პეტროვა (რუს, 17)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 8) 6:4, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 3)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 5) 6:1, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა