V ტურში შეჯიბრების ახალბედა არგენტინის ნაკრები შინ ახალ ზელანდიას შეხვდება, სამხრეთ აფრიკა კი ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება
ოთხი ერის გათამაშება ერთკვირიანი შესვენების შემდეგ ისევ განახლდება. მეხუთე ტურში შეჯიბრების ახალბედა არგენტინის ნაკრები შინ, ლა პლატაში, ლიდერს, ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

სამხრეთაფრიკელები კი პრეტორიაში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

არგენტინისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების მატჩში ფავორიტი, ცხადია, "ოლ ბლექსია". თუმცა "პუმების" ნაადრევად ჩამოწერაც არ ივარგებს. არგენტინელები საკუთარ მოედანზე განსკუთრებული შემართებით ირჯებიან და უკან არავისთან იხევენ. ამასთან ერთად, მათ უკვე საკმაოდ გამოცდილებაც მიიღეს წინა ოთხ მატჩში.

"პუმებისა" და "ოლ ბლექსის" დაპირისპირებში საინტერესო იქნება მგეზავების ხუან მარტინ ერნანდესისა და დენ კარტერის დაპირისპირება. ორივე მათგანი, მსოფლიოში უნიჭიერსი მორაგბეა და, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ისინი განსაზღვრავენ გუნდის წარმატებულ თამაშს.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებით "ოლ ბლექსი" გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდებს ჩემპიონობას.

არანაკლებ საინტერესო იქნება, კიდევ ორი წყვილის, მესამეხაზელების, ხუან მანუელ ლეგუსამონისა და რიჩი მაქოას დაპირისპირება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამარჯვებას ის მიაღწევს, ვინც უპირატესობას სწორედ ამ ორ დუეტში მოიპოვებს.

არგენტინა-ახალი ზელანდია

არგენტინა: 15. ლუკას ამოროსინო, 14. გომსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ორასიო აგულა, 10. ხუან მარტინ ერნანდესი, 9. მარტინ ლანდახო. 1. როდრიგო რონსერო, 2. ეუსებიო გუინასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო, 7. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.

16. ავგუსტინ კრევი, 17. მარკოს აიერსა, 18. ტომას ვალეხოსი, 19. ტომას ლეონარდი, 20. ნიკოლას ვერგალო, 21. მარტინ როდრიგესი, 22. ხუან იმჰოფი

ახალი ზელანდია: 15. იზარაელ დაგი, 14. ქორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმითი. 1. ტონი ვუდქოკი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.

16. კევინ მეალამუ, 17. ჩარლი ფაუმუნია, 18. ბროდლი რეტალიკი, 19. სემ კენი, 20. პირი ვიპუ, 21. აარონ კრადენი, 22. ბენ სმითი.

მსაჯი: იაკო პეიპერი (სამხრეთ აფრიკა)

სამხრეთ აფრიკის ნაკრები პრეტორიაში ეცდება წინა ტურში ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან წაგების გამო რევანში აიღოს.

ორივე გუნდის მწვრთნელი თავიანთი სარაგბო მსოფლმხედველობის უპირატესობას ამტკიცებს და მათ შორის რომელია მართალი, ურთიერთდაპირისპირებაში გაირკვევა.

"ვოლაბებს" ორი წამყვანი მორაგბე ვილი გენია და ქუადე კუპერი დააკლდებათ. ცხრა ნომრის პოზციას გენიას ნაცვლად ნიკ ფიპსი დაიკავებს, მგეზავი კი ქართლი ბეილი იქნება.

დანაკლისი აქვს "ბოკესაც". მგეზავ მორნი სტეინს ახალგაზრდა იოჰან გუსენი შეცვლის.

ერთი საგულისხმო დეტალი, ავსტრალიის ნაკრებს პრეტორიაში აქამდე არასდროს მოუგია.

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირხნერი, 14. ბრაიან ჰაბანა, 13. იან დე ფილიერსი, 12. ფრანსუა სტეინი, 11. ფრანსუა ჰუგარი, 10. იოჰან გუსენი, 9. რუან პინარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. ებენ ესტებესი, 5. ანდრიას ბეკერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ვილემ ალბერტსი, 8. დუეინ ვერმულენი.

16. ტიაან ლიბენბერხი, 17. კონი ოსტჰუიზენი, 18. ფლიპ ფა დერ მერვე, 19. მარსელ კუცია, 20. ელტონ იანტისი, 21. იან დე იონგი, 22. პატ ლამბიე

ავსტრალია: 15. ბერიკ ბარნსი, 14. დომინიკ შიპერლი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. პატ მაკკები, 11. დიგბი იოანი, 10. ქართლი ბეილი, 9. ნიკ ფიპსი. 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა ნაუ, 3. ბენ ალექსანდერი, 4. კენ დუგლასი, 5. ნათან შარფი, 6. დეივ დენისი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რადიკე სამო.

16. ენტონი ფაინგაა, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. სკოტ ჰიგინბოთამი, 20. ლიამ გილი, 21, ბრეთ შეჰანი, 22. ენტონი ფაინგაა.

მსაჯი: ალან როლანი (ირლანდია)

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია - 16 ქულა, 2. ავსტრალია - 8, 3. სამხრეთ აფრიკა - 7, 4. არგენტინა - 3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა