ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ერთი კვირის ათასი წვრილმანი: მგზავრის წერილები

ერთი კვირის ათასი წვრილმანი: მგზავრის წერილები

არ დავიზარე და დედაქალაქიდან განმუხურში წავედი ფეხბურთის სანახავად
არ დავიზარე და დედაქალაქიდან განმუხურში წავედი ფეხბურთის სანახავად. სანახები თბილისი-განმუხურის გზაზე ცოტა არ არის - ეს

ზოგადად, იმ დღეს კი, როცა ფეხბურთზე წავედი, სანახი კიდევ უფრო მეტი იყო.

ლიხს იქით ქვეყანა უფრო პოლიტიზირებული ჩანდა, კოლონები ზუგდიდისკენ მიემართებოდნენ. ოცნება ჩემი იმ დროს ერთი იყო - ზღვა ხალხი ფეხბურთისთვის უფრო მემეტებოდა, ვიდრე მიტინგისთვის.

სანამ ზუგდიდში შეგვიყვანდა მიკროავტობუსი, ხალხი სოფლებიდან თუ პატარა ქალაქებიდან მაგისტრალურ გზაზე გამოდიოდა და მიტინგზე მიმავალთ ხელს უქნევდა, შეძახილებით ამხნევებდა.

მომეწონა ის, რომ ხალხი აქტიური იყო, რომ ადამიანებს არ ეშინოდათ.

ზუგდიდში კი ფეხბურთისთვის ცოტას თუ ეცალა. ქალაქში კოლონები შევიდნენ, მაგრამ ქალაქი მაინც დუმდა.

"თოვდა...და ქალაქს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი" - ცნობილი ლექსის სტროფი ამეკვიატა და ცოტა არ იყოს გავბრაზდი, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ეს სტროფი აქ მოსატანი არ იყო, ბოლოს და ბოლოს ფეხბურთზე მივდიოდი და მეტი არაფერი.

ტაქსი გავაჩერე და მძღოლთან საუბრის გაბმა დავაპირე. რა ხდება ზუგდიდში, როგორ მიდის ცხოვრება, რა შანსი აქვს დღეს "ზუგდიდს" საჩხერის "ჩიხურასთან".

ტაქსის მძღოლმა ეჭვის თვალით შემომხედა, სიტყვა ბანზე ამიგდო და მითხრა, განმუხურისკენ ტაქსები და მარშრუტკები იქითა ქუჩიდან გადიან, ხოლო აქაური ხალხი ვისკენ არის, ამას ვერ გეტყვიო.

ტაქსის მძღოლისგან ჩემთვის ყველაზე საინტერესო ინფორმაციის გაგება მაინც მოვახერხე - როდის გადიან ზუგდიდიდან ის ავტობუსები, გულშემატკივარი "ზუგდიდის" თამაშზე რომ მიჰყავს განმუხურში. ავტობუსები მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გადიან, მაგრამ დღეს მიტინგია და ავტობუსებიც მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე დაძრნენ განმუხურისკენ - მითხრა შოფერმა.

ზუგდიდიან განმუხურში ჩასვლას დაახლოებით ერთი საათი უნდება ავტობუსი და უცბად ვერ მივხვდი, რატომ უნდა ეყურყუტა ზუგდიდან განმუხურში ჩასულ გულშემატკივარს კიდევ ერთი საათი.

ანაკლიაში პოლიტიკური აქტივობა დეკორატიულად მომეჩვენა. ნაირგვარი წინასაარჩევნო პლაკატები გამოფენილი ჰქონდათ, ტემპერატურა კი არ იგრძნობოდა. ფეხბურთის აფიშა ვერსად დავინახე, სადაც დიდი ასოებით იქნებოდა დაწერილი, რომ დღეს "ზუგდიდი" "ჩიხურას" ეთამაშება. ანაკლია კიდევ უფრო უტყვი იყო, ვიდრე ზუგდიდი.

განმუხურამდე ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელი გახდა, გზის ბოლო მონაკვეთი პოლიციას გადაეკეტა. ვიკითხე, რა იყო ამის მიზეზი და არავინ არაფერი არ მიპასუხა. უკვე საშიშად უტყვი მომეჩვენა ანაკლია.

განმუხურში ფეხით მოსიარულეთა ლამაზ ხიდზე რომ გავედი, ეულად მოსიარულე იქაურს გადავაწყდი. ის მარტო იყო და სითამამე ეტყობოდა. დღეს "ჰამბურგი" მოახერხებს "დორტმუნდის" დამარცხებას? კითხვა აქეთ დამიშინა ფეხბურთის ქომაგმა. "ჰამბურგს" კარგი კუში აქვს, ჰოდა, რაც ოქრო და ვერცხლი მქონდა, "ჰამბურგზე" დავდე - კარგი მთქმელი გამოდგა იქაური გულშემატკივარი.

ფეხბურთზე საუბარმა კი ნდობა გააჩინა. გავბედე და კითხვაც შევაპარე: რატომ ეშიანია აქ ხალხს? პასუხი პაუზის გარეშე მივიღე: ხალხს აქ ძმების ეშინიათ.

განმუხურის სტადიონთან მისვლას ცოტაღა უკლდა, თუმცა ენგურისა და ზღვის შესართავთან აქეთურ-იქეთურზე საუბარი კიდევ მოვასწარით.

ჩვენთან რუსი დამსვენებლებიც გადმოდიან აფახეზეთის საზღვრიდან, მათ მოსწონთ განმუხური, აქ ყველაფერია, თუ სასტუმროს ვერ გასწვდა დამსვენებლის ჯიბე, ბინას იქირავებს, ჩვენთან "აკუა პარკიც" არის და დისკოთეკაც, მზემოკიდებული რუსის ქალი კი შესაძლოა სტადიონზეც ნახო.

სტადიონამდეც მივედით და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. თითოოროლა მზემოკიდებული რუსის გოგო მართლაც ვნახე სტადიონზე, რომელსაც ორი ტრიბუნა აქვს. მომცრო ტრიბუნა "ჩიხურას" ქომაგს ჰქონდა დაკავებული, მთავარ, საპირისპირო ტრიბუნაზე კი "ზუგდიდის" გულშემატკივრები ისხდნენ.

დიდებული საფეხბურთო ატმოსფერო გადაიშალა - ასეთი იყო პირველი შთაბეჭდილებები.

კარგი თამაში წავიდა, მოედანზე ცეცხლი ენთო. ორივე ტრიბუნიდან საფეხბურთო ხმები ისმოდა.

არბიტრის ერთ-ერთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო "ზუგდიდის" ერთმა გულშემატკივარმა მსაჯს ისეთი უხამსი რაღაც დაუყვირა, მეგონა, რომ სტადიონზე მსხდომი ქომაგი მათგან უგუნურს გაკიცხავდა, მაგრამ ნურას უკაცრავად, მსაჯის მისამართით ამის დამყვირებელმა ტრიბუნისკენ რომ მიიხედა, კმაყოფილი სახეები დახვდა.

გულმა რეჩხი მიყო. მერეღა შევამჩნიე, რომ მასპინძელთა ტრიბუნაზე წითელი ფერი ჭარბობდა, "მე მიყვარს საქართველო" - წარწერა და პოლიტიკური პარტიის ლოგო მაისურზე. აქაც პოლიტიკა! რა უბედურებაა! მეგონა თავი დავაღწიე ზუგდიდს და იქაურ მიტინგს და თურმე სად მოვხვდი, თურმე რატომ დაიძრნენ ავტობუსები ზუგდიდან განმუხურისკენ ერთი საათით ადრე...

მაინც გამიმართლა, მოედანზე ჯიგრიანად აგორებდნენ ბურთს, "ზუგდიდი" 0:2-ს აგებდა და 4:2 მოიგო, დრამატული და საინტერესო შეხვედრა ვიხილე.

მატჩი დამთავრდა, მაგრამ ემოცია გრძელდებოდა. ერთი-ორმა ქომაგმა სიამაყით ჩაილაპარაკა, რუსებს მოვუგეთო.

ყველაფერი ბინძური ფულივით გათეთრდა. სურათი უკვე ისეთი თეთრი იყო, როგორც განმუხურის ზღვის ქაფი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი

აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა