30 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პრემიერლიგის მერვე ტურის მატჩები გაიმართა
30 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პრემიერლიგის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა.

თბილისის "დინამომ" ბოლნისის "სიონი" 7:2 გაანადგურა და რადგან, ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ მოედანზე გორის "დილასთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდა, სატურნირო ცხრილში დუშან უჰრინის გუნდი ერპიროვნულად გალიდერდა.

დინამოელთან დუბლით ჯაბა დვალი და გიორგი მერებაშვილი გამოირჩნენ, თითო კი ლევან ხმალაძემ, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვმა და მიკელ ალვარომ გაიტანეს. ბოლნისელთაგან გატანა ჯიქიამ და მანწკავამ შეძლეს.

ქუთაისური შეხვედრის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე რომან ახალკაცმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს გორელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას გუნდში მოშვლის შემდეგ. საგულისხმოა, რომ "დილამ" წარუმატებელი სტარტის შემდეგ ოთხივე გამარჯვება საქართველოს ჩემპიონატის ფავორიტებთან მოიპოვა.

მარტვილში "მერანმა" "ზუგდიდთან" თამაში 1:2 დათმო. შეხვედრაში ანგარიში საბა ლომაიამ გახსნა, მაგრამ ზუგდიდელმა შოთა ლომაიამ და დაჩი ფოფხაძემ გამარჯვება საკუთარ გუნდს მოუტანეს.

მოულოდნელი შეხვედრა დაფიქსირდა რუსთავურ შეხვედრაში, სადაც "მეტალურგი" "ვიტ ჯორჯიასთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. თავი ბესიკ ჩიმაკაძემ და ჯემალ გოგიაშვილმა გამოიჩინეს.

ქობულეთის სტადიონზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო ბათუმის "დინამომ", რომელმაც ამჯერად ფოთის კოლხეთი 3:1 დაამარცხა. ანგარიში 28-ე წუთზე მიხეილ ჯორბენაძის გოლით მასპინძლებმა გახსნეს. ბათუმელთა უპირატესობა თორნიკე ბერიძემ და უკრაინელმა ალექსანდრ ტიმიშჩინმა განამტკიცეს, ფოთელთა ერთადერთი გოლი კი მატჩის მიწურულს შოთა კვანტალიანმა გაიტანა.

"ზესტაფონმა" და საჩხერის "ჩიხურამ" კი 90 წუთის მანძილზე გოლის გატანა ვერ შეძლეს, 0:0.

სატურნირო ცხრილი

1. დინამო (თბ) 8 6 1 1 24:6 19

2. ტორპედო 8 5 1 2 18:6 16

3. ჩიხურა 8 4 2 2 10:8 14

4. დილა 8 4 1 3 11:7 13

5. ზუგდიდი 8 3 4 1 9:5 13

6. მეტალურგი 8 4 0 4 6:11 12

7. ზესტაფონი 8 3 2 3 8:6 11

8. მერანი 8 3 0 5 5:14 9

9. დინამო (ბთ) 8 2 2 4 10:15 8

10. ვიტ ჯორჯია 8 2 2 4 6:11 8

11. სიონი 8 1 4 3 9:15 7

12. კოლხეთი 8 0 3 5 4:16 3

zura
რა ჭირს მეტალურგს,რა უბედურებაა
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის