ჩოგბურთის ქართველი გულშემატკივრები განსაკუთრებული ინტერესით ანა ტატიშვილის (136) პროგრესს ადევნებენ თვალყურს. 20 წლის ჩოგბურთელი სამშობლოში უპირობო ლიდერია, მსოფლიოშიც საუკეთესო ასეულს მიუახლოვდა.

ჩოგბურთის ქართველი გულშემატკივრები განსაკუთრებული ინტერესით ანა ტატიშვილის (136) პროგრესს ადევნებენ თვალყურს. 20 წლის ჩოგბურთელი სამშობლოში უპირობო ლიდერია, მსოფლიოშიც საუკეთესო ასეულს მიუახლოვდა. ბუნებრივია, ქომაგს მოსწყინდა ქართული ჩოგბურთის პლანეტის ფერხულის არიერგარდში ყოფნა, საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელების მესამე-მეოთხე ასეულებში "ყურყუტი". იმედი კი სწორედ ტატიშვილმა გააჩინა, მაგრამ ჩვენებური ჯერჯერობით მეტისმეტად არასტაბილურია - ერთ დღეს თუ ასეულის წევრის იოლად დამარცხება შეუძლია, მეორე დღეს შეიძლება ყველასთვის უცნობ სუსტ ჩოგბურთელთანაც დამარცხდეს. ასე კი სერიოზული მიზნის მიღწევა (ასეულში შესვლა სწორედ ასეთია) გაუჭირდება...

ეს ყველაფერი კანზას სიტის ტურნირის (50 ათასი დოლარი) პირველი წრის შედეგების გაცნობის შემდეგ "ცხელ გულზეა" ნათქვამი - ანამ წააგო "უაილდ ქარდით" მიწვეულ ჩოგბურთელთან, 20 წლის ირინა ფალკონისთან (281), რომელსაც კლასიფიკაციაში ლამის 150 საფეხურით უსწრებს - 5:7, 2:6. ჩვენებური ტურნირის წყვილთა ბადეში კი რჩება, მაგრამ მთავარი მაინც ერთეულთა თამაშებია. ესეც უკუსვლა - ტატიშვილმა შარშან კანზას სიტიში მეოთხედფინალში გააღწია, ახლა მის შარშანდელ ქულებს წლევანდელი ჩაანაცვლებს (18-ის ნაცვლად 1 დაერიცხება).

წლის ბოლომდე ანას "დასაცავი" აქვს როკ ჰილის ტურნირის (25 ათასი დოლარი) 8 ქულა, ფინიქსის (50 ათასი) - 32 ქულა და ტორონტოს (50 ათასი) - 10 ქულა, ჯამში 50 ქულა.

უილიამსბურგის ტურნირის (10 ათასი) I წრეში დამარცხდა სალომე დევიძე, რომელსაც ბრიტანელმა ჰოუპ ჯონსონმა მოუგო - 6:2, 7:6 (6). სამაგიეროდ, დევიძისა და მაგდა ოქრუაშვილის წყვილმა პირველ ნომრად განთესილი უკრაინულ-ამერიკული დუეტი (ხარჩენკო, აუგუსტინი) დაამარცხა - 3:6, 6:1, 10:4 და მეოთხედფინალში გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა