საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VIII ტური
"მეგრული დერბი" ყოველთვის განსაკუთრებულია და არც ეს შეხვედრა ყოფილა გამონაკლისი.

იმის მიუხედავად, რომ მარტვილში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, საარჩევნო ციებ-ცხელებაა, მატჩმა მთლიანობაში უექსცესოდ ჩაიარა. თუმცა, იყო ვნებათაღელვა...

მატჩს სანახაობრივს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, თუმცა დაძაბულობა პირველი წუთებიდან ბოლო წუთებამდე გასდევდა.

პირველ ტაიმში "მერანი" რიგიანად თამაშობდა, უამრავი მომენტიც შექმნა მეტოქის კართან, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში რაღაც აკლდა. მეტიც, მასპინძლებს მეორე ტაიმში თავიდანვე აქცენტი დაცვაზე რომ გაეკეთებინათ, არავინ იცის, როგორი შედეგი დაფიქსირდებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ პუბლიკაზე თამაში მოინდომეს, თუმცა ფიზიკურად ვერ აჯობეს მეტოქეს და დამარცხდნენ.

"მერანმა" თავიდანვე შეუტია: გამოსაყოფია გიორგი რეხვიაშვილის დარტყმა, რომელიც არაზუსტი გამოდგა. აქვე სტუმრებმაც გაიბრძოლეს: ლევან კუტალიას მცდელობას წინ ჯონი შეროზია აღუდგა. ამის შემდეგ კი ზუგდიდელებს მომენტი, ფაქტობრივად, აღარ ჰქონიათ; ნახევარმომენტს თუ ვუწოდებთ ზვიად სიხარულიას საჯარიმო დარტყმას, რომელიც დიდი მანძილით ასცდა მასპინძელთა კარს.

მერანელებმა შეტევები განაგრძეს: ერთმანეთის მიყოლებით ჯერ გიგა ამბროლაძემ გაისროლა ძლიერად, შემდეგ კი პაპუნა ფონიავამ.

გამოსაყოფია ასევე საბა ლომიასა და გამოცდილი გივი დიდავას დარტყმები.

მარტვილელთა მცდელობებს უშედეგოდ მაინც არ ჩაუვლია: ტაიმის ბოლო წუთზე ლევან გეგეჭკორმა მარცხენა ფრთაზე გვერდი აუარა რამდენიმე მცველს და შესანიშნავად მოძებნა საბა ლომია. ამ უკანასკნელმა ლაშა ძაგანიას თავზე გადაუგდო ბურთი - 1:0.

შესვენების შემდეგ ზუგდიდელები მოედანზე სულ სხვა ენთუზიაზმით გამოვიდნენ. ეტყობოდათ, რომ ამ შეხვედრის არწაგებისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ, რასაც ვერ ვიტყვით მასპინძლებზე. ჯერ იყო და ლევან კუტალიას ჩაწოდების შემდეგ მცველებმა პოზიციური შეცდომა დაუშვეს, რითაც კარგად ისარგებლა შოთა ლომიამ და ახლო მანძილიდან ანგარიში საყაიმო გახადა.

მოგვიანებით კი ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა მეორეც გაიტანეს: აქტიური შოთა ლომიას ჩაწოდებულ საჯარიმოს დაჩი ფოფხაძემ შეუცვალა ბურთს თავით მიმართულება და 1:2.

გაშვებულმა გოლმა საბოლოოდ გატეხა მარტვილელები. მათ, მართალია, ბურთზე კონტროლი მოიპოვეს, თუმცა რაიმე ღირებულის შექმნა ვეღარ მოახერხეს.

ბოლოსკენ შეცვლაზე შემოსულმა ნოდარ ნოზაძემ შეასრულა საჯარიმო სახიფათოდ, რასაც მამუკა ტორონჯაძის ძლიერი დარტყმა მოჰყვა. ორივე ეპიზოდში კარგად ითამაშა სტუმართა კარის დარაჯმა.

"მერანმა" ამ წაგებით ერთობ გაირთულა სატურნირო ცხრილში სიტუაცია, "ზუგდიდმა" კი სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით დაამტკიცა, რომ მაღალი მიზნებისათვის იბრძოლებს.

მატჩის შემდეგ

მალხაზ ჟვანია (მერანი): "პირველ ტაიმში უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა და მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ, რის გამოც საბოლოოდ დავისაჯეთ. როცა ასეთი უპირატესობა გაქვს, ქარს არ უნდა გაატანო... ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. იმედია, ამ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან მალე გამოვალთ და ჩვეულად ავთამაშდებით".

ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი): "მეგრული დერბი ყოველთვის პრინციპულობით გამოირჩეოდა და არც ეს თამაში იყო გამონაკლისი. იმის მიუხედავად, რომ ტაიმი წავაგეთ, შესვენებაზე ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს, მათ ყველაფერი დადეს მოედანზე. სწორედ ბრძოლისა და მონდომების ხარჯზე მოვახერხეთ "მერანის" დამარცხება, გუნდის, რომელთანაც სტუმრად თამაში ყველას უჭირს".

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VIII ტური

30.09. მარტვილი. ცენტრალური. 800 მაყურებელი

მერანი-ზუგდიდი 1:2

გოლები: 1:0 ს. ლომია (45. გეგეჭკორის პასით), 1:1 შ. ლომია (49.კუტალიას პასით), 1:2 ფოფხაძე (60.შ. ლომიას პასით)

მერანი (4-3-3) ზუგდიდი (4-2-3-1)

შეროზია ძაგანია

მელიავა ფოფხაძე

იობაშვილი ს. თოდუა

გ. ჟვანია გამეზარდაშვილი

გეგეჭკორი აკობია

დიდავა სიხარულია

ფონიავა ტყემალაძე

ამბროლაძე კუტალია

ს. ლომია დ. ბოლქვაძე

ტორონჯაძე შ. ლომია

რეხვიაშვილი კუკავა

მწვრთნელები:

მ. ჟვანია ე. ქომეთიანი

მერანი

65. ს. ლომია - ნ. ნოზაძე

73. ამბროლაძე - ბუკია

76. რეხვიაშვილი - კუჭუხიძე

სათადარიგოები: ბერია, ბ. ჩხეტიანი, მონიავა, კიკალიშვილი

ზუგდიდი

70. კუკავა - ეხვაია

88. დ. ბოლქვაძე - რ. ონიანი

სათადარიგოები: მაქაცარია, აფაქიძე, წურწუმია, კოშკაძე, ფარჯიკია

გაფრთხილება: დ. ბოლქვაძე (63), ს. თოდუა (80), გამეზარდაშვილი (90)

არბიტრი: დ. სანოძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა