"ბარსელონას" პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესპანურ საკლუბო ფეხბურთს ცვლილებები სჭირდება, ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთა რაოდენობა კი 64 გუნდამდე უნდა გაიზარდოს
"ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა იმედი გამოთქვა, რომ გამარჯვებული კლუბის ერა კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება; ასევე აღნიშნა, რომ ესპანურ საკლუბო ფეხბურთს ცვლილებები სჭირდება.

"ჩვეულებრივ, გუნდის გამარჯვებების ციკლი სამი წელი გრძელდება, შემდეგ კი შედეგები იკლებს. "ბარსელონას" ეს პერიოდი უკვე ოთხ წელიწადს გაუგრძელდა. სეზონი მიმდინარე წელსაც კარგად დავიწყეთ, ასე რომ, ამ მითის დამსხვრევას ვეცდებით. იმედი გვაქვს, რომ გუნდი ხუთ, ექვს და მეტ წელს გაიმარჯვებს.

ამ დროისთვის ტიტო ვილანოვას "ბარსელონასთან" კონტრაქტი ორი უახლოესი წლით აკავშირებს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყოს და მას გუნდისთვის მრავალი წლის მანძილზე ეხელმძღვანელა.

რაც შეეხება სატელევიზიო უფლებების შემოსავლების განაწილებას, 2014/15 წლების სეზონის შემდეგ ამ საკითხს საფუძვლიანად უნდა გადავხედოთ. ესპანური ფეხბურთი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს. ცუდია, რომ ჩემპიონის ტიტულისთვის თავიდანვე მხოლოდ ორი გუნდი - "ბარსა" და "რეალი" იბრძვის.

ლიგის 16 გუნდამდე შემცირება და პირიქით, ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთა რაოდენობის 64-მდე გაზრდა ურიგო არ იქნებოდა, - განაცხადა როსელმა.

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"