საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა "ბუდიველნიკთან" ერთად კონდრაშინისა და ბელოვის სახელობის ტურნირი მოიგო
რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გაიმართა კონდრაშინისა და ბელოვის სახელობის ტურნირი, რომელშიც ოთხი გუნდი მონაწილეობდა: უკრაინის "ბუდიველნიკი", პეტერბურგის "სპარტაკი", ლატვიის "ვენტსპილსი" და ესტონეთის "კალევი".

ნახევარფინალში "ბუდიველნიკი" "კალევს" დაუპირისპირდა და 74:61 დაამარცხა.

უკრაინელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ. მან 15 ქულა, 4 ჩაჭრა და 4 პასი მოაგროვა.

მეორე ნახევარფინალში მასპინძელმა "სპარტაკმა" "ვენტსპილსი" დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

გადამწყვეტი შეხვედრა დრამატული გამოდგა, გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მაშინ, როცა ყველა პეტერბურგელთა გამარჯვებაში დარწმუნდა, აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილმა გუნდმა თამაში სათავისოდ შემოატრიალა.

საფინალო სირენამდე 18 წამით ადრე "სპარტაკი" 75:72-ს იგებდა. მასპინძელთა კალათბურთელმა კურბანოვმა ჯარიმა აიღო, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ორი თავისუფალი ტყორცნის შემდეგ ანგარიშში უპირატესობა მის გუნდს დარჩებოდა და შეტევას "სპარტაკი" წამოიწყებდა...

ასეც მოხდა, უკრაინელმა გორბენკომ ორივე ტყორცნა გამოიყენა. წინ მაინც "სპარტაკი" იყო - 75:74. მასპინძლებმა, იმის ნაცვლად, რომ ბურთი გაეთამაშებინათ ან ჯარიმების ტყორცნის უფლება მოეპოვებინათ, ბურთი უკრაინელებს ჩააბარეს, რომელთა ლიდერმა დილეინიმ საფინალო სირენასთან ერთად გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო - 76:75.

გადამწყვეტ მომენტში არაზუსტი პასი ლატვიელმა შტრელნიექსმა გააკეთა. ამის შესახებ ბაგაცკისმა იხუმრა - მატჩის ბოლოს შტრელნიეკსს ლატვიურად დავუძახე: ნაკრებში აღარ გამოგიძახებ-მეთქი.

რეალურად კი სპარტაკელები "ბუდიველნიკის" პრესინგში გაებნენ.

გიორგი ცინცაძემ 22 წუთში 2 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად