საინტერესო დეტალი "ლივერპულის" მწვრთნელის როი ჰოჯსონის კონტრაქტიდან: კლუბს მეპატრონის შეცვლის შემთხვევაში მწვრთნელთან თანამშრომლობის შეწყვეტა შეუძლია....
საინტერესო დეტალი "ლივერპულის" მწვრთნელის როი ჰოჯსონის კონტრაქტიდან: კლუბს მეპატრონის შეცვლის შემთხვევაში მწვრთნელთან თანამშრომლობის შეწყვეტა შეუძლია.

მოგეხსენებათ, ჰოჯსონმა მერსისაიდელებთან ხელშეკრულება გასულ ზაფხულს გააფორმა და, როგორც ირკვევა იმთავითვე იცოდა, რომ "ენფილდ როუდზე" შეფების შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წამოიჭრებოდა მისი სამსახურის საკითხი. ცნობილია აგრეთვე, რომ იმავე კონტრაქტის თანახმად "გაყრის" შემთხვევაში მწვრთნელი სრულყოფილ კომპენსაციას მიიღებს.

თუმცა, ეს ყველაფერი იურიდიული მხარეა. პრაქტიკულად რა ხდება? რას აპირებს "ლივერპულის" მომავალი პატრონი, ბეისბოლის კლუბის "ბოსტონ რედ სოკსისა" და მრავალი სხვა სპორტული ორგანიზაცის მესაკუთრე ჯონ ჰენრი? ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ დღეებში ინგლისს New England Sports Venture -ის სამი წამომარდგენელი ესტუმრა, მაგრამ ისინი ჰოჯსონს ჯერ არ შეხვედრიან და არავინ იცის რა გზას აირჩევენ.

"ლივერპულის" პრეს-მდივანმა განაცხადა: "კლუბში მწვრთნელით ძალიან კმაყოფილები არიან. დირექტორატი როი ჰოჯსონს ენდობა და დარწმუნებულია, რომ ის "ლივერპულისთვის" ზედგამოჭრილი პიროვნებაა".

თუმცა, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს ძველი, უფრო სწორად კი ჯერჯერობით მოქმედი დირექტორაიტის მოსაზრებაა, ხოლო რას იტყვიან ახლები, მომავალში გაირკვევა.

"ლივერპულში" მომუშავე მავანმა ადამიანმა ტაბლოიდებს განუცხადა:

"ახალი მეპატრონეები მწვრთნელს ჯერ არ შეხვედრიან, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ შეხვდებიან და გაარკვევენ, სურს თუ არა მათთან მუშაობა".

"ის, რომ კლუბი იყიდება და მას New England Sports Venture  ყიდულობს, ძალიან კარგია. რასაკვირველია, ეს მახარებს. კარგად ვიცი, რამდენი იმუშავა დირექტორატმა რთული მდგომარეობიდან საუკეთესო გამოსავალი რომ მოძებნა".

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა