ფუტსალში საქართველოს ჩემპიონს თბილისში უეფას თასის ელიტრაუნდის მატჩები აქვს ჩასატარებელი და სათამაშო პრაქტიკა ჰაერივით სჭირდება
ფუტსალში ეროვნული ჩემპიონატის დაწყება 1 ოქტომბრის არჩევნების გამო გადაიდო. არადა, მალე "იბერია სტარს" თბილისში უეფას თასის ელიტრაუნდის მატჩები აქვს ჩასატარებელი და სათამაშო პრაქტიკა ჰაერივით სჭირდება.

სწორედ ამ მიზნით შაბათს "არენაში" "იბერია სტარმა" საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურად ითამაშა: თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო ბენატიმ მატჩი მოსამზადებლად გამოიყენა, ხოლო ნაკრების დამრიგებლებმა, ავთანდილ ასათიანმა და ბესო არველაძემ კანდიდატების მზადყოფნა შეამოწმეს.

"იბერიადან" ნაკრების შემადგენლობაში ითამაშეს მეკარე ჯამბურიამ და ჯვარაშვილმა. თუმცა ჩემპიონს ეხმარებოდნენ ნაკრების ლიდერები, ალთუნაშვილი და ძაბირაძე. ჩამოსვლა ვერ მოახერხეს ლეგიონერებმა, ბაქოს "ნეფთჩის" მოთამაშეებმა მაისაიამ და სებისკვერაძემ, კვიპროსის "ომონიადან" - დევდარიანმა და თოთლაძემ.

"იბერია", რომლის შემადგენლობაშიც მრავალი ბრაზილიელია, უპირატესობას ფლობდა და 4:1 გაიმარჯვა. "იბერიადან" გაიტანეს ბრუნო მელომ (2), ალეკო ძაბირაძემ და აუგუშტომ, ნაკრებიდან - გიორგი ტიკურიშვილმა.

"ჩვენს ჩემპიონს წარმატება მინდა ვუსურვო ელიტრაუნდში. რაც შეეხება ნაკრებს, მას დიდი პოტენცია გააჩნია, მაგრამ მეტი საერთაშორისო ამხანაგური თამაში სჭირდება", - თქვა მატჩის შემდეგ ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან ცქიტიშვილმა.

ავთანდილ ასათიანი:

"მომეწონა ბიჭების შემართება. იმედია, შეხვედრა ორივეს წაგვადგება, რადგან დავინახეთ ჩვენი სუსტი თუ ძლიერი მხარეები".

სერჟიო ბენატი:

"საქართველოს ნაკრების დაცვითი ხაზი საკმაოდ ძლიერია და რაც მთავარია, მიმაჩნია, რომ ყველა მოთამაშე ინდივიდუალურად ძლიერია და მეტოქეებს დიდ საფრთხეს შეუქმნიან".

ცხადია, ბრაზილიელ ლეგიონერებთან ჩვენი ნაკრების წევრები დაიჩრდილნენ. თუმცა ღირს თუ არა მათი მასობრივი ნატურალიზაცია?

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, "ბენფიკას" ყოფილი მწვრთნელი და ამჟამად ჩინეთში მოღვაწე ანდრე ლიმა ამბობს:

"მომავალი არა აქვს ფედერაციას, რომელიც ფუტსალის ნაკრების გაძლიერებას ნატურალიზაციის საშუალებით ხედავს. ნატურალიზება მაშინაა დასაშვები, თუ მოთამაშეს სახელმწიფოსთან დაზუსტებულად აქვს წინაპრების კავშირი. და თუ მაინც აირჩევთ ამ გზას, თქვენ ვერასდროს განვითარდებით".

ჩვენი ფუტსალის ასოციაციას "იბერიას" 2-3 ლეგიონერის ნატურალიზაცია სურს, მაგრამ მათ მასობრივ დამატებაზე უარს ამბობს და როგორც ჩანს, რთულ გზას ირჩევს და უფრო მნიშვნელოვნად საკუთარი რესურსის ათვისებას მიიჩნევს.

ახლა ასოციაცია ფეხბურთის ფედერაციის პასუხს ელის, რომ პორტუგალიაში მივლინება დაუფინანსოს. არადა, ორგანიზაციის წლის ბიუჯეტი 100 000 ლარია, რაც ნაკრებს თამაშების ჩატარების მწირ შანსს აძლევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვატო წერეთელი: ქართულ ფუტსალში გამყინვარება დასრულდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?