ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ 2011 წლისთვის ვტა ტურის კალენდარი გამოაქვეყნა. გაისად 32 ქვეყანაში 56 ტურნირი გაიმართება, რომელშიც "დიდი სლემის" ოთხი ჩემპიონატიც შედის...

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ 2011 წლისთვის ვტა ტურის კალენდარი გამოაქვეყნა. გაისად 32 ქვეყანაში 56 ტურნირი გაიმართება, რომელშიც "დიდი სლემის" ოთხი ჩემპიონატიც შედის.

23 ტურნირი ევროპაში ჩატარდება, 15 - ამერიკაში და 18 - აზიაში. 2011 წლის შემაჯამებელ ჩემპიონატს თურქეთის ქალაქი სტამბოლი უმასპინძლებს. ამ ქალაქში სეზონი მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეჯამდება. ხოლო დოჰას (კატარი) ტურნირი, სადაც ბოლო წლებში შემაჯამებელი ტურნირი იმართებოდა, პროფესიული ტურის კალენდარში დარჩება - კატარის ღია პირველობამ "პრემიერის" კატეგორია მიიღო და 21 თებერვალს აიღებს სტარტს.

მომავალ წელს ვტა-ში ახალი ტურნირი გაჩნდება. მას აშშ-ის დედაქალაქი ვაშინგტონი უმასპინძლებს და აქ ატპ-ის რანგში კაცებიც ითამაშებენ, ოღონდ ქალების ტურნირის დასრულებიდან ერთი კვირის თავზე - აგვისტოს დასაწყისში. ვაშინგტონის ქალთა ტურნირი ვადებში (26 ივლისი-1 აგვისტო) სტენფორდის ტურნირს დაემთხვევა.

სულ ერთობლივი ტურნირი (ატპ/ვტა) მომავალ წელს ოცი იქნება - სიდნეი, ბრისბენი, ინდიან უელსი, მაიამი, რომი, მადრიდი, პეკინი, ცინცინატი, მონრეალი, ტორონტო, მოსკოვი, ისტბურნი, ნიუ ჰევენი, ჰერტოგენოში, მემფისი, ეშტორილი, აკაპულკო და "დიდი სლემის" ოთხი ჩემპიონატი. კიდევ ხუთი გაერთიანებული ტურნირი არა ერთ დროს, არამედ ერთმანეთის მიყოლებით ორი კვირის განმავლობაში გაიმართება - დუბაი, ტოკიო, ოკლენდი, ვაშინგტონი და ბაშტადი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა