ინგლისის საფეხბურთო კლუბ "ჩიჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მარკ პულტონმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იმ დროს შეიტყო, როცა სათადარიგოთა სკამიდან თავის გუნდს მორიგ მატჩში ხელმძღვანელობდა...
ინგლისის საფეხბურთო კლუბ "ჩიჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მარკ პულტონმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იმ დროს შეიტყო, როცა სათადარიგოთა სკამიდან თავის გუნდს მორიგ მატჩში ხელმძღვანელობდა. მას კლუბის ერთ-ერთმა დირექტორმა მობილურ ტელეფონზე დაურეკა, მოუბოდიშა, რომ აცდენდა და დააყოლა, გათავისუფლებული ხარო. მწვრთნელი ამბობს, საქუთარ ყურებს არ დავუჯერეო...

"ჩიჩესტერ სიტი" სასექსის საგრაფოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოდის, ხოლო პულტონი ამ გუნდს სათავეში გასულ ზაფხულში ჩაუდგა. სამსახურიდან მისი დათხოვნა კი ლიგის სუპერთასის მატჩის პირველი ტაიმის მსვლელობისას მოხდა. პულტონის თქმით, "ჩიჩესტერის" ხელმძღვანელები არა კლუბზე ზრუნავენ, არამედ თავის პირად ინტერესებზე.

როცა მარკ პულტონის მობილურზე საბედისწერო ზარი გაისმა, მისი გუნდი 2:1-ს იგებდა, თუმცა მწვრთნელი თავის სკამზე მატჩის ბოლომდე დარჩა. "მატჩის მსვლელობისას გუნდს როგორ მივატოვებდი?" – უკვირს პულტონს. მაგრამ მისმა უანგარო ერთგულებამ შედეგი ვერ გამოიღო – "ჩიჩესტერი" 2:4 დამარცხდა. პულტონმა თავისი დათხოვნის ამბავი ფეხბურთელებს შესვენებისას გასახდელში გაუზიარა. ყოველივეს კი მისი ყოფილი შეგირდების მოულოდნელი რეაქცია მოყვა: კლუბიდან მივდივართო, თქვა რამდენიმე ჩიჩესტერელმა.

პულტონი არ არის პროფესიონალი საფეხბურთო მწვრთნელი. ეს კაცი დაცვის კერძო სამსახურის მეპატრონეა და "ჩიჩესტერში" ყოველკვირეული ხელფასის სახით 200 გირვანქა სტერლინგს იღებდა...

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"