1 ოქტომბერს საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის წამყვანი სახელბურთო კლუბის - "მონპელიეს" რვა ხელბურთელი დააპატიმრა
1 ოქტომბერს საფრანგეთის პოლიციამ ქვეყნის წამყვანი სახელბურთო კლუბის - "მონპელიეს" რვა ხელბურთელი დააპატიმრა. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებაში. ამის შესახებ სააგენტო France-Press იუწყება.

დაპატიმრებულთა შორისაა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ხელბურთელი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნიკოლა კარაბატიჩი და მისი ძმა - ლუკა კარაბატიჩი. ისინი "პარი სენ-ჟერმენთან" კალენდარული მატჩის შემდეგ აიყვანეს. ამ შეხვედრაში "მონპელიე" 24:38 დამარცხდა.

ადრე ვწერდით იმის შესახებ, რომ პროკურატურის წარმომადგენლებმა ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით დაკითხეს "მონპელიეს" მოთამაშეები და გუნდის თანამშრომლები. სულ 12 ადამიანი იყო ეჭვმიტანილი.

1 ოქტომბერს კი ჩატარდა სპეციალური ოპერაცია და ხელბურთელებს პირდაპირ გასახდელში მიაკითხეს. ლაპარაკია საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურზე, რომელიც უშუალოდ არის დაკავებული სპორტულ ტოტალიზატორებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებით.

ფრანგული კანონების თანახმად, წინასწარი დაკავების ვადააა - 24 საათი. სავარაუდოდ, 2 ოქტომბერს პრესისთვის განმარტებას გააკეთებს ქალაქ მონპელიეს პროკურორი, რომლის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს გამოძიება.

შეგახსენებთ, "მონპელიე" ჩაწყობილ თამაშებში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა პრესამ გამოაცხადა, რომ კლუბის მოთამაშეებმა შეგნებულად წააგეს მატჩი, რომელიც 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართა. იმ თამაშზე ფსონები ჰქონდათ გაკეთებული მოთამაშეთა მეგობრებსა და ნათესავებს.

პრესის ცნობით, ფსონის საერთო ოდენობა 5 ათასი დოლარი იყო, მოგებულმა თანხამ კი 200 ათასი დოლარი შეადგინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა