გერმანული პრესა ლეგენდარული მრბოლელის მომავალზე საუბრობს
გერმანული პრესა აქტიურად გამოეხმაურა ფორმულა 1-ის სატრანსფერო ბაზარზე ბოლოდროინდელ აქტიურობას, კერძოდ, ლეგენდარული მიხაელ შუმახერის "მერსედესიდან" გაშვებას.

ახლა გერმანელი ჟურნალისტები მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის კარიერის გაგრძელების ვარიანტებზე ბჭობენ.

შუმახერის მომავალს უფრო აქტიურად განიხილავენ, ვიდრე ლუის ჰემილტონის "მერსედესში" გადასვლას, რადგან, ფაქტობრივად, გერმანელი გააგდეს გუნდიდან. არადა, ცოტა ხნის წინ ისე ჩანდა, რომ ფორმულა 1-ში მისი მომავალი გამოსვლა მხოლოდ შუმის პირად გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.

გაზეთ Bild-ის გვერდებზე გამოქვეყნდა პუბლიკაციების სერია - ფაქტის კონსტატაციიდან დაწყებული, ანალიტიკური სტატიებით დამთავრებული. ერთ-ერთი სტატიის სათაური ასეთი იყო - "ყველა დროის უდიადეს ავტომრბოლელთან არაღირსეული განშორება".

მასალაში ლაპარაკია იმაზე, რომ მიხაელი სერიოზულად რისკავდა, როცა მომავალი სეზონის კონტრაქტზე გადაწყვეტილების მიღებას აჭიანურებდა, რადგან მას საკუთარი მომავალი უსაფრთხოდ მიაჩნდა, "მერსედესში" კი ის ჰემილტონით შეცვალეს.

ჰემილტონის ტრანსფერზე განცხადებისას "მერსედესს" არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია იმის შესახებ, თუ რა გზას აირჩევს მომავალში შუმახერი, მაგრამ Bild-ის 1 ოქტომბრის პუბლიკაციამ გარკვეული იმედები ჩაუსახა მიხაელის გულშემატკივრებს - თითქმის 50-პროცენტიანი ალბათობა არსებობს იმისა, რომ შუმი სხვა გუნდში გააგრძელებს კარიერას. ამ მხრივ, საგულისხმოა მიხაელის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, საბინ კემის ფრაზა - "ჯერ ყველაფერი შესაძლებელია".

ჭორების თანახმად, სავარაუდო ვარიანტებს შორისაა - "მერსედესის" წარმომადგენლის როლი, მაგრამ გერმანული ტაბლოიდის აზრით, არ არის გამორიცხული "ზაუბერში", "ლოტუსში" ან "ფერარიში" გადასვლა.

ჟურნალისტები ხაზს უსვამენ იმას, რომ მიხაელის მოტივაცია ძველებურად მაღალია და აქ საქმე მხოლოლ ფულში არ არის.

სხვა გამოცემები ნაკლებად ოპტიმისტურად აფასებენ შუმახერის პერსპექტივებს. Die Welt-ს ტრაგედიად მიაჩნია შუმის კარიერის ასეთი ფინალი და ურჩევს მიხაელს, გადაერთოს "მერსედესში" ადმინისტრაციულ სამუშაოზე.

მათ მიაჩნიათ, რომ სინგაპურში მომხდარმა ავარიამ "მერსედესი" აიძულა, გადაეხედა სამომავლო გეგმებისთვის. "სამი წლის განმავლობაში, შეცდომების მიუხედავად, "მერსედესში" მხარს უჭერდნენ და იცავდნენ თავიანთ პილოტს, მაგრამ სინგაპურში გამართულმა რბოლამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და "მერსედესისთვის" ლუისის მიწვევა უფრო მომხიბვლელი ვარიანტი აღმოჩნდა".

ბერლინური Der Tagesspiegel უფრო შორს მიდის და შუმახერს იმათ ადარებს, რომლებიც ავტოსტოპით ყოველგვარი მიზნის გარეშე მოგზაურობენ. ამასთან, ამ გამოცემას მიაჩნია, რომ მიხაელმა ჯერ ვერ გაარკვია თავისი მომავალი, რადგან სხვა გუნდში იმედოვნებს კარიერის გაგრძელებას.

Der Tagesspiegel ეთანხმება "ბილდს" იმაში, რომ მიხაელს არ უნდა გადაედო ოქტომბრამდე კარიერის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება.

"შედეგად, "მერსედესს" საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ჰემილტონს დაკავშირებოდა და ამიტომაც შუმახერი მოულოდნელად, საკუთარი მომავლის განსაზღვრისას, პასიური მაყურებლის როლში აღმოჩნდა.

საბოლოოდ, 91 გრანპრის მომგები ოფიციალური პრესრელიზის "ცივი" ფორმულირებით გააძევეს, ისე, როგორც თავად შუმი ექცეოდა თავის კონკურენტებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა