საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მთავარი გუნდისა არ იყოს, ამ უქმეებზე სათადარიგო ნაკრებმაც წარმატებით იჭიდავა უცხოეთში
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მთავარი გუნდისა არ იყოს, ამ უქმეებზე სათადარიგო ნაკრებმაც წარმატებით იჭიდავა უცხოეთში.

ისინი ყაზახეთის ქალაქ ტარაზში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ჯამბილის მხარის ხელმძღვანელთა ინიციატივით გაიმართა.

ტურნირში 130 სპორტსმენი მონაწილეობდა ყაზახეთის ყველა რეგიონიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, რუსეთიდან, უზბეკეთიდან, მონღოლეთიდან და შრი ლანკადან.

გამარჯვებულები ჯილდოდ 5 000 დოლარს იღებდნენ, ვერცხლისმედალოსნები - 3 000-ს, ბრინჯაოსი - 1 000-1 000 დოლარს. 1 000 ერგებოდა ჩემპიონის მწვრთნელსაც.

ჩვენგან ტურნირის გამარჯვებულები ზურაბ იაკობაშვილი (66) და გიორგი საკანდელიძე (120) გახდნენ, გიორგი ედიშერაშვილი (55) მეორეზე გავიდა, თორნიკე სვანიძე (84) და მამუკა კორძაია (96) - მესამეზე.

ფინალში ჩვენებურებმა მასპინძლები დაამარცხეს - იაკობაშვილმა აზამატ ომირჯანოვს 1:0; 0:3; 1:0 სძლია, საკანდელიძემ კი ბახტიარ სულთანბეკს 7:2; 2:1 მოუგო.

ოღონდ ომირჯანოვი თუ ატირაუდანაა, სულთანბეკი ჯამბილელია, მაგრამ საკანდელიძემ ყველას და ყველაფერს აჯობა. სამწუხაროდ, ედიშერაშვილმა ეს ვერ შეძლო - ფინალი ჯამბილელ რუსლან სექსემბეკოვთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა.

სვანიძისა და კორძაიას გარდა, ბრინჯაოს მედალი კიდევ ორმა ქართველმა მოიპოვა - ცოტნე ბარამიძემ (66) და ასლან კახიძემ (84), ოღონდ ორივე ყაზახეთის სახელით ჭიდაობს. ამათგან ბარამიძე რამდენიმე წლის წინ გადავიდა აზიაში საცხოვრებლად, კახიძე კი იქაური ქართველია.

ქართული მედლები ყაზახეთში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქართველმა "თავისუფლებმა" კიევში ოთხი მედალი დაისაკუთრეს

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე