ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა
ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

პრეზენტაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი კახაბერ ებრალიძე ესწრებოდნენ.

ამ დროისთვის "ევგრაფი შევარდნაძეზე" მთლიანად დასრულებულია მინდვრის საფარის გამოცვლის სამუშაოები, სრულად შეიცვალა სადრენაჟე სისტემა, დაიგო ბერძნული წარმოების ბალახი, რომელიც საბერძნეთიდან გაყინულ მდგომარეობაში ჩამოიტანეს. პარალელურად, დაიდგა ახალი, თანამედროვე კარები.

რაც შეეხება სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მისი სრულად დასრულება 2013 წელს მოხდება. ამას იუწყება ტაბლოზე გაკრული ბანერი.

როგორც იცით, მთლიანად დაინგრა დასავლეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნები, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაში იყო. აღმოსავლეთ ტრიბუნაზე აიღეს ხის დასაჯდომები, ტრიბუნა შეიღება და მასზე დამონტაჟდა ინდივიდუალური სკამების სამაგრი კონსტრუქცია. თავად სკამების მონტაჟი კი წლის ბოლომდე დასრულდება.

დასავლეთ ტრიბუნაზე დამონტაჟდება 4800 ინდივიდუალური სკამი, საბოლოოდ კი არენა 9-10 ათას ქომაგს დაიტევს. ეს მას შემდეგ, რაც დასავლეთ ტრიბუნა აიგება, სადაც დამონტაჟდება მედია და პრეს-ლოჟები; ასევე, მოეწყობა გუნდების გასახდელები.

ამჟამად დასავლეთ მხარეს განლაგებულია ფიფას, უეფას, სფფ-ის და მისი სპონსორების სარეკლამო ბანერები.

შაბათსვე "გურიამ" განახლებულ არენაზე პირველი მატჩი ითამაშა და ამბროლაურის "რაჭას" 3:1 მოუგო. ლანჩხუთური კლუბი მეორე წელია, უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის. გასულ წელს ცოტა დააკლდა, ამჟამად კი "გურია" პირველი ლიგის ა ზონას ლიდერობს.

სტადიონზე მინდვრის საფარის გამოცვლის ინიციატივა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის, ხოლო სტადიონის კეთილმოწყობა გურიის განვითარების ფონდიდან ხორციელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მალე ლანჩხუთის სტადიონს ვეღარ ვიცნობთ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად