"კალჩო 2000"-მა კასანოსთან მინი-ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ფეხბურთელი დერბიზე და ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს
მართალია, მილანურ გუნდებს საუკეთესო დროება არ უდგათ, მაგრამ მათი დაპირისპირება მაინც უდიდესი საფეხბურთო მოვლენაა, რომელიც სცდება იტალიურ მასშტაბს.

"დერბი დელა მადონინა" მომდევნო უქმეებზე შედგება, თუმცა აქედანვე პრესის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. "კალჩო 2000"-მა ანტონიო კასანოსთან მინი-ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე გთავაზობთ. კასანო "მილანიდან" "ინტერში" გასულ ზაფხულს გადაბარგდა და ბუნებრივია, სათქმელი ბევრი აქვს...

- შესანიშნავ ფორმაში ხართ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ახალ გარემოს კარგად შეეწყვეთ...

- თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ კარგ ფორმაში უკვე დიდი ხანია ვარ და მაგალითის მოსაყვანად ევროპის ჩემპიონატის გახსენებაც შეიძლება.

დიდი ხანია, თავს იდეალურად ვგრძნობ, მაგრამ "მილანში" არ მეძლეოდა ბოლომდე გახსნის საშუალება. არავის ვადანაშაულებ, უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავ.

- მაინც რისი ბრალი იყო, რომ "მილანში" თავის გამოჩენის საშუალება სრულად არ მოგეცათ?..

- გუნდში ძალიან ბევრი მაღალი კლასის თავდამსხმელი იყო, სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში კი მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ასპარეზობდა. მუდმივ როტაციაში რთულია ბოლომდე გაიხსნა და თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინო.

მაშინაც კი, როდესაც ძირითად შემადგენლობაში ვიყავი, მუდმივად იმის განცდა მქონდა, რომ წუთი-წუთზე შემცვლიდნენ. "ინტერში" სულ სხვა გარემოა, ვგრძნობ, რომ მენდობიან და თავისუფლად ვთამაშობ.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ნერაძურიში" კონკურენცია დაბალია. არანაირად. უბრალოდ, სტრამაჩონის ყველაფერი იდეალურად აქვს დალაგებული.

- წინ მილანური დერბია, რას გრძნობთ?

- სტადიონზე მეტწილად "მილანის" გულშემატკივრები იქნებიან და იმედი მაქვს, კარგად მიმიღებენ.

"ინტერში" გადასვლა ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, თუმცა ვაღიარებ, რომ ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.

დიახ, "ნერაძურის" ყოველთვის ვგულშემატკივრობდი და მიხარია, რომ დღეს ამ გუნდის ღისებას ვიცავ. რაც შეეხება დერბის, დაძაბული მატჩი იქნება, თუმცა მგონია, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. დღეს "ინტერი" უფრო ძლიერია, ვიდრე "მილანი", რაც მოედანზე უნდა დამტკიცდეს.

ვიცი, რომ ორივე გუნდი შეუტევს. ეს კი სანახაობის საწინდარია. ამიტომ ერთი ცხადია: გულშემატკივარი მოგებული დარჩება.

- რა შეფასებას მისცემთ "მილანის" მესვეურთა სატრანსფერო პოლიტიკას?

- ის, რომ "მილანი" დღეს "ინტერზე" სუსტი მგონია, სწორედ მათი სატრანსფერო პოლიტიკის ბრალია. ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას გაშვება ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომელიც აუცილებლად აისახება "როსონერის" შედეგებზე.

განსაკუთრებით, ეს ბრაზილიელზე ითქმის, რომელიც დაცვის ცენტრში კედელივით იდგა. ტიაგო თანამედროვეობის საუკეთესო მცველად მიმაჩნია და მისი გაშვება არაფრისდიდებით არ შეიძლებოდა.

- შეადარეთ ერთმანეთს მასიმილიანო ალეგრი და ანდრეა სტრამაჩონი...

- მასიმილიანო ალეგრი ყველაზე რთულ სიტუაციაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს და ეს მას ძალიან ეხმარება.

ასეთ დროს მისი თავდაჯერებულობა ფეხბურთელებზეც გადადის, რაც გუნდზე დადებითად აისახება.

ანდრეა სტრამაჩონი ძალიან ემოციურია და ფეხბურთელების დამუხტვა ეხერხება. მისი მეთოდი რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ ასევე წარმატების მომტანი. ვფიქრობ, მასიმილიანოც და ანდრეაც შესანიშნავი მწვრთნელები არიან, თუმცა მე სტრამაჩონისთან მუშაობა უფრო მომწონს.

- დაბოლოს, რას ეტყვით "მილანის" გულშემატკივრებს?

- მათი უსაზღვროდ მადლობელი ვარ, რადგან ყოველთვის გვერდში მედგნენ. ვიცი, რომ გული დაწყდათ, როდესაც "ინტერში" გადავედი, მაგრამ ასეთია რეალობა.

"მილანელებთან" დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს, რამდენიმე მათგანთან კი ახლო მეგობრობა მაკავშირებს. მაურო ტასოტი ხშირად მირეკავს და გოლებს მილოცავს... მინდა, "როსონერის" ტოფოზებთანაც ასეთი თბილი ურთიერთობა მქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა