"უდინეზე"-"ჯენოას" შეხვედრაში დი ნატალე სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მოედანზე არც გამოჩენილა
"უდინეზე"-"ჯენოას" შეხვედრაში ანტონიო დი ნატალე სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მოედანზე არც გამოჩენილა.

ჟურნალისტებმა ეს მიკრო-ტრავმით ახსნეს, მაგრამ მიზეზი სულ სხვა რამეში ყოფილა. თურმე, ფრიულური გუნდის მთავარ მწვრთნელ ფრანჩესკო გვიდოლინსა და ტოტოს შორის კონფლიქტი მოხდა და ვეტერანი ფორვარდიც რეზერვში გამწესებით დაისაჯა. თუ რის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი, ამის შესახებ თვითონ გვიდოლინმა ისაუბრა:

"დასამალი არაფერია, ანტონიო დი ნატალე დაისაჯა და ამიტომ არ ითამაშა "ჯენოას" წინააღმდეგ. "უდინეზეში" ყველა ფეხბურთელი თანაბარ პირობებშია და პრივილეგიებით არავინ სარგებლობს.

დი ნატალე უდიდესი გამოცდილების ფეხბურთელია, რომელსაც ჩვენთან განსაკუთრებულ პატივს სცემენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს.

რაც მთავარია, შეცდომა არ აღიარა, რამაც გაუგებრობამდე მიგვიყვანა. ყველაფერი მოგვარებადია და დი ნატალესთან აუცილებლად გამოვნახავ საერთო ენას - თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ წესი ყველასთვის წესია".

მოკლედ, ფრანჩესკო გვიდოლინმა არ დააკონკრეტა, მაგრამ თუ მისი ნაამბობით ვიმსჯელებთ, დი ნატალემ დისციპლინა დაარღვია, რის შემდეგაც საყვედური არ მიიღო და მწვრთნელს შეუტია. "უდინეზე" ტოტოს გარეშე სულ სხვა გუნდია და ვნახოთ, როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა