"კურიტიბა"-"სან პაულოს" მატჩის დასრულების შემდეგ მოურა ტრიბუნებისკენ გაემართა, სადაც მასპინძელთა 12 წლის ქომაგი გოგონა მას მაისურს სთხოვდა
"კურიტიბა"-"სან პაულოს" მატჩის დასრულების შემდეგ (1:1) ლუკას მოურა ტრიბუნებისკენ გაემართა, სადაც მასპინძელთა 12 წლის ქომაგი გოგონა მას მაისურს სთხოვდა.

21 წლის ფეხბურთელმა, რომელიც იანვარში "პარი სენ-ჟერმენში" გადავა, გოგონას სურვილი აუსრულა და მაისური აჩუქა.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ტრიბუნაზე არეულობა - "კურიტიბას" გაბრაზებული ქომაგები 12 წლის გულშემატკივარს და მის მამას მიეჭრნენ, ლუკასის მაისური ხელიდან გამოგლიჯეს და მოედანზე გადააგდეს.

"სან პაულოს" ლიდერი იმედგაცრუებული დარჩა:

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი. 12 წლის გოგონამ სურათის გადაღება და ავტოგრაფი მთხოვა, შემდეგ კი მე მას მაისური ვაჩუქე. "კურიტიბას" გულშემატკივრებს კი მისი და მამამისის ცემა სურდათ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გულშემატკივრებს შეიძლებოდა მსგავსი რეაქცია ჰქონოდათ" - განაცხადა ლუკასმა.

ამ ისტორიას საბოლოოდ "ჰეფი ენდი" ჰქონდა. პატარა გულშემატკივარმა საწადელი მაინც აისრულა - ის კლუბის და ტელევიზიების დახმარებით ლუკასს სტადიონის გვირაბში შეხვდა და სასურველი მაისურიც მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად