ევრო 2012. შესარჩევი ტურნირი

ისრაელის ნაკრების გოლკიპერი დუდუ ავატე ოპტიმიზმით ელის შაბათის მატჩს ხორვატიასთან: "ძნელი მატჩი გველის, რადგან ხორვატია ძლიერა, მაგრამ თუკი ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოვავლენთ, დადებითი შედეგის ჩვენება შეგვიძლია. ჩვენ ერთმანეთის გვწამს და გვჯერა, რომ მოგება შეგვიძლია. ისრაელის ნაკრები ხორვატიასთან მოსაგებად ითამაშებს", - განუცხადა ისრაელის ფედერაციის ოფიციალურ საიტს "ესპანიოლის" ებრაელმა გოლკიპერმა. შეგახსენებთ, რომ ისრაელის ნაკრები საქართველოს ჯგუფშია, ლუის ფერნანდესის გუნდს ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს (მოგება მალტასთან, ფრე საქართველოსთან).

ჩერნოგორიის ნაკრებმა ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპი საოცრად დაიწყო, გუნდმა უელსი და ბულგარეთი დაამარცხა. ყოფილ იუგოსლავიელთა თავკაცი ზლატან კრანჩარი უფრო შორს მიდის და შვეიცარიის ნაკრებთან მატჩშიც 3 ქულას გეგმავს: "ჩემთვის პირველი ორი ტურის შედეგი სულაც არ ყოფილა მოულოდნელობა, რადგან კარგად ვიცი საკუთარი გუნდის შესაძლებლობა. არ შეიძლება მოდუნება, ამ შეხვედრაშიც სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ, მთავარია მოგების რწმენა გვქონდეს. ინდივიდუალურად მაღალი კლასის ფეხბურთელები მყავს, გუნდს კი უდიდესი პოტენციალი აქვს. შვეიცარიელებს დაცვაში პრობლემები აქვთ, რაც კარგად გამოჩნდა ინგლისელებთან მატჩში. მაგრამ ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მეტოქეს, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი წვრთნის", - განაცხადა ჩერნოგორიელთა თავკაცმა.

გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი დიდი ენთუზიაზმით ელის თურქეთის ნაკრებთან მატჩს: "როცა ევრო 2008-ზე გერმანიამ თურქეთს მოუგო, დუბროვნიკში ვიყავი არდადეგებზე. რა თქმა უნდა, მატჩს ვუყურე და ძალიან ვიხალისე. ძალიან მაგარი იყო, როცა ფილიპ ლამმა 3:2 გახადა. ჩემთვის გერმანიის ნაკრების პირველი მეკარეობაა იგივეა, რაც "შალკეში" კაპიტნობა. ახლა მთელი ყურადღება თურქეთთან მატჩისკენ მაქვს მიმართული. ორივე ნაკრებმა ბრწყინვალედ დაიწყო საკვალფიკაციო კამპანია. ამიტომაც ურთიერთდაპირისპირება ბევრს გაარკვევს. თურქეთის ნაკრები სერიოზული მეტოქეა - 100 პროცენტით მზად უნდა შევხვდეთ თამაშს, თუკი მეტოქის დამარცხება გვინდა", - განუცხადა ნოიერმა ფიფას ოფიციალურ საიტს.

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარდ პიკე დარწმუნებულია, რომ ნაკრებში მის თანაკლუბელ ჩავი ერნანდესს სათანადოდ შეცვლიან. ჩავი მცირე ტრავმის გამო სანაკრებო პაუზისას ეროვნული გუნდის თავკაცთან შეთანხმებით, ისვენებს: "ის სამუშაო, რასაც ჩავი მოედანზე ასრულებს, უზარმაზარია, მაგრამ ნაკრებში გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები, რომელთაც მისი შეცვლა შეუძლიათ: ანდრეს ინიესტა, ჩაბი ალონსო და სერხიო ბუსკეტსი. სამივეს შეუძლია ისე ითამაშოს, რომ მოედანზე ჩავის არყოფნა არ იგრძნობოდეს. ვფიქრობ, ჩავი სწორედ მოიქცა, დასვენება, რომ გადაწყვიტა, ტრავმა შეიძლება გამიზეზებოდა და ნაკრებს და კლუბს უფრო დიდი ხნით დაკლებოდა".

"მონაკოს" რუმინელი ფორვარდი დანიელ ნიკულაე დარწმუნებულია, რომ მისი ნაკრები დადებით შედეგს მიაღწევს საფრანგეთის ნაკრებთან მატჩში, რომელიც ღრმა კრიზისიდან ცდილობს თავის დაღწევას. "ჩვენი საკვალიფიკაციო შანსები დიდად დამოკიდებულია, იმაზე თუ როგორ ვითამაშებთ საფრანგეთში. მართალია, მხოლოდ ეს თამაში ვერ გადაწყვეტს ყველაფერს, მაგრამ ფავორიტთან გამარჯვება უმნიშვნელოვანესია. წესით, საფრანგეთის ნაკრებს ყველაზე კარგი შანსი აქვს პირველ ადგილზე გასვლის, ჩვენ კი მეორესთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ ის ნაკრები, რომელიც შაბათს იმარჯვებს, ერთი ნაბიჯით წინ იქნება. ჩვენ გავალთ მოსაგებად. ცუდი სტარტის შემდეგ ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ეს საფრანგეთის ნაკრების დამარცხებაა", - განუცხადა ნიკულაემ საფრანგეთის პროფესიული ლიგის საიტს.

საფრანგეთის ნაკრებში ტრავმირებული ბენუა ტრემულინასი ალი სისოხომ შეცვალა. რუმინეთთან მატჩის წინ ლორან ბლანმა შეიტყო, რომ "ბორდოს" მცველი ფეხის ტრავმის გამო სამფეროვნებს დააკლდა. 24 წლის მცველს სულ სკანირებას ჩაუტარებენ, რომ გაარკვიონ, რამდენ ხანს მოუწევს მას უქმობა. მანამდე ნაკრების მაისურს მის ნაცვლად "ლიონის" მცველი ალი სისოხო მოირგებს, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი წლეულს ნორვეგიელებთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა.

რუსთა ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელი დიკ ადვოკაატი თავის ვარსკვლავებს მოუწოდებს ირლანდიელებთან შეხვედრაში დაამტკიცონ თავიანთი კლასი: "ახლა სწორედ ის მომენტია, როცა მთელი ევროპიდან შეკრებილმა რუსმა ვარსკვლავებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. რომ წავაგოთ, ირლანდია ძალიან დაწინაურდება ჩვენთან მიმართებაში. ასე რომ, ახლა ყველაზე მეტად მჭირდება ანდრეი არშავინის, რომან პავლიუჩენკოს და დინიარ ბილიალეტდინოვის კლასი. სლოვაკეთთან მარცხმა გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, ბევრი შეცდომის დაშვების დრო აღარ გვაქვს. ისეთ გუნდს გავიყვან, რომელსაც გამარჯვების მიღწევა შეუძლია, თუმცა ჯოვანი ტრაპატონის გუნდთან იტალიას, საფრანგეთსა და სხვებსაც გაუჭირდათ", - განუცხადა ESPN-ს დიკ ადვოკაატმა.

A ჯგუფი

8 ოქტომბერი

20:00 ყაზახეთი-ბელგია

22:30 ავსტრია-აზერბაიჯანი

22:45 გერმანია-თურქეთი

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 2 2 0 0 7-1 6

2. თურქეთი 2 2 0 0 6-2 6

3. ავსტრია 1 1 0 0 2-0 3

4. ბელგია 2 0 0 2 2-4 0

5. აზერბაიჯანი 1 0 0 1 1-6 0

6. ყაზახეთი 2 0 0 2 0-5 0

B ჯგუფი

8 ოქტომბერი

19:00 სომხეთი-სლოვაკეთი

21:00 ანდორა-მაკედონია

22:45 ირლანდია-რუსეთი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ირლანდია 2 2 0 0 4-1 6

2. სლოვაკეთი 2 2 0 0 2-0 6

3. რუსეთი 2 1 0 1 2-1 3

4. სომხეთი 2 0 1 1 2-3 1

4. მაკედონია 2 0 1 1 2-3 1

6. ანდორა 2 0 0 2 1-5 0

C ჯგუფი

8 ოქტომბერი

22:30 სერბეთი-ესტონეთი

22:45 ჩრ. ირლანდია-იტალია

22:45 სლოვენია-ფარერები

თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 2 2 0 0 7-1 6

2. სერბეთი 2 1 1 0 4-1 4

3. ჩრ. ირლანდია 1 1 0 0 1-0 3

4. ესტონეთი 2 1 0 1 3-3 3

5. სლოვენია 2 0 1 1 1-2 1

6. ფარერები 3 0 0 3 1-10 0

D ჯგუფი

8 ოქტომბერი

22:15 ლუქსემბურგი-ბელარუსი

22:30 ალბანეთი-ბოსნია

9 ოქტომბერი

23:00 საფრანგეთი-რუმინეთი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ალბანეთი 2 1 1 0 2-1 4

2. ბელარუსი 2 1 1 0 1-0 4

3. ბოსნია 2 1 0 1 3-2 3

4. საფრანგეთი 2 1 0 1 2-1 3

5. რუმინეთი 2 0 2 0 1-1 2

6. ლუქსემბურგი 2 0 0 2 0-4 0

E ჯგუფი

8 ოქტომბერი

21:00 უნგრეთი-სან მარინო

22:30 მოლდოვა-ჰოლანდია

თ მ ფ წ ბ ქ

1. შვედეთი 2 2 0 0 8-0 6

2. ჰოლანდია 2 2 0 0 7-1 6

3. მოლდოვა 2 1 0 1 3-3 3

4. უნგრეთი 2 1 0 1 2-3 3

5. ფინეთი 2 0 0 2 1-4 0

6. სან მარინო 2 0 0 2 0-11 0

G ჯგუფი

8 ოქტომბერი

22:30 ჩერნოგორია-შვეიცარია

22:30 უელსი-ბულგარეთი

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 2 2 0 0 7-1 6

2. ჩერნოგორია 2 2 0 0 2-0 6

3. უელსი 1 0 0 1 0-1 0

4. შვეიცარია 1 0 0 1 1-3 0

5. ბულგარეთი 2 0 0 1 0-5 0

H ჯგუფი

8 ოქტომბერი

22:00 კვიპროსი-ნორვეგია

23:45 პორტუგალია-დანია

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნორვეგია 2 2 0 0 3-1 6

2. დანია 1 1 0 0 1-0 3

3. კვიპროსი 1 0 1 0 4-4 1

4. პორტუგალია 2 0 1 1 4-5 1

5. ისლანდია 2 0 0 2 1-3 0

I ჯგუფი

8 ოქტომბერი

22:15 ჩეხეთი-შოტლანდია

00:00 ესპანეთი-ლიტვა

თ მ ფ წ ბ ქ

1. შოტლანდია 2 1 1 0 2-1 4

2. ლიტვა 2 1 1 0 1-0 4

3. ესპანეთი 1 1 0 0 4-0 3

4. ჩეხეთი 1 0 0 1 0-1 0

5. ლიხტენშტაინი 2 0 0 2 1-6 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"