ამერიკული პრესა იუწყება, რომ "ჩიკაგო ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა
ამერიკული პრესა იუწყება, რომ "ჩიკაგო ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. რაც შეეხება ხელშეკრულების ფინანსურ დეტალებს, სპეციალისტი 18 მილიონ დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ბონუსები, რომელიც ამ თანხას კიდევ ორი მილიონით გაზრდის.

"ეჭვი არ მეპარებოდა, ყველაფერი გამოგვივიდოდა. მომწონს აქ ყოფნა", - განაცხადა ტიბოდომ.

"ჩიკაგომ" ტიბოდოს ხელმძღვანელობით რეგულარულ ჩემპიონატსა და პლეი ოფში 170 მატჩი ჩაატარა და 123 გამარჯვებას მიაღწია.

ტრანსფერები

ცენტრმა ედი კარმა, რომელმაც 2012 წელს "მაიამის" რიგებში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, არაგარანტირებული კონტრაქტი გააფორმა "სან ანტონიოსთან", - იტყობინება ESPN. 29 წლის კარიმ "მაიამის" მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 2.1 ქულა დააგროვა.

"დენვერ ნაგეტსმა" კონტრაქტები გააფორმა ორ კალათბურთელთან - ბენჯამინ უზოსთან და ენტონი კარტერთან. როგორც სააგენტო AP წერს, მოთამაშეები უკვე შეუერთდნენ საწვრთნელ ბანაკს და დაიწყეს ახალი სეზონისთვის მზადება.

უზო შარშანდელ სეზონს კრასნოდარის "ლოკომოტივში" იწყებდა, რამდენიმე კვირის წინ კი ფრანგული "შოლედან" გააგდეს ისე, რომ ამ გუნდში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. კარტერმა 2011-12 წლების სეზონი "ტორონტოში" გაატარა და საშუალოდ მატჩში 2 ქულა დააგროვა.

მცველმა ჯანერო პარგომ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ვაშინგტონთან", - წერს სააგენტო AP. ხელშეკრულების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. შარშანდელი სეზონი ამ კალათბურთელმა "ატლანტაში" გაატარა და საშუალოდ 3.2 ქულით დაეხმარა გუნდს.

დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ "კლივლენდ კავალიერზი" ტრეიდით სხვა გუნდში გაუშვებს ბრაზილიელ ცენტრ ანდერსონ ვარეჟაოს.

ამ კალათბურთელმა შარშანდელი სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა და შესაბამისად, დაკარგა ადგილი სასტარტო ხუთეულში. 25 მატჩში ვარეჟაო საშუალოდ 10.8 ქულასა და 11.5 მოხსნას აგროვებდა.

"ოკლაჰომა-სიტის" მცველმა ჯეიმს ჰარდენმა განაცხადა, რომ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე გააფორმებს კონტრაქტს თავის ამჟამინდელ კლუბთან.

გასული სეზონის "საუკეთესო მეექვსე მოთამაშემ" ხაზი გაუსვა იმას, რომ ამჟამად მხოლოდ კალათბურთზე ფიქრობს, ხოლო ფინანსური საკითხების მოგვარება საკუთარ აგენტს დაავალა, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს "ოკლაჰომას" გენერალურ მენეჯერთან სემ პრესტისთან.

შეგახსენებთ, რომ "თანდერის" ლიდერთა ოთხეულიდან (კევინ დურანტი, რასელ უესტბრუკი, სერჟ იბაკა, ჰარდენი) მხოლოდ ჯეიმსს არ აქვს გაფორმებული კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი.

2010 წლის ზაფხულში დურანტმა ხუთწლიანი მაქსიმალური ხელშეკრულება დადო. 2012 წელს ანალოგიური კონტრაქტი გააფორმა უესტბრუკმა. ამ ზაფხულს კი იბაკამ მოაწერა ხელი ოთხწლიან ხელშეკრულებას.

ბინუმის ტრავმა

სავარაუდოდ, "ფილადელფიას" ახალი ცენტრი ენდრიუ ბინუმი წინასასეზონო მატჩების დიდ ნაწილს გამოტოვებს. როგორც იტყობინებიან, ბოლო სამედიცინო შემოწმების შემდეგ კალათბურთელს ექიმებმა ორი-სამი კვირით დასვენება გამოუწერეს. კლუბთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ბინუმი რეგულარული ჩემპიონატის სტარტისთვის უნდა ჩადგეს მწყობრში.

შეგახსენებთ, რომ ენდრიუ ამ ზაფხულს ტრეიდის მეშვეობით გადავიდა "ლეიკერსიდან" "სიქსერზში".

რას იზამს ჯინობილი?

არგენტინელმა მცველმა მანუ ჯინობილიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კარიერის გაგრძელების შემთხვევაში "სპურსში" ამჯობინებს დარჩენას. შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ლეგიონერის კონტრაქტი "სან ანტონიოსთან" 2012-13 წლების სეზონის შემდეგ იწურება.

"თუ კარიერის დასრულებას გადავიფიქრებ, სწორედ "სან ანტონიოში" გავაგრძელებ თამაშს, - ამბობს ჯინობილი. - ეს კლუბი ჩემთვის მშობლიურია, ამიტომაც სხვა ადგილას თამაში არ მინდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?