მსოფლიოს მეორე ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2 ოქტომბერს პეკინის ტურნირში ჩაება
მსოფლიოს მეორე ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2 ოქტომბერს ჩაება პეკინის ტურნირში (სამ სეტში მოუგო საწყისი შეხვედრა 32 წლის გერმანელ მიხაელ ბერერს - 6:1, 6:7(3), 6:2, მანამდე კი მან ჟურნალისტებთან ისაუბრა მზადების პროცესზე; აგრეთვე, თავისი მოსაზრება გაგვანდო მსოფლიოს რეიტინგის პირველი საფეხურისთვის მოსალოდნელი ბრძოლის შესახებ...

"ბოლო სამი კვირა დასვენებას დავუთმე, რაც ამ სეზონისთვის არნახული და უჩვეულო ფუფუნებაა. ეს წელი ძალიან დაძაბულია. ახლა მზად ვარ სათამაშოდ. მომენატრა მატჩებში მონაწილეობა.

მთელი ამ დროის განმავლობაში მონდომებით ვვარჯიშობდი იმისთვის, რომ ისევ ვუჩვენო ჩემს თაყვანისმცემლებს კარგი ჩოგბურთი.

მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის საკითხი ისევ ღიად რჩება. პირადად მე, პირველ რიგში, იმ ტურნირებზე ვიქნები კონცენტრირებული, რომლებშიც თამაშს ვაპირებ.

მირჩევნია, უფრო შორს არ გავიხედო და არ ვიფიქრო იმაზე, რა მოხდება სეზონის ბოლოს, რადგან წინ გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი სტარტი აზიაში და შემდეგ ევროპაში. ამჟამად ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ვეცდები, არ გავერთო ქულების დათვლითა და შედეგების გაანალიზებით, არ შევხედავ ჩემი კონკურენტების მაჩვენებლებს; უბრალოდ, საკუთარ თამაშზე ვიქნები კონცენტრირებული.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში "დიდი სლემის" ტურნირებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დღევანდელი რეიტინგის პირველი ოთხეულის წევრები იგებდნენ. ვფიქრობ, ეს ზრდის სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესს, რადგან მაყურებელი ბევრი საინტერესო მატჩის მოწმე ხდება.

დღეს ენდი მიურეი თავის კარიერაში საუკეთესო ჩოგბურთს აჩვენებს. ამერიკის ღია პირველობაზე მან კარიერაში "დიდი სლემის" პირველი ტიტული მოიგო და ახლა წლის ბოლომდე დარჩენილ ყველა შეჯიბრში ფავორიტი იქნება.

ამისთვის მას აბსოლუტურად ყველაფერი აქვს - დამაჯერებელი თამაში, საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობა; მაგრამ ასევე ვხედავთ მთელ რიგ მოთამაშეებს, რომლებსაც სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლიათ: ჟო-ვილფრიდ ცონგა, ტომაშ ბერდიხი, დავიდ ფერერი...

ამ ბიჭებსაც შეუძლიათ დიდი ტურნირების მოგება. ასე რომ, დღეს ძალიან საინტერესო პერიოდის მოწმენი ვართ", - ამბობს ჯოკოვიჩი ATP-ის ოფიციალური ვებგვერდზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა