ჩოგბურთში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ წარმატების მისაღწევად უმჯობესია იყო ცაცია, ვიდრე მემარჯვენე
ჩოგბურთში გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ წარმატების მისაღწევად უმჯობესია იყო ცაცია, ვიდრე მემარჯვენე. ბრიტანული პორტალი - The Tennis Space აანალიზებს "ღია ეპოქაში" ცაციების გამოსვლის სტატისტიკას და საინტერესო დასკვნებამდე მიდის.

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში რაფაელ ნადალმა უარყო პოპულარული მითი იმის შესახებ, რომ მისმა მწვრთნელმა და ბიძამ აიძულა მარცხენა ხელით ეთამაშა, რადგან ეს სათამაშო უპირატესობას იძლევა. ამასთან, ფაქტები უტყუარ დადასტურებას იძლევიან იმისა, რომ პროფესიონალ ცაციებს მართლაც აქვთ უპირატესობა იმათზე, ვინც მარჯვენა ხელით თამაშობს.

ნებისმიერი მემარჯვენე, რომელიც ოდესმე ჩოგბურთს თამაშობდა, აღიარებს, რომ ცაციას მიერ შესრულებული მოჭრილი მოწოდება მეორე კვადრატში - ყველაზე რთულია მიღებისთვის. არ არსებობს მეცნიერული დამტკიცება იმისა, რომ ცაცია ასეთი მოწოდების დროს უფრო სახიფათო კუთხეს ირჩევს, ვიდრე იგივე მოწოდებისას მემარჯვენე პირველ კვადრატში, მაგრამ ეს აქსიომასავითაა.

საერთო ჯამში, დედამიწის მოსახლეობის ათი პროცენტი ცაციაა. შესაბამისად, მემარჯვენეებს უფრო ხშირად უწევთ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში. ამიტომაც აწყდებიან ისინი მემარცხენეებთან თამაშის დროს მიუჩვეველ მომენტებს.

მაგალითად, უკვე ნახსენები მეორე კვადრატში მოწოდება ისეთი მიმართულებით მიდის, რომ ჩვეულებრივ, მემარჯვენეს უფრო სუსტი ბექჰენდით უწევს მოგერიება, ეს კი სერიოზულ პრობლემას წარმოშობს.

ამავდროულად, ცაციები, ჩვეულებრივ, კარგად თამაშობენ მემარჯვენეების წინააღმდეგ, რადგან რეგულარულად ხვდებიან მათ ტურნირებზე და მიჩვეულნი არიან.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიშველიოთ "ღია ეპოქის" სტატისტიკა. 1968 წლიდან, როცა ჩოგბურთი პროფესიული სახეობა გახდა, გაიმართა "დიდი სლემის" 179 ტურნირი ერთეულთა თანრიგში.

179 შემთხვევიდან მამაკაცთა ტურნირებში 40 ცაცია იმარჯვებდა, რაც საერთო რიცხვის 22.3 პროცენტია; ქალებს შორის კი მემარცხენეებს 28 გამარჯვება აქვთ. მაგრამ ეს 15.6 პროცენტიც შესამჩნევად მეტია მთლიანად დედამიწაზე ცაციების პროცენტულ მაჩვენებელზე.

აი, რამდენიმე მიზეზი, რომელიც ამგვარ სტატისტიკურ ანომალიას იწვევს. ჯონ მაკინროი, ჯიმი კონორსი და რაფაელ ნადალი - ესენი არიან ყველა დროის უდიადესი ცაციები. ქალებს შორის მემარცხენეების 28 ტიტულიდან 18 მარტინა ნავრატილოვამ მოიგო. თუ უფრო უკან წავალთ ისტორიაში, ამ სიაში უნდა შევიტანოთ როდ ლეივერის ყველა ტიტული და ა. შ.

კიდევ ის არის საინტერესო, რომ 1985-2005 წლების პერიოდში შეიმჩნეოდა მემარჯვენეების დომინირება. შესაძლოა, ეს ჰარდის კორტებზე მასიური გადასვლის ბრალი იყო (მაგალითად, 1988 წელს ავსტრალიის ღია ბალახიდან ჰარდზე გადავიდა), ან კიდევ რაიმე სხვა მიზეზი არსებობდა, მაგრამ ამ პერიოდში ცაციები "დიდი სლემის" ტურნირებზე იშვიათად იმარჯვებდნენ - განსაკუთრებით, მამაკაცებს შორის.

და მართლაც, 1985 წლიდან მოყოლებული და 2005 წლის როლან გაროსით დამთავრებული, როცა თავისი პირველი ტიტული მოიგო რაფაელ ნადალმა, მხოლოდ სამმა ცაციამ გაიმარჯვა "დიდ სლემზე": ანდრეს გომესმა (როლან გაროსი-1990), ტომას მუსტერმა (როლან გაროსი-1995) და გორან ივანიშევიჩმა (უიმბლდონი-2001). რაც შეეხებათ ქალებს, მარტინა ნავრატილოვამ და მონიკა სელეშმა იმავე პერიოდში მოიგეს 15 "მეიჯორი".

2005 წლის შემდეგ, როცა ნადალი გამოჩნდა სცენაზე, სტატისტიკა ისევ ცაციების სასარგებლოდ შეიცვალა. შარშანდელ უიმბლდონზე პეტრა კვიტოვას გამარჯვება - ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ამას ემატება WTA-ს რეიტინგის ტოპ-ათეულში ანჟელიკ კერბერის შესვლა და ბრიტანელი ლორა რობსონის ბოლოდროინდელი პროგრესი. უფრო მეტიც, 2012 წლის სეზონში ხუთმა ცაცია მამაკაცმა და ორმა ქალმა მოიგეს სხვადასხვა ტურნირი. შარშანდელ სეზონში ერთადერთი ცაცია ჩემპიონი მამაკაცებს შორის ნადალი იყო.

მაგრამ ცაციების წარმატებებზე ყველაზე კარგად როდ ლეივერის მიღწევები ლაპარაკობს. ის ერთადერთია მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში, ვინც ორჯერ მოიგო სეზონური "დიდი სლემი" - 1962 და 1969 წლებში. ეს მიღწევა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...