დღეს მშობლიურ სალამანკაში ვისენტე დელ ბოსკეს დიდი ტრიუმფი ელის, მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდით მიესალმება "ელ ელმანტიკოს", რომლის ყველა ბილეთიც დიდი ხნის წინათ გაიყიდა - ესპანეთის ნაკრები მუნდიალის მოგების შემდეგ პირველად თამაშობს შინ, მეტოქე ლიტვაა. თამაშამდე ესპანელთა 59 წლის თავკაცს "ევრონიუსი" გაესაუბრა...

დღეს მშობლიურ სალამანკაში ვისენტე დელ ბოსკეს დიდი ტრიუმფი ელის, მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონი გუნდით მიესალმება "ელ ელმანტიკოს", რომლის ყველა ბილეთიც დიდი ხნის წინათ გაიყიდა - ესპანეთის ნაკრები მუნდიალის მოგების შემდეგ პირველად თამაშობს შინ, მეტოქე ლიტვაა. თამაშამდე ესპანელთა 59 წლის თავკაცს "ევრონიუსი" გაესაუბრა...

- რა უნდა გააკეთოს გუნდმა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს?

- უპირველესად საჭიროა გამართლება. ცხოვრებაშიც ხომ ასეა? ცოტა იღბალი თითოეულ ჩვენგანს სჭირდება. ნაყოფიერად მოვემზადეთ მუნდიალისთვის, 10 საკვალიფიკაციო მატჩიდან 10-ვე მოვიგეთ. ევროპის ჩემპიონობა დამატებითი სტიმული იყო მუნდიალისთვის. ვფიქრობ, ესპანეთს დიდებული თაობა ჰყავს, თაობა, რომელმაც ფეხბურთის თამაშის ახალი სტილი შემოიღო. განსაკუთრებით ჩვენი ნახევარმცველები მინდა შევაქო, რომელთაც მთელი ტურნირი საკუთარი ნების მიხედვით წარმართეს.

- ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ნაკრების თამაშის სტილი... "ბარსელონასია"...

- დიას ესპანეთის ნაკრების და "ბარსელონას" თამაშის სტილი ერთნაირია, იმიტომ, რომ ორივე გუნდის ნახევარდაცვაში თითქმის ერთი და იგივე ფეხბურთელები თამაშობენ. რა თქმა უნდა, ნაკრებში სხვებიც არიან, რომელთაც თავიანთი სიკეთეები დაუმატეს ნაკრებს.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე თქვენი გუნდის გარდა, რომელი ნაკრები მოგეწონათ?

- გერმანიის ნაკრებს კარგი მუნდიალი ჰქონდა. იგივეს თქმა შეიძლება არგენტინის ნაკრებზე, სანამ ეს გუნდი გერმანიასთან განადგურდებოდა. ჰოლანდიის ნაკრებმაც ტყუილუბრალოდ არ გააღწია ფინალამდე. მოკლედ, ბევრი კარგი გუნდი იყო და მუნდიალის საერთო დონეც საკმარისად მაღალი გახლდათ.

- ევრო-2012-ზე გერმანიის ნაკრებს მომავალ კონკურენტად მიიჩნევთ?

- დიახ, ასეა - გერმანიის ნაკრები არა მარტო კარგია ფიზიკური კონდიციებით, არამედ ძალზე ტექნიკური გუნდია. ძალიან გაგვიჭირდა მათი დამარცხება ნახევარფინალში, თუმცა საბოლოოდ მაინც შევძელით ეს.

- ქვეყანაში, სადაც რეგიონული ნაციონალიზმი ბობოქრობს, მუნდიალის მოგება ყველამ ერთად იზეიმა. ფიქრობთ, რომ ნაკრებმა ქვეყანა გააერთიანა?

- ჩემთვის ეს მხოლოდ ფეხბურთია. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით - სულ ეს არის. ბევრმა ისიც გვითხრა, რომ ჩვენს მოგებას სოციალური ხასიათის წინსვლები მოჰყვა ქვეყანაში. თუ ეს გამარჯვება ესპანელთა შორის ურთიერთგაგებას ხელს შეუწყობს, ამაზე კარგი რა იქნება. მაგრამ პირადად არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მხოლოდ მუნდიალის მოგებაზე "დგას".

- ამას წინათ, ნაციონალურმა დაჯგუფებებმა ფეხბურთის ფედერაციას მოსთხოვეს, რეგიონული პრინციპით დაყოფა, საერთაშორისო არენაზა კატალონიური და ბასკური ფედერაციების გამოსვლა...

- ჩვენ პატივს ვცემთ ესპანეთის მთავრობას. ფაქტია, ესპანეთს მხოლოდ ერთი ფედერაცია წარადგენს. ჩემპიონატში რეგიონის ღირსებას წარადგენ, მაგრამ ნაკრებში - მთელი ქვეყნისას.

- ესპანეთში ტრიუმფატორად დაბრუნდით. თქვენს მშობლიურ სალამანკაში ერთ-ერთ ქუჩას თქვენი სახელიც კი უწოდეს. თქვენ და ნაკრებმა ასტურიის პრინცის ჯილდოც დაიმსახურეთ. როგორ შეხვდით ამ დიდებას?

- მე ვიცი ვინ ვარ - მხოლოდ და მხოლოდ საფეხბურთო მწვრთნელი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაგვიმართლა კიდეც, რომ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით. აუცილებელია ფეხბურთისა და ყოველდღიური ცხოვრების ერთმანეთისგან გამიჯვნა. სპორტსმენის ცხოვრება კი ასეთია, წარმატებას წარუმატებლობა მოსდევს და პირიქით.

- მართლაც საოცარია, ასეთი პატივის შემდეგ როგორ ახერხებთ "მიწაზე დარჩენას"?

- სპორტსმენის კარიერა ხანმოკლეა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სულ მალე მოვა დასასრულიც. ასეთია მწვრთნელის ყოფაც. არ შეიძლება წარმატებით ცხოვრება, სპორტსმენისთვის ეს დამღუპველია. ყოველთვის უნდა ეცადო, ახალი მიზნები დაისახო, იშრომო. გუშინდელი წარმატებით თუ ტკბები, სპორტსმენი აღარა ხარ.

- რამდენიმე კვირის წინათ, "მიწაზე დაგანარცხეს", არგენტინელებმა 4:1 მოგიგეს...

- არ მიმაჩნია, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, არა მგონია, რომ მეტოქე ვერ შევაფასეთ სათანადოდ. პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ, მაგრამ მაინც არ დავნებდით. მაშინაც კი შევეცადეთ, მატჩის გადარჩენა. სამწუხაროდ, ეს ანგარიშზე ვერ აისახა. ჩემი ფეხბურთელები არ ფიქრობენ, რომ იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

- მუნდიალის შემდგომი ესპანეთის ნაკრების თამაში მოგწონთ?

- საკმაოდ მძიმე მატჩები გვქონდა. ახლა შანსი მოგვეცა შესარჩევ ჯგუფს სათავეში ჩავუდგეთ, მაგრამ მეტოქეები არც ახლა გვყავს ხელწამოსაკრავი... ჯერ ლიტვა და შემდეგ შოტლანდია. ახლა მხოლოდ ამ ორ შეხვედრაზე ვფიქრობ.

- მუნდიალს დავუბრუნდეთ, მსაჯობა ძალზე გააკრიტიკეს. რას ფიქრობთ, როგორ უნდა ეშველოს ამ საკითხს?

- ვიცი, რომ ბევრს სურს ფეხბურთშიც შემოვიდეს თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგრამ ჩვენ ჯერ ვერ გადავდგით ეს ნაბიჯი. ისე, პირადად კონსერვატორი ვარ, როცა საქმე ფეხბურთს ეხება და, მჯერა, რომ ბევრ სიტუაციაში "მანქანა" ადამიანზე უკეთეს გამოსავალს ვერ მოძებნის.

- ანუ თქვენ ვიდეოგამეორებების გამოყენების წინააღმდეგი ხართ?

- არა, მთლად ასეც ნუ ვიტყვით. კარგად მესმის, რომ პროგრესის წინააღმდეგ წასვლა არასწორია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ძალიან ძნელად ეგუება ახალ წესებს.

- მალე ფიფას წლის ფეხბურთელს დაასახელებენ, თქვენი ფავორიტი ვინ არის?

- მინდა, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა მოიგოს ჯილდო. მათ დაამტკიცეს, რომ ტექნიკურადაც მაგრები არიან და გუნდურადაც. ფეხბურთი გუნდური თამაშია, მსოფლიოს ჩემპიონატი კი ესპანეთმა მოიგო. წესით, პრიზიც ესპანელს ეკუთვნის.

- და რომელს?

- კონკრეტული ფეხბურთელის დასახელებისგან თავს შევიკავებ.

- აბა ნაკრების ყველა წევრი იმსახურებს "ოქროს ბურთს"?

- არა, რა თქმა უნდა. რამდენიმე მათგანი.

- ინტერვიუ დავიწყეთ კითხვით, როგორ მოვიგოთ მუნდიალი. დავასრულოთ კითხვით, როგორ მოვიგოთ ევროპის ჩემპიონატი?

- თუკი ჩვენ შევძლებთ ამ ტურნირის მოგებასაც, კითხვაზე პასუხიც მაშინ მექნება. ახლა კი მომავალ მოგებებზე ვფიქრობთ, ვშრომობთ. ჩემი აზრით, 2008 წლის შემდეგ ესპანეთის ნაკრები ერთად შეკრული გუნდია, როგორც არასდროს. ეს კი იმედს მაძლევს, რომ თქვენი ბოლო კითხვის პასუხის გაცემაც მე მომიწევს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია