"გოვერლა-ზაკარპატიეს" 31 წლის ქართველმა ჯვარედინი იოგების ოპერაცია გაიკეთა და სრული დატვირთვით ვარჯიშს დეკემბრისთვის შეძლებს
31 წლის ლაშა ჯაკობია მოედანს ახალ წლამდე დაუბრუნდება. როგორც ცნობილია, დასრულებულ სეზონში, დისკვალიფიკაციისა და უთამაშებლობის გამო გაცდენილი ორი წლის მიუხედავად, ინტერნეტგაზეთმა "უა-ფუტბოლმა" გამოცდილი ქართველის ფეხბურთში დაბრუნება "ტრიუმფალურად" მონათლა.

მაგრამ ტრავმის გამო ლაშამ დაახლოებით რვა თვე დაისვენა და ახალი სეზონისთვის უკრაინის პრემიერლიგაში დაბრუნებულ უჟგოროდის "გოვერლა-ზაკარპატიეში" ვერ მოემზადა - სეზონის ბოლოს მუხლმა შეაწუხა და საოპერაციო აღმოჩნდა.

"ივლისში კიევში ჯვარედინი იოგების ოპერაცია გამიკეთეს. სამწუხაროდ, რეაბილიტაციას 5 თვე სჭირდება.

გუნდმა სექტემბერში უნგრეთში გამიშვა, მერე თბილისში ვმკურნალობდი. ახლა კი კიევში დავბრუნდები, რეაბილიტაციას ერთ თვეში ვასრულებ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებ მსუბუქ ვარჯიშს.

სრული დატვირთვით დეკემბერში თუ ვივარჯიშებ.

საწყენია, დრო რომ მიცდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ფორმას მალე აღვიდგენ და უკრაინის პრემიერლიგას კარგ ფორმაში დავუბრუნდები", - გვითხრა ჯაკობიამ.

ლაშა ჯაკობია: მალე დავბრუნდები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა