"ვიტ ჯორჯიამ" საქართველოს ჩემპიონატში ორ მატჩი მოიგო და ორივე სტუმრად, თანაც, ამბიციურ "დილასთან" და "მეტალურგთან"
"ვიტ ჯორჯიას" საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში ორი მატჩი აქვს მოგებული და ორივე სტუმრად, თანაც, ამბიციურ მეტოქეებთან - უმაღლესი ლიგის პირველ ტურში ვიტელებმა გორის "დილას" სძლიეს, ახლა კი რუსთავის "მეტალურგს" აჯობეს.

ორივე გამარჯვების შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" თავკაცი მერაბ კოჭლაშვილი "ლელომ" ტურის მწვრთნელად დაასახელა.

- დიდი მადლობა "ლელოს", რომელმაც ტურის სიმბოლურ ნაკრებში დამასახელა. ასევე, მადლობელი ვარ "ვიტ ჯორჯიას" სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელებისა. ჩვენი გუნდის ნებისმიერი წარმატება საერთო მუშაობის შედეგია.

- რის ხარჯზე მოახერხეთ "მეტალურგის" დამარცხება?

- ცოტა უცნაურია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ საშინაო გამარჯვება არ მოგვიპოვებია. სამაგიეროდ კი, "დილასა" და "მეტალურგს" გასვლაზე მოვუგეთ.

ეს ჩვენი ჩემპიონატის დაძაბულობასა და არაპროგნოზირებადობაზე მეტყველებს.

იქიდან გამომდინარე, რომ გასულ ტურამდე არცთუ სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა გვქონდა, რუსთავში წარმატებით თამაში გვმართებდა. მეორე ნომრად ვითამაშეთ და სხვათა შორის, მატჩი არცთუ კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ბიჭებმა სამწვრთნელო შტაბის დავალებები სათანადოდ შეასრულეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.

ეს ჩვენთვის ძალიან ფასეული სამი ქულაა, მით უფრო, რომ სტუმრად საკმაოდ ძლიერ გუნდს ვძლიეთ. კარგად ერთვებოდნენ შეტევებში ჩვენი განაპირა მცველები, ხურცილავა და ჯავაშვილი, რომლებმაც საგოლე კომბინაციებში მიიღეს მონაწილეობა.

"მეტალურგს" მესამე გოლიც გავუტანეთ, რომელიც არ ჩაგვითვალეს. არ ვიცი, იყო თუ არა იმ ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა...

- "ვიტ ჯორჯია" ბოლო დროს 5-3-2-ით თამაშობს. ამართლებს ეს ტაქტიკა?

- ვფიქრობ, რომ ამართლებს. ყველაფერი, უპირველესად, შემსრულებლებზეა დამოკიდებული, "ვიტ ჯორჯიას" დღევანდელი შემადგენლობა კი სწორედ ამ განლაგებისკენ გვიბიძგებს.

გვინდა, დროთა განმავლობაში უფრო შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ და 3-5-2-ზე გადავეწყოთ. იმედია, ამას შევძლებთ.

- "მეტალურგამდე" იყო "ზესტაფონთან" საშინაო მატჩი, სადაც "ვიტ ჯორჯია" დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა...

- რომ არა შეცდომები, თავისუფლად შეგვეძლო, იმ შეხვედრაში მინიმუმ ფრისთვის მიგვეღწია. მანამდე "დინამოსთან" დიდი ანგარიშით დავმარცხდით. არადა, 70 წუთის განმავლობაში მეტოქეს ღირსეულად ვებრძოდით. ჩვენი ფეხბურთელები არაობიექტურმა მსაჯობამ გატეხა - ჩვენს კარში ძალიან საეჭვო პენალტი დაინიშნა, ჩვენს სასარგებლოდ კი არბიტრმა აშკარა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

საერთო ჯამში, მიმაჩნია, რომ თამაშის ხარისხს ეტაპობრივად ვაუმჯობესებთ, არასტაბილურობა კი ასეთი ახალგაზრდული შემადგენლობის გუნდისთვის ჩვეული ამბავია.

- უდავოა, რომ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად "ვიტ ჯორჯიასაც" და სხვა არაერთ კლუბსაც მძიმე ბრძოლები ელით. რამდენად მზად არის თქვენი გუნდი ამ ამოცანის გადასაჭრელად?

- რთულია, თაობათა ცვლის პროცესში თუნდაც უძლიერესთა შორის დასარჩენად იბრძოდე, მაგრამ სირთულეების დაძლევას შეჩვეულნი ვართ და შევეცდებით, ამჟამინდელი ამოცანაც ღირსეულად გადავჭრათ. ჯერ საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსიც არ დაგვიკარგავს.

- ყველაზე მეტად თქვენი რომელი ფეხბურთელების პროგრესს გამოჰყოფთ?

- ყველას მუშაობით კმაყოფილი ვარ და დაკონკრეტებას მოვერიდები. უბრალოდ, შემთხვევით ვისარგებლებ და სიხარულს გამოვთქვამ გურამ ადამაძის გამოჯანმრთელების გამო. მას მენისკის ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდა და მოედანს ახლა დაუბრუნდა. დარწმუნებული ვარ, მცირე ხანში ოპტიმალურ ფორმას აღიდგენს და ჩვენს გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს.

მოხარული ვარ, რომ უკეთ ათამაშდა ბესიკ ჩიმაკაძე.

- რამდენად ახერხებთ რუსეთში წასული გიორგი ჯანელიძის სრულფასოვნად შეცვლას?

- გიორგი "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანი და ლიდერი იყო და მისი წასვლა ჩვენთვის დიდი დანაკლისია. მეორე მხრივ, იგი ნამდვილად იმსახურებდა უფრო მაღალ დონეზე თამაშს და მჯერა, რუსეთშიც იტყვის თავის სიტყვას. მის გარეშე თამაში იოლი ნამდვილად არ არის და შეტევაში ნამდვილად გვაქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და შევეცდებით, თაობათა ცვლის პროცესი ამჯერადაც უმტკივნეულოდ გავიაროთ.

- დღევანდელი გადასახედიდან, ვინ მიგაჩნიათ საქართველოს ჩემპიონატის ფავორიტებად?

- ვფიქრობ, ტიტულისთვის "დილა", "დინამო", "ზესტაფონი" და "ტორპედო" იბრძოლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს პრემიერლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა