დისკვალიფიკაცია ძალაში ჯერ არ შესულა და შესაბამისად, ფეხბურთელს თამაშის უფლება ჯერ კიდევ აქვს
საფეხბურთო ასოციაციის ჩინოვნიკებმა "ჩელსის" კაპიტან ჯონ ტერის არაორაზროვნად განუცხადეს, რომ თუკი ის დისკვალიფიკაციას ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებს, ისინი მის კიდევ უფრო მკაცრად დასჯის შუამდგომლობას დააყენებენ.

შეგახსენებთ, რომ "ქუინზ პარკის" მცველის, ანტონ ფერდინანდის რასისტული ხასიათის შეურაცხყოფის გამო 31 წლის ფეხბურთელს 4-თამაშიანი დისკვალიფიკაცია და 220-ათასფუნტიანი ჯარიმა გამოუწერეს.

დისკვალიფიკაცია ძალაში ჯერ არ შესულა და შესაბამისად, ფეხბურთელს თამაშის უფლება ჯერ კიდევ აქვს.

"ჩვენ, როგორც ბრალდების მხარეს, გვაქვს უფლება, რომ დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილება იმავე ვადაში გავასაჩივროთ, რისი უფლებაც ფეხბურთელს აქვს მინიჭებული.

თუკი ტერი თავის უფლებას გამოიყენებს, მაშინ ჩვენც შევადგენთ სარჩელს და ფეხბურთელის უფრო მკაცრ დასჯას მოვითხოვთ.

გულწრფელად უნდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი რამ ჩვენს პრაქტიკაში იშვიათად ხდება, მაგრამ თუკი ტერი სიტუაციის გამწვავებაზე კიდევ ერთხელ წავა, სხვა გზა აღარ დაგვრჩება," - განუცხადა ასოციაციის წარმომადგენელმა "სანს".

დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის მიერ ტერის მიმართ გამოტანილი არცთუ ყველაზე მკაცრი სანქციების გამო ამ მოვლენისადმი საზოგადოებაში არაერთგვაროვანი პოზიციაა.

მაგალითად, "ქუინზ პარკის" ყოფილი კაპიტანი, ცნობილი ჩხუბისთავი ჯოი ბარტონი ("მანჩესტერ სიტისთან" მოწყობილი აყალმაყალის გამო თავად 12 მატჩით დასჯილი) და ინგლისური ფეხბურთის ყველაზე დიდ ჯენტლმენად წოდებული გარი ლინეკერი (მას კარიერაში ერთი ყვითელი ბარათიც არ მიუღია) აცხადებენ, რომ ერთწლიანი გარჩევების შემდეგ ფეხბურთელის ოთხი მატჩით დასჯა ცოტა გაუგებარია. პირველმა ასოციაციას ფარსის მოწყობაში დასდო ბრალი.

მათგან აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლუისი, აცხადებს რა, რომ მას შემდეგ, რაც სამოქალაქო სასამართლომ ტერი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, საქმეს წერტილი უნდა დასმოდა:

"ხანდახან შეუძლებელია მიუხვდე, თუ რა პრინციპით წერენ სანქციებს. ეს ნამდვილად არ იყო ისეთი რთული საქმე, რომ მთელი წელიწადი გაწელილიყო. იმედი მაქვს, რომ ამ ისტორიიდან ყველამ მიიღო გაკვეთილი და არამხოლოდ მასში მონაწილე მხარეებმა. ასევე - დაინტერესებულმა პირებმა და ასოციაციის ჩინოვნიკებმა," - თქვა მან.

ჟოზე მოურინიოს თავისი ფეხბურთელები პრესისა და საზოგადოების "საჯიჯგნად" არასოდეს გაუმეტებია და ლოგიკურია, რომ მან ამ საქმეშიც ტერის მხარე დაიჭირა.

"ყველამ იცის, რომ ტერი რასისტი არ გახლავთ. ეს ყველასთვის ცხადია. შესაძლოა, მეტოქეს მან რაღაც ცუდი უთხრა, მაგრამ ფეხბურთში ხანდახან ისეთი ემოციები გადმოდუღს ხოლმე, რომ ზოგჯერ მართლა ცუდ რამეებს ჩავდივართ.

თუკი მან ფერდინანდს უკადრებელი აკადრა, ამისთვის უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჯონი რასისტი არ არის", - აცხადებს პორტუგალიელი.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა