ვლადიმერ გუცაევის პრესკონფერენცია: სამ დღეში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ რაუნდში ჩაებმება...
სამ დღეში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ რაუნდში ჩაებმება. ვლადიმერ გუცაევის გუნდმა დასკვნითი მოსამზადებელი შეკრება დაასრულა. პორტუგალიაში გამგზავრებამდე ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა...

მომზადების დონე

"ესპანეთში გვინდოდა დასკვნითი მოსამზადებელი შეკრების ჩატარება, მაგრამ გარკვეულ მიზეზთა გამო არ მოხერხდა. შესაბამისად, 5-6 დღის განმავლობაში თბილისში ვემზადებოდით და ერთი საკონტროლო შეხვედრაც გავმართეთ, "გაგრა" 4:1 დავამარცხეთ. შესაძლებლობის ფარგლებში ნორმალურად მოვემზადეთ. თუმცა ტრავმების გამო ფეხბურთელები გამოგვაკლდნენ. "ემპოლის" თავდამსხმელ ირაკლი შეყილაძე გამოვიძახეთ, მაგრამ დაშავდა. შეყილაძეს ტელეფონით ვესაუბრე. მას მუხლის ტრავმა აწუხებს და პორტუგალიაში ვერ დაგვეხმარება. "ანჟის" ფორვარდი გიორგი ილურიძეც მოვიწვიეთ, ჩამოვიდა კიდეც, მაგრამ ისიც დაშავებულია. კოჭის ტრავმა აქვს, ნახა ჩვენმა ექიმმა და მისი თამაშიც გამორიცხულია. წლის დასაწყისიდან მოყოლებული რამდენიმე მოსამზადებელი შეკრება გვქონდა. ჩვენი ნაკრებისთვის ასაკით შესაფერისი ფეხბურთელები გამოვცადეთ. ისეთი ფეხბურთელებიც იყვნენ, რომელთა საქმეში ნახვა ბოლოს მოვახერხეთ - მაგალითად, ცსკა-ში მოასპარეზე ნიკა ძალამიძე. ფიფას მიერ გამოცხადებულ სათამაშო დღეებში ის ხან 21-წლამდელთა ნაკრებში იყო გამოძახებული, ხან ტრავმა აწუხებდა. სხვა თარიღებში შეკრებისას კი არმიული კლუბის ხელმძღვანელობამ არ დაგვითმო. ამჯერად ძალამიძე თბილისურ შეკრებაზე გვყავდა და ისიც გამოვცადეთ".

ძალამიძის ტრავმა

"გაგრის" ახალგაზრდა მოთამაშეებმა ძალზე მოინდომეს, მით უმეტეს ნაკრებს ეთამაშებოდნენ. ერთ-ერთი ორთაბრძოლისას ძალამიძე დაშავდა და სპეციალურად შევცვალეთ, ტრავმის გამიზეზებას მოვერიდეთ. ძალამიძის ტრავმა სერიოზული არ არის. დღეს დავასვენეთ და ხვალ გუნდთან ერთად ივარჯიშებს".

მხოლოდ ერთი თავდამსხმელი?

"არა, რატომ მხოლოდ ჩაფიძის ამარად? ჯერ კიდევ ბელარუსის შეკრებასა და იქ გამართულ ორ მატჩში თორნიკე ოქრიაშვილი თავდამსხმელად ვათამაშეთ და კარგადაც წარმოჩნდა. ასე რომ, ოქრიაშვილსაც თავდამსხმელად განხვიხილავთ".

გულის პრობლემა

"გუნდში ასეთ წესი გვაქვს. მოსამზადებელი შეკრებისას ფეხბურთელებს ყოველ დილით ვწონით, პულსსა და წნევას ვუზომავთ. გუშინ დილით სიხარულიას მაღალი წნევა აღმოაჩნდა. სპორტული პროფილის სამედიცინო კლინიკაში, ვალერი ახალკაცთან გავუშვით გამოკვლევისთვის. მას გულზე პრობლემები აღმოაჩნდა. ექიმის რეკომენდაციით მას დასვენება ესაჭიროება და პორტუგალიაში მისი თამაშიც გამოირიცხა. უკვე გადაწვეტილი ამბავია, ჯანო ანანიძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ლატვიიდან პორტუგალიაში შემოგვიერთდება. ანანიძის დათმობაზე ტელეფონით უკვე ვესაუბრე მოსკოვის "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელ ვალერი კარპინს. თავდაპირველად მან მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. მეორე საუბრისას უპრობლემოდ დაგვთანხმდა. ჯანო მხოლოდ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში, 16 ოქტომბერს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ითამაშებს. ბოლო ხანს მას "სპარტაკში" თამაში არ უწევს და კისთვისაც კარგია. ანანიძე აზერბაიჯანელებთან მატჩის მომდევნო დღეს პორტუგალიიდან მოსკოვს გაემგზავრება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური რაუნდის "ჩელსისთან" 19 ოქტომბრის მატჩისთვის "სპარტაკთან" ერთად მოემზადება".

კვეკვესკირი და ჭანტურია

"უკვე შეთანხმებულნი ვართ, რომ მალტასთან მატჩის შემდეგ "ბაიას" მცველი ნიკა კვეკვესკირი ჩვენს ნაკრებში გადმოვა და პორტუგალიაში ჩვენთან ერთად გამოემგზავრება. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაცის გამო დავით ლეგაშვილი პირველ მატჩში არ გვეყოლება. ამიტომ პორტუგალიაში სამი მეკარით გავემგზავრებით. მესამე მეკარედ გიორგი აზნიაშვილი მიგვყავს, რომელიც მამუკა ნადირაძესთან ერთად იქნება პირველი მატჩის განაცხადში. სულ 18 მოთამაშე გვყავს სიაში. სამი მეკარე და ჯანო ანანიძის ჩათვლით, მოედნის 15 მოთამაშე".

მეტოქეები

"ჩემი მეგობრების დახმარებით საფრანგეთთან, საბერძნეთის ნაკრების თამაშის ჩანაწერი მოვიპოვეთ. ვნახე ეს მატჩი, 3:3 დასრულდა. პირველი მატჩი სწორედ ბერძნებთან გვაქვს და პორტუგალიაში ჩასვლისას ჩანაწერს ფეხბურთელებსაც ვაჩვენებთ და მეტად შევასწავლით მეტოქეს. პირველ ტურში ჩვენი მატჩის პარალელურად პორტუგალია აზერბაიჯანს ეთამაშება. ამ თამაშს ჩვენი შტაბის ერთ-ერთი წევრი დაესწრება. უეფას რეგლამენტით, მეტოქეებს უფლება არ აქვთ ამ მატჩის ფირი არ გადმოგვცენ. ასე რომ სასტარტო ტურის შემდეგ, ორივე მოწინააღმდეგეს შევისწავლით".

ჩვენი პლუს-მინუსი

"ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები ნაკლებად არიან მომზადებული. არ დაგიმალავთ და ველოდი მათი ფიზიკური კონდიციები უკეთესი იქნებოდა. ლეგიონერთა მომზადების დონე ნორმალურია. ჩვენს შეკრებაზე ფიზიკური კონდიციების დახვეწისთვის დრო არ არის. ამ პერიოდს უმთავრესად ტაქტიკური მუშაობისთვის ვიყენებთ".

ვინ არის ფავორიტი?

"ტრადიციული საფეხბურთო ქვეყნები ყოველთვის ფავორიტად თვლიან თავს. შესაძლოა ასე ფიქრობენ პორტუგალიელებიც. მით უმეტეს, ჯგუფის მასპინძლები არიან. თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, 19-წლამდელთა ასაკში ფავორიტი არ არსებობს. მით უმეტეს ჩვენს ჯგუფში მეტ-ნაკლებად თანაბარი გუნდები ვართ. არავის ეგონოს, რომ აზერბაიჯანი აუტსაიდერია. ჩვენმა მეზობლებმა ისრაელი და პოლონეთი ერთნაირი ანგარიშით 3:0 დაამარცხა".

მიზანი

"ელიტრაუნდში გასვლისთვის. ჩემი აზრით, ამ ასაკში ყველა გუნდი თანაბარია. მთავარია მონდომება, ბრძოლის ჟინი, გამარჯვების წყურვილი. რა თქმა უნდა, სათანადო ტაქტიკა-სტრატეგიას საკმაო მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, იღბალმაც უნდა გაგიღიმოს. ასე რომ, პორტუგალიაში ელიტრაუნდისთვის მივდივართ და საამისოდ ბოლომდე ვიბრძოლებთ".

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა