კაროლინ ვოზნიაცკიმ "ხუთიანზე" ჩაატარა აზიური ტურნე (რომელიც ჯერ არ დაუსრულებია) - მან ტოკიოს ტურნირის მოგებით არამარტო პროგრამა-მინიმუმი, არამედ გუშინ პროგრამა-მაქსიმუმი შეასრულა - ჩინეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა, რისი წყალობითაც ორშაბათიდან სათავეში ჩაუდგება WTA-ის კლასიფიკაციას.

კაროლინ ვოზნიაცკიმ "ხუთიანზე" ჩაატარა აზიური ტურნე (რომელიც ჯერ არ დაუსრულებია) - მან ტოკიოს ტურნირის მოგებით არამარტო პროგრამა-მინიმუმი, არამედ გუშინ პროგრამა-მაქსიმუმი შეასრულა - ჩინეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა, რისი წყალობითაც ორშაბათიდან სათავეში ჩაუდგება WTA-ის კლასიფიკაციას.

სულ ორი მატჩის მოგება სჭირდებოდა დანიელს იმისთვის, რომ ისტორიაში მეოცე პირველი ჩოგანი გამხდარიყო. ვოზნიაცკიმ ძალიან იოლად შეასრულა ეს ამოცანა. მართალია, მას ესტონელ კაია კანეპისთან შეხვედრა არ მოუწია, მაგრამ როგორც გუშინ ვწერდით, მერვედფინალში მეტოქედ ჩეხი პეტრა კვიტოვა ერგო, რომელსაც უიმბლონზე მხოლოდ ორი გეიმი მოუგო. თუმცა მას შემდეგ კვიტოვას ღირებული არაფერი უჩვენებია და მართალია, იმუქრებოდა - კაროლინის რეიტინგში გალიდერებას გადავდებო, გუშინ სრულიად უმწეო ჩანდა მსოფლიოს ახალი პირველი ჩოგანის წინააღმდეგ. დანიელმა მისთვის არადამახასიათებელი ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ გარეგნულად სრულიად აუღელვებელი ჩანდა და საბოლოოდ ორ სეტში გაიფორმა კომფორტული გამარჯვება. პირველ პარტიაში ჩეხმა ორი ბრეიკი გააკეთა, მაგრამ მაინც წააგო - 3:6. მეორეში კი გონს მოსვლა ვერ მოასწრო, როცა ანგარიში უკვე 0:4 იყო.

მაშ ასე, კაროლინ ვოზნიაცკი ოფიციალურად გახდება პირველი ჩოგანი შტეფი გრაფის (377 კვირა უმაღლეს საფეხურზე), მარტინა ნავრატილოვას (332), კრის ევერტის (260), მარტინა ჰინგისის (209), მონიკა სელეშის (178), სერენა უილიამსის (123), ჟუსტინ ანენის (117), ლინდსი დავენპორტის (98), ამელი მორესმოს (39), დინარა საფინას (26), ტრეისი ოსტინის (21), კიმ კლაისტერსის (19), ელენა იანკოვიჩის (18), ჯენიფერ კაპრიატის (17), მარია შარაპოვას (17), არანჩა სანჩეს-ვიკარიოს (12), ანა ივანოვიჩის (12), ვენუს უილიამსისა (11) და ივონ გულაგონგის (2) შემდეგ.

ვოზნიაცკის მეოთხედფინალში ანა ივანოვიჩთან მოუწევს შეხვედრა, რომელმაც, როგორც იქნა, უმაღლესი დონის თამაში აჩვენა და ორ ტაი-ბრეიკზე მოუგო ელენა დემენტიევას. პირველ სეტში სერბს შეეძლო მშვიდად მიეყვანა საქმე გამარჯვებამდე - რუსის სასტარტო ბრეიკის შემდეგ ანამ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო, მაგრამ შემდეგ ერთი თავისი მოწოდება წააგო, 5:3-ზე კი სეტბოლები ვერ გამოიყენა და სეტზე ვერ მოაწოდა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც 2:2-ზე დემენტიევამ ზედიზედ ხუთი გათამაშება და მასთან ერთად სეტი წააგო.

მეორე პარტიის მეცხრე გეიმში ელენამ პირველი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა სეტში, რომელიც ავტომატურად გახდა სეტბოლი, მაგრამ ანამ მეორე მოწოდებაზე მოიგერია საფრთხე. ისევ ტაი-ბრეიკი და ისევ სერბის დამაჯერებელი თამაში - 7:4.

WTA

China Open

პეკინი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/8 ფინალი

ნა ლი (ჩინ, 9)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 6:2, 6:0; ანასტასია სევასტოვა (ლატ)-ნადია პეტროვა (რუს, 13) პეტროვას უარი; ანა ივანოვიჩი (სერ)-ელენა დემენტიევა (რუს, 7) 7:6, 7:6; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 6:3, 6:3.

1/4 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-ივანოვიჩი; პეერი (15)-ბაშჩინსკი; ნა ლი (9)-სავასტოვა; სკიავონე (5)-ზვონარევა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?