ხავიერ ერნანდესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა
ხავიერ ერნანდესმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც გუნდში არსებულ მდგომარეობასა და ახალ კონკურენტებზე ილაპარაკა. მისი თქმით, ის რობინ ვან პერსისგან ბევრი რამის სწავლას აპირებს, ასევე გეგმავს, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეოროს.

- ბოლო ტურებში რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ფიქრობთ, რომ მსგავსი რამ მომავალშიც მოხდება?

- ფეხბურთი სწორედ მოულოდნელობებითაა კარგი. სამწუხაროდ ეს ჩვენც შეგვეხო. იმედია, "იუნაიტედის" თავს ეს აღარ განმეორდება. პრემიერლიგაში ყველა გუნდი ანგარიშგასაწევია და სწორედ ამიტომ მიმაჩნია ეს ჩემპიონატი საუკეთესოდ. "სასეირნო" თამაშები არ არსებობს, შესაბამისად, ყოველ ჯერზე მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად.

- შეგრძნება, რომ ჩემპიონატი დაწყებულია, მხოლოდ პირველი საშინაო შეხვედრის შემდეგ მოდის. ასეა?

- რა თქმა უნდა. ამიტომაც იყო, რომ პირველი ტურის შემდეგ იმედგაცრუებულები დავრჩით. თუმცა წინა ტურში დაშვებული შეცდომების გამოსწორების შანსი შემდგომში გვეძლევა და ეს მშევნიერია.

- ახალწვეულების მუშაობა რამდენად მოგწონთ?

- ორი წლის წინ პირადად ვიყავი მათ ადგილას. ახალმა ფეხბურთელებმა იოლად გაიარეს ადაპტაცია და ვარჯიშებზე თავდაუზოგავად შრომობენ. თუკი ფერგიუსონს გუნდში ვინმე მოჰყავს, ესე იგი ის ამას იმსახურებს და შეუძლია, ჩვენ წინაშე დასახული ამოცანების გადაჭრაში დაგვეხმაროს.

- ალბათ გიხარიათ, რომ ვან პერსი თქვენი თანაგუნდელია. მისგან ხომ ბევრის სწავლა შეიძლება.

- ზუსტად ბრძანეთ. სწავლა ყოველთვის შეიძლება იმის მიუხედავად, თუ რამდენი წლის ხარ. მე ყველასგან რაღაცას ვითვისებ გუნდში, მაგრამ განსაკუთრებით თავდამსხმელებს ვაკვირდები. რობინი მსოფლიო დონის ფეხბურთელია და მისგან ძალიან ბევრი რამის სწავლის შანსი მაქვს.

- ვან პერსი იმ ფეხბურთელთა რიცხვში თუ შედის, ვისითაც აღფრთოვანებული ხართ?

- რა თქმა უნდა. თუკი ფეხბურთი გიყვარს, ვფიქრობ, რომ ვან პერსისა და რუნის პატივს უნდა სცემდე და მათ თამაშს აკვირდებოდე იმის მიუხედავად, ხარ თუ არა "იუნაიტედის" ფანი. რობინმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა "არსენალისთვის" და გვინდა, რომ ჩვენთვისაც არანაკლები გაიღოს.

- მისმა მოსვლამ გუნდში ახალი გამოწვევის წინაშე დაგაყენათ.

- ჰო, მაგრამ რაკი "იუნაიტედი" რამდენიმე ტურნირში ერთად გამოდის, თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას მიეცემა.

კონკურენციის გამო ძირითადისთვის ჭიდილი ჩვეულებრივი მოვლენაა. მე მას ჯერ კიდევ ახალგაზრდული გუნდებიდან ვარ შეჩვეული. "იუნაიტედს" ნამდვილად სჭირდება ბევრი, კარგი ფეხბურთელი.

- ფერგიუსონმა უკვე დაამტკიცა, რომ თუკი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია, ის აუცილებლად ითამაშებს.

- ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს. მე მხოლოდ იმაზე მიწევს ზრუნვა, რომ ყოველ ვარჯიშსა და თამაშზე ვაჩვენო ის, რაც შემიძლია და დავეხმარო გუნდს ამოცანების გადაჭრაში.

- რა დასკვნა გამოიტანეთ შარშანდელი წარუმატებელი სეზონისგან? თქვენ ხომ საშინაო მატჩებში დაკარგულმა ქულებმა დაგღუპათ.

- რა საკვირველია, ყველაფრის გამოსწორებას ვაპირებთ. წინა წლის შეცდომებს ნამდვილად აღარ გავიმეორებთ.

- დაბოლოს, ძალიან ბედნიერი იქნებით იმით, რომ მექსიკის ნაკრებმა ლონდონის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა.

- მშვენიერი იყო. ეს უზარმაზარი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მექსიკამ ერთადერთი ოქრო მოიგო ლონდონში და ეს ფეხბურთელებმა გააკეთეს. ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჯერ ფინალამდე გავაღწევდით და მერე იქ ბრაზილიას დავამარცხებდით. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა