პეკინის "პრემიერ" კატეგორიის ტურნირზე მორიგ სათამაშო დღეს დასრულდა მეორე წრე
პეკინის "პრემიერ" კატეგორიის ტურნირზე მორიგ სათამაშო დღეს დასრულდა მეორე წრე და პარალელურად, რამდენიმე მეოთხედფინალისტის ვინაობა შევიტყვეთ.

მეორე მატჩი მოიგო პეკინში მარია შარაპოვამ. შეგახსენებთ, რუსმა პირველ წრეში დიდი გაჭირვებით დაამარცხა რუმინელი სიმონა ჰალეპი. მას ამჯერადაც რუმინელი მეტოქე ჰყავდა - სორანა კირსტეა, ოღონდ ამ შემთხვევაში, შარაპოვამ ძალიან იოლად მოიპოვა მერვედფინალში თამაშის უფლება.

თამაში საათი და 18 წუთი მიმდინარეობდა და ამ დროის განმავლობაში შარაპოვამ ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, იმ დროს, როცა კირსტეამ ვერ მოახერხა ერთადერთი ბრეიკ-პოინტის რეალიზება.

ხასიათის გამოვლენა მოუწია კიდევ ერთ ფავორიტს, პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას. მისი მეტოქე - ესპანელი ლურდეს დომინგეს ლინო კარგ ფორმაში შეხვდა პეკინის ტურნირს, რაზეც წინა რაუნდში ბრიტანელი ლორა რობსონის დამარცხებაც მეტყველებს.

ამჯერად კი ესპანელმა კინაღამ რადვანსკაც გამოთიშა ბრძოლას. პირველი სეტი დომინგეს-ლინომ იოლად - 6:2 მოიგო, მეორეში პაუზა აიღო და 1:6 დამარცხდა, მესამეში კი ბრძოლა გაუმართა პოლონელს.

ესპანელი ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით, მაგრამ მაინც ვერ გაძლო და გადამწყვეტი პარტია 4:6 დათმო. ჩოგბურთელები ცუდად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებაზე - ორი საათისა და სამი წუთის განმავლობაში რადვანსკამ შვიდი ბრეიკი გააკეთა, დომინგეს ლინომ - ექვსი.

ამ მოგებით აგნიეშკა რადვანსკამ მეოთხედფინალში გააღწია, სადაც მისი მეტოქე იქნება ორ ჩინელს - ნა ლისა და შუაი პენგს შორის გამარჯვებული.

ცენტრალური იყო შეხვედრა ფრანგ მარიონ ბარტოლისა და გერმანელ იულია გორგესს შორის. გორგესმა წინა რაუნდში ავსტრალიელი სამანტა სტოსური გამოთიშა ბრძოლას, რაც მის კარგ ფორმაზე მეტყველებდა.

ბარტოლისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოსახვედრად იბრძვის. შესაბამისად, ფრანგი ძალიან მობილიზებული ჩანდა და საათსა და 37 წუთში ორ სეტში გაიმარჯვა - 6:3, 7:6.

ბარტოლიმ ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა და თავად სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება. ფრანგს ძალიან დაეხმარა ამ მატჩში კარგი მოწოდება - მან რვა ეისის შესრულება შეძლო. ბარტოლისთვის ეს მეოთხე მოგება იყო გორგესზე ხუთ ჩატარებულ მატჩში.

მეოთხედფინალში მარიონი ესპანელ კარლა სუარეს ნავაროს შეხვდება, რომელმაც მანამდე სერბი ელენა იანკოვიჩი გამოთიშა ბრძოლას.

მეტოქეებს, პრაქტიკულად, არაფერი გამოსდიოდათ საკუთარ მოწოდებებზე. მთელი მატჩის განმავლობაში მათ 41 ბრეიკ-პოინტი მოიპოვეს და აქედან 16 გამოიყენეს! ორივე პარტიის ბოლოს უფრო უკეთ სუარეს ნავარო გამოიყურებოდა - 7:5, 6:4. ესპანელი ძალიან კარგ ფორმაშია - ერთი წრით ადრე მან ჩეხი პეტრა კვიტოვა გამოთიშა ბრძოლას.

არ გაუმართლა სერბეთის მეორე წარმომადგენელს - ანა ივანოვიჩს, რომელიც შვეიცარიელ რომინა ოპრანდის ხვდებოდა. ეს უკანასკნელი მსოფლიოს კლასიფიკაციაში 69-ე ადგილს იკავებს და მისგან ბევრს არაფერს ელოდნენ აღნიშნულ შეხვედრაში.

მაგრამ შვეიცარიელმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა და უშანსოდ მოუგო ივანოვიჩს. ოპრანდის ამისთვის მხოლოდ საათი და 11 წუთი დასჭირდა. მან ხუთი ბრეიკის გაკეთება შეძლო, იმ დროს, როცა ივანოვიჩმა მხოლოდ ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

საბოლოოდ, ეს ყველაფერი ასეთ ანგარიშში გამოიხატა - 6:4, 6:3 ოპრანდის სასარგებლოდ. ეს ამ ჩოგბურთელთა პირველი შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში.

აღსანიშნავია, რომ სერბების მძლეველები - სუარეს ნავარო და ოპრანდი კარიერაში პირველად გავიდნენ "პრემიერ" კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა