პეკინის მამაკაცთა ტურნირში მერვედფინალური ეტაპის სამი მატჩი გაიმართა
პეკინის მამაკაცთა ტურნირში მერვედფინალური ეტაპის სამი მატჩი გაიმართა.

ერთ-ერთმა პირველმა მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა ავსტრიელმა იურგენ მელცერმა, რომელსაც სამი სეტი დასჭირდა ალექსანდრ დოლგოპოლოვის დასამარცხებლად. ავსტრიელი უფრო აქტიური იყო და ჯამში 11 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ მხოლოდ ორი ასეთი შანსის გამოყენება შეძლო. უკრაინელსაც ორი ბრეიკი ჰქონდა, თუმცა გაცილებით ნაკლები ბრეიკ-პოინტი - მხოლოდ ოთხი.

მეტოქეებმა პირველი ორი სეტი გაცვალეს, რის შემდეგაც მელცერმა საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა და 6:1 მოიგო გადამწყვეტი პარტია.

ასევე სამ სეტში გაირკვა გამარჯვებული გერმანელი ფლორიან მაიერისა და რუმინელი მარიუშ კოპილის მატჩში. მაიერმა მოულოდნელად წააგო პირველი სეტი - 3:6, მაგრამ შემდეგ მოახერხა ინიციატივის მოპოვება, მომდევნო ორ პარტიაში ოთხი ბრეიკი გააკეთა და 6:3, 6:2 გაიმარჯვა.

რუმინელს ამ მატჩში ვერ უშველა კარგმა მოწოდებამ - მან 13 ეისი ჩააწოდა, იმ დროს, როცა მაიერს მხოლოდ სამი ასეთი მოწოდება ჰქონდა. მატჩი საათსა და 43 წუთს გაგრძელდა.

გერმანელს მეოთხედფინალში ჩინელ ჟიე ჟანგთან ელის შეხვედრა. ამ უკანასკნელმა 4 ოქტომბერს სენსაციურად მოუგო ფრანგ რიშარ გასკეს, რომელმაც გასულ კვირას ბანგკოკის ტურნირზე მოიპოვა მთავარი პრიზი.

ძალიან იოლად გავიდა მეოთხედფინალში ტურნირის მთავარი ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩი. შეგახსენებთ, რომ წინა რაუნდში ჯოკოვიჩს ბრძოლა გაუმართა ვეტერანმა გერმანელმა მიხაელ ბერერმა, რომელმაც ერთი სეტი აართვა მსოფლიოს მეორე ჩოგანს.

ამჯერად ჯოკოვიჩი უფრო მობილიზებული ჩანდა არგენტინელ კარლოს ბერლოკთან მატჩში და შანსი არ დაუტოვა მას. სერბი განსაკუთრებით კარგად მიღებაზე თამაშობდა - მან ორი ბრეიკი გააკეთა პირველ სეტში და ოთხი - მეორეში. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ არგენტინელს ორი საკუთარი გეიმი დაუთმო.

საათსა და 14 წუთში დაფიქსირდა ასეთი ანგარიში - 6:1, 6:3 ჯოკოვიჩის სასარგებლოდ. მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი იურგენ მელცერს შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა